კვირა, 28.04.2024, 06:34
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ანტი-რელიგია და რელიგია
1 2 3 »
დაოიზმი რელიგიურ–ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში ძვ.წ. VI ს-ში.მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"),რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინ".

ახ.წ.II ს-ში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას,რომელმაც იგივე სახელი-დაოიზმი მიიღო.მისი ძირითადი პრინციპებია დაო-ყოველი არსის დასაბამი კანონი,"საგანთა დედა",ქვეყნიერების მარადიული ცვლა,რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს ,არც ადამიანურ ძალას.ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს,დანებდეს,არ იმოქმედოს,იყოს პასიური,აშენოს მცენარეები და ცხოველები,თაყვანი სცეს კულტს,რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა,მკითხაობა.უზენაესი ღმერთია შინ-დი,ცის ღმერთი,იმპერატორთა ("ცის შვილთა") მამა,შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი,ღვთაებ ის რანგისა).ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმა, კონფუციანობამ და ქრისტიანობამ.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1546 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.

მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში [რედაქტირება]

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1012 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

ომნიპოტენციის ანუ ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ომნიპოტენციური (ყოვლისშემძლე) ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას:
შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა.

ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი (ყოვლისშემძლე) არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. უფრო მეტიც, მთელი რიგი ფილოსოფოსებისა მიიჩნევენ, რომ მტკიცება იმაზე, რომ ესათუის არსება ომნიპოტენტურია ან პირიქით, მცდარი დილემაა, ვინაიდან ის თავს არიდებს სხვადასხვა ხარისხის ომნიპოტენციის შესაძლებლობას.

პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირება ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 928 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.11.2010 | კომენტარი (2)

ძალიან ბევრი სტატია, წიგნი თუ კვლევა არსებობს ამ საკითხზე თუმცა ძნელია რომელიმე მათგანს ბოლომდე ენდო რადგან მათი დიდი ნაწილი მიკერძოებული და არაობიექტურია. კვლევებისა თუ სტატიების ნაწილი დაწერილია მორწმუნე, რელიგიური ადამიანების მიერ, მათი შეხედულება სატანიზმზე ძალიან ერთმნიშვნელოვანია. არსებობს მეორე უკიდურესობა როცა ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები რომლებიც თავის თავს სატანისტებად მიიჩნევენ და შესაბამისად მათი ნააზრევიც მეტწილად მიკერძოებული და ხშირად ალოგიკურია, იმდენად რომ ძნელია ასეთი "ნაშრომებიდან" რაიმე ლოგიკური აზრი გამოიტანო.



ამ სტატიაში შევეცდები მხოლოდ ფაქტებით ვისაუბრო და ჩემს შეხედულებებზე ამ საკითხის მიმართ არ ვისაუბრო კატეგორიული ტონით, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოდ.



ძალიან ძნელია ერთმნიშვნელოვნად ისაუბრო სატანიზმზე, ეს არ არის მხოლოდ რელიგია და ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია. უფრო სწორი იქნება თუ სატანიზმს ორ მიმდინარეობად დავყოფთ, სატანიზმი როგორც ანტი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1970 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (0)

გოთები XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოჩნდნენ. პირველად ტერმინი – "გოთური” ინგლისურ პრესაში გაჩნდა, როცა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ჯგუფი Joy Division გოთებად აღიარეს. 80-იან წლებში ლონდონში ღამის კლუბი – "დათკეივი” გაიხსნა, სადაც მთელი ინგლისის გოთები იყრიდნენ თავს.

ჩამოყალიბდა ახალი მუსიკალური მიმდინარეობები: გოთიკ-როკი, გოთიკ-მეტალი. მუსიკოსი გოთები ყოველწლიურად ლაიფციგში (ქალაქი გერმანიაში), მუსიკალურ ფესტივალზე იკრიბებიან.

გოთებს იმიჯიც თავისებური აქვთ: მათ ტანისამოსში შავი ფერი ჭარბობს. ზოგიერთი ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელ ატრიბუტებს – მაქმანს, ხელთათმანს (ქალები გრძელ კაბას, მამაკაცები – ფრაკსა და ცილინდრს) იყენებს. ყურადღებას იქცევს რკინის სამკაულები და მკვეთრი მაკიაჟი, რომელსაც მამაკაცებიც იკეთებენ. გრძელ თმას შავად ან წითლად იღებავენ და უცნაურ ვარცხნილობას ატარებენ.

მათ ცხოვრების თავისებური ფილოსოფია, მუსიკა და მსოფლმხედველობა აქვთ. გოთური სტილი გავრცელებულია ლიტერატურაში (ედ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 3118 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 06.05.2010 | კომენტარი (3)

ყველა ქვეყანაში ქვრივი მოწიწებასა და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ინდოეთში პირიქითაა – უკეთეს შემთხვევაში, ქვრივებს ამცირებენ, უფრო ხშირად კი, მეუღლის გვამთან ერთად, ცოცხლად წვავენ და ამ რიტუალს სატი ჰქვია. გადმოცემის მიხედვით, სატი შივას ცოლს, მეფე დაკშარაჯაპატის შვილს ერქვა. ერთხელ, მეფის წვეულებაზე შვილი და სიძე დაუპატიჟებლად მივიდნენ. დაკშარაჯაპატიმ შივა სტუმრების თანდასწრებით დაამცირა, მისმა ცოლმა ეს ვერ აიტანა და თავი ცეცხლში დაიწვა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ქვრივების ცოცხლად დაწვის ტრადიცია.არსებობს მეორე ვერსიაც,რომელსაც "ჯოხარი” ჰქვია. შუა საუკუნეებში, როცა მტერი ქალაქს ალყაში მოაქცევდა და მეომრებს და მპყრობლებთან გამკლავება აღარ შეეძლოთ, მტრის ნადავლი რომ არ გამხდარიყვნენ, ქალები და ბავშვები ერთ შენობაში იკრიბებოდნენ და თავს იწვავდნენ.

თავდაპირველად, სატის რიტუალს მხოლოდ თავადები მიმართავდნენ, მაგრამ მას მერე, რაც სამხრეთ ინდოეთი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 971 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (0)

1624 წელს ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბას პირველის ბრძანებით, წამებით მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შაჰი შეყვარებული ყოფილა ქეთევან დედოფალზე და ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ ამ გზით იძია შური. ამ და სხვა ვერსიებზე, აგრეთვე, იმაზე, თუ რა ბედი ეწია შემდგომში დედოფლის წმიდა ნაწილებს, გვესაუბრება ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე:

– ქეთევან დედოფალი დაიბადა 1575 წელს, ქართლის დიდი თავადის – აშოთან მუხრანბატონის ოჯახში. 14 წლის ასაკში იგი ცოლად შერთეს კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ვაჟს – დავითს. 1601 წლის ოქტომბერში უფლისწულმა დავითმა ალექსანდრე მეორე აიძულა, ტახტიდან გადამდგარიყო და ბერად აღკვეცილიყო, რის შემდეგაც თავად შეუდგა სამეფოს მმართველობას. მომავალ წელს დავით პირველი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევან დედოფალს დარჩა ქალ-ვაჟი: თეიმურაზი და ელენე. კახეთის სამეფო ტახტზე ალექსანდრე მეორე დაბრუნდა. თუმცა, არც მას ეწერა დიდი დღე: 1605 წლის 12 მარტს ირანში, შაჰ-აბას პირველის კარზე აღზრდილმა და გამაჰმადიანებულმა კონსტანტინე მირზამ ღალატით მოკლა მამა – მეფე ალექსანდრე და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 963 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 20.04.2010 | კომენტარი (1)

პირველ რიგრში მოვიტხოვ ნაწერის შეცდომების გამო ბოდიშ იმიტომ რო სწრაპად ვწერ და ასებს ვეგას ვაკონტროლებ:)))..  ახა საკმე დგეს დგეობაში მრავალი რელიგია არის გავრცელებული არის ასევე სექტები სცურ რელიგიები საქარტველოში ძალიან ცოტა მაგრამ გამოჩენილი სატანისტები არიან ..... მაგრამ უცხოეტში გამოჩნდა სატანისტების ახალი ჯგუპი რომლებიც დგევანდელ სატანისტებს არ ცემენ პატისვს და ისნი ამბობენ რომ დგვეანდელი სატანისტები არ არინ დანმდვილი სატანისტები  ისინი სინამფვილეში გმერყს ემსახურებიან და ტიტეულმა მადგანმა იცი  რო სინამდვილეში გმერტი ჯობია ეს ჩვენტვის ყოვლად დაუშვენელია აცხადებ ახალი სატანისტური დაჯგუპება... ჩემი მყარი ინფორმაციიტ მე გავეცანი მატ წე ჩვეულებებს და გავეცანი მატ რიტუალებს მატი წესები შედგება შემდეგში 

1) ისინი ყოველტვის იცავერ იმ წესებს რომლეიც მატ  სმაკმა დაუდო კანონა ხოლო ტუ ისინი არ შასრულებენ ამას მაშჳ ის ადმიანი სასტიკად  ისჯერბა წამებიტ და სკვდილიტ ამიტ ისინი არიან დზალიან მკაცრები და აცახადებენ რო ტუ სარწმუნიებაშჳ სიმკაცრე არ არის ის ყოველტვის დაიშლება როოგრ ქრისტიან ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 882 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 18.04.2010 | კომენტარი (1)


საიდუმლო ჯგუფი, სახელად ,,The Second Coming Project” იესოს კლონირებას აპირებდა. ამ განცხადებამ მსოფლიო აალპარაკა, თუმცა საქართველომდე ამ ხმას მგონი არც მოუღწევია. ამიტომაც ახლა გავიგოთ, თუ რა სურდათ მეცნიერებს და რას ვერ მიაღწიეს მათ.
ჯგუფი კალიფორნიაშია ჩამოყალიბებული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოიპოვებდნენ ქრისტეს დნმ-ს და შემდეგ ამის საშუალებით სექმნიდნენ ჩანასახს, რომელსაც მოათავსებდნენ ვინმე (ამის სურვილის მქონე) ქალის საშვილოსნოში. აქვე უკმეხად მიუთითეს, რომ არაა აუცილებელი ეს ქალი მანდამაინც ქალიშვილი იყოსო.
მათი გაანგარიშებით ქრისტეს კლონი სამყაროს 2001 წლის 25 დეკემბერს უნდა მოვლენოდა. ჯგუფის წევრების აზრით ეს ბავშვი შეცვლიდა სამყაროს, დაამყარებდა მშვიდობას. ამას უმატებდნენ იმასაც, რომ ჩვენს ხელთ ასეთი ტექნოლოგიებია, ასეთი რამ შეგვიძლია და რატომ არ უნდა მოვავლინოთ ქრისტე მეორედო.
მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტისთვის ყველაზე კარგ საკბილოდ ტურინის სუდარა მიიჩნიეს, სწორედ იქიდან აიღებდნენ ქრისტეს სისხლს.
ჯგუფის განცხადებით, ხალხს რომ ჰკითხო, თუ სადაა ქრისტე, გეტყვიან, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 956 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (1)

თითქმის ყოველმა მეექვსე რესპონდენტმა განაცხადა, რომ იმპლანტაციისთვის მზადაა, რადგან ავარიის ან სიცოცხლისთვის სხვა სახიფათო ვითარებაში მისი დროულად აღმოჩენა და გადარჩენა შეძლონ

ყოველი მეოთხე გერმანელი – გამოკითხული 1000 ადამიანიდან 23% – მზადაა კანქვეშ მიკროჩიპი ჩაიდგას, თუ ეს მას ”განსაზღვრულ სარგებელს” მოუტანს, ამის შესახებ IT-კომპანია ”BITKOM”-ის გერმანული ასოციაციის მიერ ჩატარებულ სოციალურ გამოკითხვაზე დაყრდნობით სააგენტო AFP იტყობინება.

თითქმის ყოველმა მეექვსე რესპოდენტმა განაცხადა, რომ იმპლანტაციისთვის მზადაა, რადგან ავარიის ან სიცოცხლისთვის სხვა სახიფათო ვიათარებაში მისი დროულად აღმოჩენა და გადარჩენა შეძლონ. გამოკითხულთა 5% კი ფიქრობს, რომ მიკროჩიპი მას ვაჭრობას გაუადვილებს.
თუმცა უმრავლესობამ – რესპოდენტთა 72%-მა – განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება კანქვეშ მიკროჩიპის ჩადგმას.

გამოკითხვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელექტრონული ტექნიკის უდიდესი საერთაშორისო გამოფენის – CeBIT-ის გახსნის წინ ჩატარდა. გამოფენის გახსნის წინა დღეს მომხმარე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 941 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (4)

1-10 11-20 21-30
საიტის მენიუ
მოძებნე