შაბათი, 27.04.2024, 21:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » უკატეგორიო
1 2 3 4 »
აპოკალიფსის თემით მასების ზომბირება გამალებით ხდება და არაერთი ვერსია არსებობს განკითხვის დღისა.ზომბირების მსხვერპლად მრავალი ადამიანი მოგვევლინა,დაიარება ტვინგამორეცხილთა არმია და შიშით შესცქერის კალენდარს,ზოგს იქნებ წამზომიც ჩართული აქვს და 2012მდე დღეების უკუთვლას ახდენს.საცოდავია ადამიანი,რომელიც პანიკაში მომენტალურად ვარდება და იმას ვერ ხვდება(თუ გვიან ხვდება),რომ "შეთქმულების თეორიის" ქვაბში იხარშება.

მეორე მსოფლიო ომმა კარი ჰიროსიმა–ნაგასაკის ატომური დაბომბვით გაიხურა.მესამე მსოფლიო ომი ატომური ომი იქნება,ხოლო მეოთხე ომის დროს პირველყოფილ ადამიანთა დაპირისპირების მომსწრენი ვიქნებით... საოცარი სანახაობა იქნება–ქვის ცულები,ხის ისრები...ყიჟინა და ზავი... ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება...

ატომური იარაღს,წყალბადის ბომბიც მოჰყვა.დაიწყო მასობრივი შეიარაღება.მართალია ატომურ ფიზიკას უფრო ჰუმანური მიმართულებაც მისცეს და ატომური ელექტროსადგურების მასობრივი ექსპლოატაციაც მოხდა.შემდეგ იყო ჩერნობილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1139 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარი (0)

გამომგონებელმა მიგელ ბრუნსმა გამოიგონა კალამი, რომელიც ადამიანს სტრესის მოხსნაში ეხმარება. მეცნიერების დაკვირვებით, ადამიანი რომელიც სტრესს და სიბრაზეს განიცდის, იგი კალმის ხელში ტრიალს იწყებს. ამის გამო გამომგონებელმა მის შექმნილ კალამს დაუყენა ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანს კალმის ტრიალში უშლის ხელს. ყოველ გადატრიალებაზე მისი ტრიალი სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. გამოგონების შემდეგ ჩატარდა ექსპერიმენტი ადამიანებზე. მონაწილეებს კალმის გამოყენების შემდეგ გულის ცემა 5%-ით შეუმცირდათ და ამასთან ერთად მათ არანაირი ფიზიკური დატვირთვა არ განუცდიათ კალმის ტრიალის დროს.
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 939 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 29.12.2010 | კომენტარი (0)

რეკორდების წიგნის მიხედვით – Privilege არის ყველაზე დიდი კლუბი მსოფლიოში (თავისუფლად იტევს 11 000!!! ადამიანს). კლუბი გაიხსნა, რაც არ უნდა უცნაური იყოს 70-იან წლებში და იყო ერთ-ერთი პირველი კლუბი იბიცაზე. თავიდან ეს კუბი იყო სახურავის გარეშე და კლაბერებს შეეძლოთ იბიცის ულაზესი ცით ტკბობა.

ეს კლუბი შეგიძლიათ იპოვოთ იბიცას მთავარ გზაზე, სან ანტონიოში, სან რეფერალში. მისი შემჩნევა არც ისე ძნელია მისი მაშტაბების გამო ის აღმართულია მთების თავზე როგორც კოსმოსური ხომალდი, ზომებით გავს ფეხბურთის დიდ სტადიონს. მეორეს მხრივ ძალიან დიდი მისია აკისრია ამ კლუბს, რადგან ქვია მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბი, მის ნახევარზე შესავსებად საჭიროა მინიმუმ 6000 ადამიანი! 80-იანი წლების ბოლოსკენ ეს იყო სუპერ-მოდელების და როკ-ვარსკვლავების საყვარელი ადგილი, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში დაიკეტა რამდენიმე წლით.

თუ დააპირეთ ამ კუბში მოხვედრა, მოემზადეთ 45-50 $-ის გადასახდელად შესასვლელად, ლუდი კი დაგიჯდებათ 6.50 $. წელიწადში ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 897 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 19.12.2010 | კომენტარი (1)

დიზაინერებმა — კიკი ტანგმა და დენიელ იიონმა შექმნეს Blackberry Empathy-ს კონცეპტი, რომელსაც შეუძლია გაიგოს თუ როგორ ხასიათზეა მფლობელი და შესაბამისად შეიცვალოს ფერი

სრულიადში იხილეთ ვიდეორგოლი და სურათები
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 875 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 19.12.2010 | კომენტარი (0)

cota gavmxiaruldet :)
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 914 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 29.10.2010 | კომენტარი (1)

ორიგინალი ნათარგმნი ქართულად 

_______________________________________________________________________

" ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთა, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღქმა და წერილობითი ვალდებულება: ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში; მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო, და ეს ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე: რჩევა-დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძეთ ჩემი მასწავლებლისა, და მოწაფეებსაც, რომელნიც შემკუნლი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისდა კვალობაზე, და არავის ვამცნო სხვას.



ჩემი ძალ-ღონისა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 5646 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (2)

Electromagnetic pulse, ანუ ჩვენებურად ელექტრომაგნიტური იმპულსი ფიზიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფენომენია.

ფაქტი, რომ EMP წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების შედეგად, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ატომური იარაღის გამოცდის პირველი დღეებიდან, მაგრამ მისი მაგნიტუდა და დამახასიათებელი ეფექტები მხოლოდ მოგვიანებით იქნა გარკვეული.


1945 წელს, როდესაც აშშ-მ გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი, აპარატურა, რომელსაც უნდა ჩაეწერა აფეთქებისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენა, მწყობრიდან გამოვიდა. ენრიკო ფერმის იდეაზე დაყრდნობით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ აფეთქებისას ელექტრომაგნიტური იმპულსის ძლიერი გამოსხივება უნდა ყოფილიყო, აპარატურა და გადამცემი ხაზები სპეციალური ფარებით დაიცვეს, თუმცა ზოგ მონაკვეთებში მაინც მოხდა მათი დაზიანება და ჩანაწერების ნაწილი განადგურდა.

1952-53 წლებში, როდესაც ბრიტანეთმაც გადაწყვიტა გამოეცადა ატომური იარაღი, აფეთქებისას ადგილი ჰქონდა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლას. ბრიტანელებმა ამ ეფექტს "radioflash" უწოდეს, რაც ამერიკული EMP-ის ანალოგია.


1962 წელს ჩა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1783 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

1900 წლის 5 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა დენის (დენეშ) გაბორი. მოგვიანებით მისი სახელი ჰოლოგრაფიის სინონიმად იქცევა. წარმოშობით ებრაელი გახლდათ, მოგვიანებით მან ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.


პირველი მსოფლიო ომის ბოლო წლის განმავლობაში იგი არტილერისტად მსახურობდა არმიაში. ამის შემდგომ მან ჯერ ბუდაპეშტის ტექნიკური კოლეჯი დაამთავრა, შემდგომ კი სწავლობდა ბერლინში ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქ იგი დაინტერესდა კათოდურ-სხივური ოსცილოგრაფით და ზოგადად ელექტრონული ოპტიკით. ამ მომენტმა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა ამ დარგის განვითარების მომავალი. 1927-33 წლებში გაბორი მუშაობდა გერმანიაში.1934 წელს კი იგი გადასახლდა ბრიტანეთში და 1949-67 წლებში ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში. 1958 წლიდან ატარებდა პროფესორის სამეცნიერო ხარისხს. მთავარი, რაც დენის გაბორმა გააკეთა, არის ის, რომ 1948-51 წლებში მან შეიმუშავა ჰოლოგრაფიის ზოგადი თეორია და მიიღო პირველი ჰოლოგრამები. 1958 წლეს მან შექმნა პირველი ჰოლოგრაფიულ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1117 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (1)

ბევრ თქვენგანს ექნება ნანახი კინოფილმი JAWS, რომელშიც დიდი თეთრი ზვიგენები ატერორებენ ზღვას და სანაპიროებს. სინამდვილეში ისინი არც თუ ისე აგრესიულები არიან როგორც მაგ ფილმში აჩვენა სტივენ სპილბერგმა, მაგრამ მათთან ბანაობა მაინც არ ღირს :D. მოკლედ ბევრს არ ვილაპარაკებ და გადავალ პირდაპირ მათ დახასიათებაზე

დიდი თეთრი ზვიგენი ბინადრობს ყველა ოკეანეში ჩრდილო-ყონულოვანის გარდა, და ასევე არც თუ ისე ცოტა მათგანი არის "შემძვრალი”
ხმელთაშუა ზღვაში, ბოსფორის სრუტის გავლით. ესეც რუკა მათი სანადირო ტერიტორიის:



თეთრი ზვიგენი დანარჩენი ზვიგენებისგან განსაკუთრებით გამოირჩევა ზომით, არის რამოდენიმე ინდივიდი რომლებმაც გაზრდა შეძლეს 6 მეტრამდე და 2,000 კილოგრამამდე,მათი უმეტესობა ბინადრობს კალიფორნიის სანაპირო ზოლზე სადაც ძალიან დიდი პოპულაციაა ზღვის ლომების, რომელთა მოკვლასაც 4 მეტრიანი ზვიგენი ვერ მოახერხებს, სწორედ ამ ზღვის ლომების ხარჯზე შეძლეს გაზრდა 6 მეტრამდე და ეხლა მათთვის ამათი მოკვლა პრობლემა არაა. საშუალო ზომა თეთრი ზვიგენის 4-5 მეტრია, წონა: 800-1500 კილოგრამი. გინე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 3177 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 16.09.2010 | კომენტარი (1)

მინდა შემოგთავაზოთ პოსტი ფობიებზე…საკმაოდ საინტერესოა.

ყველაფრის შიში- პანოფობია
ყველაფრის ახლის შიში-ნეოფობია
ჰაერის- ანემოფობია
ღრუბლების- ნეფოფობია
სიცივის,ყინულის და ყინვის- კრიოფობია
ღამის- ნიკტოფობია
სიბნელის- სკოტოფობია
დღის-ეოზოფობია
მზის სინათლის- ფენგოფობია
სინათლის- ფოტოფობია
ჭექა-ქუხილის- ბრონტოფობია
ელექტრო დენის-ელექტროფობია
ხმაურის- ლიგიროფობია
მეტეორების- მეტეოროფობია
კომეტების- კომეტოფობია
მთვარის- სელენოფობია
ვარსკვლავების- ასტროფობია
მზის- გელიოფობია
გვალვის- ქსეროფობია
სოკოების- მიკოფობია
სიტუაციების შიში:
როდესაც ვიღაცა დაკვირვებით გათვალიერებს- სკოფტოფობია
შეხების- აფენფოსმოფობია
უბედური შემთხვევის- დისტიქიფობია
რადიაციის- რადიოფობია
ფიქიკური ან მორალური სასჯელის- რაბდოფობია
კრიტიკის- ენისსოფობია
დახრჩობის- ანგინოფობია
სადილის და სადილის დროს ლაპარაკის- დეიპნოფობია
ცოლის მოყვანის- გამოფობია
მარტოობის შიში- იზოლოფობია
კარგი ამბის გაგების- ევპოფობია
საგნების შიში:< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1869 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 15.09.2010 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
მოძებნე