შაბათი, 27.04.2024, 20:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
იაპონიის ჩრდილო-დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრა კუნძულ ჰონსიუზე, ნიგატას პრეფექტურაში, თბილისის დროით 22:59 საათზე, დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.

ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე იზრდება. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.

„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.

მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი.

მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1079 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 12.03.2011 | კომენტარი (0)

თუ სურათზე ეინშტეინს ხედავთ — ე.ი. ჩვეულებრივი მხედველობა გაქვთ, ხოლო თუ მერლინ მონროს — მაშინ ახლო მხედველი ბრძანდებით.

თუ შემოწმება გსურთ, უკან დაიწიეთ მონიტორიდან და მერლინ მონროს დაინახავთ.
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1362 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.01.2011 | კომენტარი (1)

კვანტური მექანიკა (ტალღური მექანიკა) — თეორია, რომელიც ადგენს მიკრონაწილაკებისა (ელემენტარული ნაწილაკების, ატომების, მოლეკულების, ატომთა ბირთვების) და მათი სისტემების (მაგ., კრისტალების) აღწერის ხერხებსა და მოძრაობის კანონებს, აგრეთვე ნაწილაკებისა და სისტემებისათვის დამახასიათებელ სიდიდეთა კავშირს მაკროსკოპული ცდის დროს უშუალოდ გაზომილ ფიზიკურ სიდიდეებთან.

კვანტური მექანიკა ცნებათა სისტემის და მისი ადეკვატური მათემატიკური აპარატის სინთეზია, რომელიც აუცილებელია და საკმარისი შესაბამისი ფიზიკური სისტემების და მათი მოძრაობის დამახასიათებელი ყველა დამზერადი სიდიდის აღწერისათვის. კვანტური მექანიკის კანონები ნივთიერების აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ამ კანონებით აიხსნა ატომების და ატომბირთვების აგებულება, გაირკვა ქიმიური ბმის ბუნება, გასაგები გახდა, თუ რა კანონზომიერება განსაზღვრავს ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტების განლაგებას. რადგან ნი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1116 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

–>გამონათქვამი
გამონათქვამი არის მათემატიკური ლოგიკის ტერმინი,რომლითაც აღინიშნება მხოლოდ მისი ჭეშმარიტობის თვალსაზრისით განსახილველი წინადადება, ესეიგი , გამონათქვამი არის ისეთი წინადადება, რომლის მიმართაც შეგვიძლია ვთქვათ,ჭეშმარიტია იგი თუ მცდარი.
ასეთ შემთხვევაში, ცხადია, გამონათქვამი არ იქნება კითხვითი ან ძახილის წინადადება, ან ისეთი თხრობითი წინადადება სადაც მთხრობელის განცდებიია წარმოდგენილი. წინადადებას რომელიც ცვლადს შეცავს, საგამონათქვამო ფორმა ეწოდება.
მასში ცვლადის ჩასმითმიიღება გამონათქვამი– ან მცდარი ან ჭეშმარიტი...



–>გამონათქვამთა ტიპები
––>გამონათქვამთა უარყოფა(Not)
ყოველი A გამონათქვამისაგან შეიძლება ახალი გამონათქვამის მიღება მისი უარყოფით. მაგალითად ,ვთქვათ, A არის გამონათქვამი 'მართკუთხედის დიაგონალები ტოლია', მისი უარყოფის მიღება შეიძლ;ება მრავალი გზით:
1)A გამონათქვამის წინ დასვით სიტყვები 'არ არი სწორი, რომ'
2)A გამონათქვამში ზმნის წინ დასვით ნაწილაკი 'არ'. მოცემულ შემთხვევაში A გამონათქვამი ჭეშმარიტია, ხოლო მისი უარყოფ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1740 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

ლაზერი ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მუშაობის პრინციპი. ამ მოკლე სტატიაში მე შევცდები რაც შეიძლება გასაგებ ენაზე მოგიყვეთ მისი საიდუმლოს შესახებ.

მეცნიერულად ლაზერი განიმარტება, როგორც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში. მისი მუშაობის პრინციპი ემყარება ატომების და მოლეკულების ინდუცირებულ გამოსხივებას. სიტყვა "ლაზერი" შედგება იმ სიტყვების პირველი ასოებისაგან, რომლებიც შედის ინგლისურ ფრაზაში : Light Amplification by Stimulated Emission of Radiation. ქართულად ეს ასე ითარგმნება: სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების შედეგად. საბჭოთა კავშირში ტერმინ ლაზერსაც მოუძებნეს შესაფერისი სახელწოდება და ოპტიკური კვანტური გენერატორი უწოდეს. ლაზერი 1960 წელს შეიქმნა. მას წინ უსწრებდა მაზერის შექმნა (1955). სწორედ ამ ორი ტექნოლოგიური საოცრების შექმნამ დაუდო სათავე ფიზიკის ახალ მიმართულებას: კვანტურ ელექტრონიკას.

სინათლის სხვა წყაროებისაგან განსხვავებით ლაზერს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც დაკავშირებულია მის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1279 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე