კვირა, 28.04.2024, 18:38
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ბიოგრაფიები
სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები" („Socratis et Socraticorum Reliquiae") აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1086 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

გიორგი შერვაშიძე (ჩაჩბა), ზოგ შემთხვევაში გიორგი შარვაშიძე (დ. 17 ან 25 სექტემბერი, 1846 – გ. 19 თებერვალი, 1918) – უბრწყინვალესი თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე.

გიორგი შერვაშიძე ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქართული, რუსული და ევროპული აზროვნების წიაღში. იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1380 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.11.2010 | კომენტარი (2)

საქმიანობა მწერალი
დაიბადა 13 ნოემბერი, 1950
ედინბურგი, შოტლანდია
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1894
ვაილიმა, სამოა
ეროვნება შოტლანდიელი
ჟანრი ნოველისტი, პოეტი, სათავგადასავლო
პერიოდი მე-19 საუკუნე
Magnum opus განძთა კუნძული

ბიოგრაფია

რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ მას ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო მას მოუწია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქგარეთ - ბეიტანეტში გაეტარბინა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ ის გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1115 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.11.2010 | კომენტარი (0)

ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს, მორავიის პატარა ქალაქ ფრეიბეგრში. მამამისი ვაჭარი იყო. დედამისი ზიგმუნდის მამის მეორე ცოლი იყო და მეუღლეზე 20 წლით უმცროსი. ზიგმუნდს 2 უფროსი ნახევარძმა და 6 უმცროსი და-ძმა ჰყავდა. ზიგმუნდი 4-5 წლისა იქნებოდა, როცა ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვენაში. აქ მან გაატარა ცხოვრების უმეტესი ნაწილი.
სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. მან ჩააბარა სამედიცინო სკოლაში. ეს იმდროისთვის ვენაში ერთ-ერთი შესაძლო არჩევანი იყო ფროიდისნაირი გონებამახვილი ებრაელი ბიჭუნასთვის. ის ჩაერთო ფსიქოლოგ ერნესტ ბრუკის გამოკვლევებში. ბრუკი ამბობდა, რომ ვერაფერი მოქმედებს ისე ძლიერად ჩვენზე, როგორც ჩვენივე ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური აქტივობა. ფროიდი წლების მანძილზე ცდილობდა პიროვნულობა დაეყვანა ნევროლოგიაზე.
ფროიდმა მარტა ბერნისზე დაქორწინების შემდეგ დაიწყო პრაქტიკის გავლა ნევროფსიქიატრიაში იოსებ ბრუერთან ერთად.ფროიდი თავისი წიგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1853 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
მოძებნე