კვირა, 12.05.2024, 08:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ანტი-რელიგია და რელიგია
« 1 2 3
ჯორდანო ბრუნო (ბერად აღკვეცამდე – ფილიპე) – იტალიელი რელიგიური მოაზროვნე და პოეტი იყო. იგი გატაცებული იყო მაგიით და ასტრონომიით. დაიბადა 1543 წელს ქ. ნოლეში. 1563 წელს ბერად აღიკვეცა დომინიკანელთა ორდენში, მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ), მწვალებლად იქნა მიჩნეული და ამიტომ 1576 წელს იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. მოგზაურობდა ევროპაში, დროდადრო კითხულობდა ლექციებს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლექციების კითხვა აეკრძალა. 1592 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში, იგი დააპატიმრეს და ინკვიზიციას გადასცეს. 1600 წლის 17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო მწვალებლობისთვის და ბერობის აღთქმის დარღვევისათვის ინკვიზიტორებმა რომში კოცონზე დაწვეს.

როგორც მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ, მართლაც, დიდი გავლენა იქონია თავისი დროის ფილოსოფიური ტრადიციების განვითარებაზე და ამით – ახალი დროის მეცნიერების განვითარებაზეც. მხედველობაში გვაქვს ნიკოლოზ კუზანელის იდეა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა არისტოტელეს ფიზიკასა და კოსმოლოგიას; კუზანელის ეს ი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 998 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...

ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში

...

ჰალალი ( ნებადართული)

მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოვე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 996 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

უძველესი დროიდან, მსოფლიო კაცობრიობას სამი ფაქტორი ამოძრავებს, პოლიტიკა, ბიზნესი, რელიგია. ყველა ამ სფეროში, ადამიანები აქტიურად არიან ჩართულნი. ბიბლიაში ეს სამი ფაქტორი მოიხსენიება შემდეგნაირად: პოლიტიკა-მეფეებად, ბიზნესი- ვაჭრობად, ხოლო ცრუ რელიგია- მეძავ ქალად. ეს არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას. ქალი მაშინ ხდება მეძავი, როდესაც ის არღვევს ერთგულების პრინციპს. ზუსტად ასევე დაარღვიეს ერთულება რელიგიებმა, რომლებიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან და შორს დგანან ბიბლიის ნორმებისაგან. ბიბლიის ბოლო წიგნი გამოცხადება, ნათლად გვიჩვენებს ამ მეძავის სახეს: ,,დიაცი შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებით და მარგლიტებით, ხელთ ჰქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძვის სიბილწით და უწმინდურებით სავსე. მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: ,,დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა''. (გამოცხადება 17:4--6).გამოცხადების ამავე თავში ნათლად ჩანს, რომ ეს მეძავი, ზის შავწითელ მხეცზე. ეს მხეცი განასახიერებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1276 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (2)

მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული _ ქართლის სამეფო და (ბერძნ. იბერია) დასავლურ ქართული _ ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 903 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?

აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1739 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)


სატანად წოდებულმა, ბოროტმა ანგელოზმა, სხვა ანგელოზებიც ჩაითრია ავანტიურაში. გაბოროტებული ანგელოზების რაოდენობა საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა, როგორც ღმერთის უზენაისობა, ასევე ადამიანის უმწიკვლოება. ერთიც და მეორეც ტყუილი აღმოჩნდა. კაობრიობის არსებობის მანძილზე, ადამიანებმა ვერ შესძლეს ბედნიერების მომტანი, მთვრობის შექმნა, და ღმერთისადმი ერთგული ადამიანები, მიუხედავად ნებისმიერი გასაჭირისა, ბოლომდე ერთგულები რჩებოდნენ. მაგალითისათვის საკმარისია იობის თავგანწირული ერთგულება. (იობი 42:1, 2, 12). ნოეს დროს, ანგელოზებმა, მიატოვეს თავიანთი ადგილი ზეცაში, ხორცი შეისხეს, რათა სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ ადამიან ქალებთან. ამის შედეგად იბადებოდნენ ჰიბრიდული ადამიანები, ბუმბერაზები. წარღვნის მიზეზიც სწორედ ეს იყო. სატანის ბოროტ მიზანს წარმოადგენს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს. დღეს ამ ბოროტი არსების აგრესია, უფრო მავნე და ძლიერია. ადამიანების მ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1173 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 22.03.2010 | კომენტარი (0)

ალბათ ოდესღაც გაგჩენიათ სურვილი რიტუალი - სულის გამოძახება ჩაგეტარებინათ. მე, პირადად, ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ამოუხსნელი რამით. პატარაობიდან ვიძახებდით ხოლმე სულებს. ზოგჯერ მეგობრებთან კამათიც მომსვლია იმის გამო, რომ იგი წინააღმდეგი იყო ამ რიტუალის. ერთ დღეს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ვიძახებდით სულს, გამიჩნდა შეკითხვები, რომლებზეც ვერავინ მპასუხობდა - რა ხდება ამ დროს, ვინ მოდის, რა ძალით და ასე შემდეგ.
ერთხელ მეგობარმა მირჩია მამაოსთან მივსულიყავი და მეთქვა ეს ყველაფერი, მითხრა - პასუხს მხოლოდ ეკლესია გაგცემსო. რა თქმა უნდა, მე გამოვნახე დრო, მივედი ეკლესიაში და მამაოს დაველაპარაკე. მამაო აღშფოთდა, რადგან ეს მომაკვდიდნებელი ცოდვა ყოფილა. მე შევძრწუნდი, რადგან რამოდენიმეჯერ მეგობრისთვისაც მითხოვია დახმარება ამ რიტუალის ჩასატარებლად. გამოდიოდა, მე ვაიძულებდი ამ საშინელი ცოდვის ჩადენას. რა თქმა უნდა, მეწყინა და მეგობრებს თვალებში ვეღარ ვუყურებდი ძალიან დათრგუნული ვიყავი...

ერთხელ მეგობრები შევიკრიბეთ და ისევ რაღაც ძალამ მაიძულა, რომ კიდევ გამეკეთებინა ეს! მე, რა თქმა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1721 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 22.03.2010 | კომენტარი (0)

ვინ არის ეშმაკი?
სატანა ეშმაკი — საიდან გაჩნდა ის? (1, 2)
როგორ აცდუნებს სატანა ადამიანებს? (3–7)

 რატომ უნდა შეეწინააღმდეგო ეშმაკს                                                                                


1. სიტყვა „ეშმაკი" ახასიათებს პიროვნებას, რომელიც ბოროტად ცრუობს სხვა პიროვნების შესახებ. „სატანა" ნიშნავს მტერს ან მოწინააღმდეგეს. ეს წოდებები მიეცა ღმერთის მთავარ მტერს. თავდაპირველად ის სრულყოფილი ანგელოზი იყო და ზეცაში ღმერთთან ცხოვრობდა. მაგრამ მოგვიანებით მას დიდი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე და ისურვა თაყვანისცემა, რომელიც სამართლიანად ღმერთს ეკუთვნის (მათე 4:8–10).2. ეს ანგელოზი, სატანა, გველის საშუალებით ელაპარაკა ევას. ტყუილის თქმით მან დაარღვევინა ევას ღმერთისადმი მორჩილება. ამრიგად, სატანა თავს დაესხა იმას, რასაც ეწოდება ღმერთის „უზენაესი ხელისუფლება", ანუ უზენაესი მდგომარეობა. სატანამ წამოაყენა საკითხი: მართავს თუ არა ღმერთი ღირსეულად და ქვეშევრდომთა საკეთილდღეოდ. ა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1229 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 22.03.2010 | კომენტარი (2)

სპირიტიზმი

ოკულტუზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცთური XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

სპირიტიზმი გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ სწავლება გახლავთ.

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა „სპირიტიუსისგან" წარმოდგება, რაც „სულს" ნიშნავს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დამყარებას ადამიანები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ. ისტორიულ წყაროებშიც ვხვდებით ამგვარ ცნობებს. მაგალითად, რომის იმპერატორმა ვალენტიმ, რომელიც 364-378 წლებში იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, დააპატიმრებინა ორი სპირიტისტი - ჰილარიუსი და პატრიცია, რომლებიც, თურმე შეეცადნენ, ვალენტის გარდაცვალების წელი და მის მემკვიდრეთა სახელები შეეტყოთ. წამებისას ჰილარიუსი გამოტყდა, რომ მათ ხის მაგიდა გააკეთეს და ჩადგეს დიდ საქვაბეში, რომლის ნაპირებზეც ანბანის ყველა ასო იყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 930 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 22.03.2010 | კომენტარი (0)

მოგეხსენებათ საქართველოში უამრავი სასწაული ხდება
მათ შორის ხშირია ხატის კედელზე გამოსახვა.
მე კი დღეს თქვენ გიამბობთ ხატზე, რომელიც მატარებლის ვაგონზე გამოისახა.
მე და დედაჩემი სამტრედიის სადგურში "ელექტრიჩკას” ველოდებოდით. მოგეხსენებათ სოფლებში სამარშრუტო ტაქსების (მარშუტკების) ნაკლებობას განიცდიან, ჩემთან სოფელში კი პლუს ამას 6 საათზე მეტს არ მუშაობენ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო 3 საათით ადრე მოგვიწია სადგურში მისვლა. წვიმდა და ვერსად ვერ გავივლიდი, ჰოდა მომიწია ვაგონების თვალიერება. (მარცხნიდან მარჯვნინ) ჰოდა შუას რომ მივაღწიე, ანუ ჩემს პირდაპირ მდგომ ვაგონს უცნაური ფიგურა შევნიშნე, რომელიც სასწაულად წააგავდა წმინდა ნინოს. თავიდან შემეზარა მისვლა და გადაღება, მაგრამ მერე ვიფიქრე უცნაურისთვის "ჩავაკარტოჩკებ”-თქო და გადავუღე. იმის მერე ყურადღება არ მიმიქცევია. რომ ჩამოვედი კომპიუტერში ჩავაგდე და გავადიდე, ჩემდა გასაოცად ფოტოზე სახეები, ციფრები და უამრავი რამ ვნახე აღბეჭდილი. არ გჯერათ?
აჰა…


ამ ფოტოზე მე მოვნიშნე ის ადგილები სადაც დავინახე სახე ნახევრად პროფ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 922 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 22.03.2010 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-30
საიტის მენიუ
მოძებნე