ორშაბათი, 20.05.2024, 22:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » :)
17:03
:)
მოგეხსენებათ საქართველოში უამრავი სასწაული ხდება
მათ შორის ხშირია ხატის კედელზე გამოსახვა.
მე კი დღეს თქვენ გიამბობთ ხატზე, რომელიც მატარებლის ვაგონზე გამოისახა.
მე და დედაჩემი სამტრედიის სადგურში "ელექტრიჩკას” ველოდებოდით. მოგეხსენებათ სოფლებში სამარშრუტო ტაქსების (მარშუტკების) ნაკლებობას განიცდიან, ჩემთან სოფელში კი პლუს ამას 6 საათზე მეტს არ მუშაობენ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო 3 საათით ადრე მოგვიწია სადგურში მისვლა. წვიმდა და ვერსად ვერ გავივლიდი, ჰოდა მომიწია ვაგონების თვალიერება. (მარცხნიდან მარჯვნინ) ჰოდა შუას რომ მივაღწიე, ანუ ჩემს პირდაპირ მდგომ ვაგონს უცნაური ფიგურა შევნიშნე, რომელიც სასწაულად წააგავდა წმინდა ნინოს. თავიდან შემეზარა მისვლა და გადაღება, მაგრამ მერე ვიფიქრე უცნაურისთვის "ჩავაკარტოჩკებ”-თქო და გადავუღე. იმის მერე ყურადღება არ მიმიქცევია. რომ ჩამოვედი კომპიუტერში ჩავაგდე და გავადიდე, ჩემდა გასაოცად ფოტოზე სახეები, ციფრები და უამრავი რამ ვნახე აღბეჭდილი. არ გჯერათ?
აჰა…


ამ ფოტოზე მე მოვნიშნე ის ადგილები სადაც დავინახე სახე ნახევრად პროფილში, ანაფორაში გამოწყობილი კაცი და ციფრები.



ესეც წმინდა ნინოს ხატი ახლო ხედით



ნახევრად პროფილი



კაცი ანაფორაში



და წიგნი,


რომელზეც მე ამოვიკითხე (და არამარტო მე) შემდეგი ციფრები: 3, 5, 19, 24, 34, 37.

P.s.

დიდი მორწმუნე კაცი არ ვარ და არც ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ზემოთქმულმა მაიძულა მივსულიყავი და მეკითხა მღვდლებისათვის თუ რას ფიქრობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერავი პასუხი ვერ გამცა, მაგრამ ერთ რამეში შეთანხმდნენ, რომ ნამდვილად წმინდა ნინოა.
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 924 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე