სამშაბათი, 21.05.2024, 00:47
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » ასე თვლიან იაგოველები :D:D:D:D:D:D egeni male gaprindebian
19:14
ასე თვლიან იაგოველები :D:D:D:D:D:D egeni male gaprindebian
ვინ არის ეშმაკი?
სატანა ეშმაკი — საიდან გაჩნდა ის? (1, 2)
როგორ აცდუნებს სატანა ადამიანებს? (3–7)

 რატომ უნდა შეეწინააღმდეგო ეშმაკს                                                                                


1. სიტყვა „ეშმაკი" ახასიათებს პიროვნებას, რომელიც ბოროტად ცრუობს სხვა პიროვნების შესახებ. „სატანა" ნიშნავს მტერს ან მოწინააღმდეგეს. ეს წოდებები მიეცა ღმერთის მთავარ მტერს. თავდაპირველად ის სრულყოფილი ანგელოზი იყო და ზეცაში ღმერთთან ცხოვრობდა. მაგრამ მოგვიანებით მას დიდი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე და ისურვა თაყვანისცემა, რომელიც სამართლიანად ღმერთს ეკუთვნის (მათე 4:8–10).2. ეს ანგელოზი, სატანა, გველის საშუალებით ელაპარაკა ევას. ტყუილის თქმით მან დაარღვევინა ევას ღმერთისადმი მორჩილება. ამრიგად, სატანა თავს დაესხა იმას, რასაც ეწოდება ღმერთის „უზენაესი ხელისუფლება", ანუ უზენაესი მდგომარეობა. სატანამ წამოაყენა საკითხი: მართავს თუ არა ღმერთი ღირსეულად და ქვეშევრდომთა საკეთილდღეოდ. აგრეთვე სატანამ წარმოშვა ეჭვი: დარჩებოდა თუ არა რომელიმე ადამიანი ღმერთისადმი ერთგული. ასეთი მოქმედებით სატანამ ღმერთის მტრად იქცია თავი. ზუსტად ამიტომ ეწოდა მას სატანა ეშმაკი (დაბადება 3:1–5; იობი 1:8–11; გამოცხადება 12:9).

3. სატანა ცდილობს, შეიტყუოს ადამიანები მისადმი თაყვანისმცემლობაში (2კორინთელთა 11:3, 14). ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც ადამიანების საცდუნებლად იყენებს, არის ცრუ რელიგია. თუ რელიგია ღმერთის შესახებ სიცრუეს ასწავლის, სინამდვილეში ის სატანის მიზანს ემსახურება (იოანე 8:44). ადამიანებს, რომლებიც ცრუ რელიგიების წევრები არიან, შეიძლება გულწრფელად სწამდეთ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს სცემენ თაყვანს. მაგრამ, სინამდვილეში, ისინი სატანას ემსახურებიან. ის არის ‘წუთისოფლის ღმერთი’ (2 კორინთელთა 4:4).4. სპირიტიზმი კიდევ ერთი საშუალებაა, რომლითაც სატანა თავის ძალაუფლებაში აქცევს ადამიანებს. მათ შეიძლება იმ მიზნით გამოიძახონ სულები, რომ თავი დაიცვან, სხვას ავნონ, მომავალი იწინასწარმეტყველონ ან სასწაულები მოახდინონ. სატანა ბოროტი სულია, რომელიც ყველა ამ ხრიკების უკან დგას. ღმერთს რომ ვასიამოვნოთ, არაფერი უნდა გვაკავშირებდეს სპირიტიზმთან (მეორე რჯული 18:10–12; საქმეები 19:18, 19).

5. აგრეთვე ადამიანების შეცდენა სატანას შეუძლია უკიდურესი რასობრივი სიამაყისა და პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი თაყვანისცემის საშუალებით. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი რასა და ეროვნება სხვებზე უკეთესია. მაგრამ ეს არ არის სწორი (საქმეები 10:34, 35). სხვები, ადამიანთა პრობლემების გადასაწყვეტად პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეჰყურებენ. ასეთი მოქმედებით ისინი უარყოფენ ღმერთის სამეფოს. ის კი ჩვენი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა (დანიელი 2:44).

6. ადამიანების საცდუნებელი სხვა საშუალება არის ცოდვილი სურვილები, რომლებსაც სატანა აღძრავს მათში. იეჰოვა გვეუბნება, მოვერიდოთ ცოდვილ ჩვევებს, რადგან იცის, რომ ზიანს მოგვიტანენ (გალატელთა 6:7, 8). შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს სურს, რომ შეუერთდე ასეთ ჩვევებში. მაგრამ გახსოვდეს, სინამდვილეში, სატანას სურს, რომ ასე იმოქმედო (1 კორინთელთა 6:9, 10; 15:33).

7. სატანამ შეიძლება გამოიყენოს დევნა ან წინააღმდეგობა, რომ მიგატოვებინოს იეჰოვა. ზოგიერთი შენი საყვარელი ადამიანი შეიძლება ძალიან ბრაზობდეს, რომ ბიბლიას სწავლობ. სხვებმა შეიძლება დაგცინონ. მაგრამ ვის უნდა უმადლოდე სიცოცხლისთვის? სატანას სურს, შიში ჩანერგოს შენში, რომ შეწყვიტო შესწავლა იეჰოვას შესახებ. არ დაუშვა, რომ სატანამ გაიმარჯვოს! (მათე 10:34–39; 1 პეტრე 5:8, 9). ეშმაკისადმი წინააღმდეგობით შენ შეგიძლია გაახარო იეჰოვა და აჩვენო, რომ მის უზენაეს ხელისუფლებას ემხრობი (იგავნი 27:11)


კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1230 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 EXOR  
0
getanxmebiiiiiiiiiiiiiiii biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

1 kote-112  
0
biggrin biggrin biggrin biggrin erti eseni gaprindebian da saakashvili saqartvelos amerikad gaxdis smile smile biggrin biggrin biggrin biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე