შაბათი, 11.05.2024, 16:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ანტი-რელიგია და რელიგია
« 1 2 3 »
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მეცნიერებას შეუძლია ახსნას აბსოლუტურად ყველაფერი, თუნდაც სამოთხის არსებობა იუწყება Newsweek.



სტატიაში გამოქვეყნებულია 2000 წელს ჟრნალ The Lancet-ში დაწერილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9-18 პროცენტამდე, კლინიკური ან დროებით სიკვდილისწინ მოყოფი ხალხი ხედავს ბნელ გვირაბს, რის ბოლოშიც არის სინათლე, ისინი ამ მომენტში ღმერთის ყოფნას გრძნობენ, ოდესღაც ნაცნობ გარდაცვლილ ან თუნდაც ცოცხალ ხალხს ხვდებიან, გრძნობენ უსხეულობას და დაბრუნებულნი იცვლებიან საკმაოდ.

მეცნიერი ენდრიუ ნიურბერგი აცხადებს, რომ გვირაბები და სინათლე იმით აიხსნება, რომ სიკვდილის წინ ადამიანი ჯერ წყვეტს პერიფერიული ზონების ხედვას, ნათელი შუქი კი შეიძლება იყოს, თვალის მიერ შუქის ცენტრში კონცენტრაცია.ჯე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 932 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (0)


ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანი. ლექცია ეხება საკითხს: შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, თუ ის შემთხვევითია?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია. ნებისმიერი სახის უბედურება, კატასტროფა, რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე. შესაბამისად, იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ზებუნებრივ ძალებს. არავინ იცოდა, თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი. ერთადერთი, რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს იყო სხვადასხვა შესაწირები და რიტუალები ღმერთებისთვის… თანდათანობით, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა. ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 910 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (1)

შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად – მანქანის გაცვეთილი საბურავები… ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა" და „გულადობის" დემონსტრირებას ახდენს.

ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული – ჭიაკოკონობა.

როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?

ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიან ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1062 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.03.2010 | კომენტარი (0)

ეს არის იმ ადამიანის ისტორია რომელმაც გადაიტანა კლინიკური სიკვდილი

„ასტრალური სხეული. მგონი, ამას ასე ეწოდება, არა?" – გავიფიქრე – „კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოს და ბოლოს, მოჩვენება ხომ არა ვარ?" – დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე ავადმყოფობა ასეთ უცნაურ ცვლილებებს იწვევდა.

- მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, – ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზეც ჩემი მეორე „მე" იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე „მე"-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც საერთოდ ვეღარ აღვიქვამდი და არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ „მე"-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, მარტოობა ტანჯავდა და შველას ითხოვდა.

„ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ?" ამ მწარე ფიქრით შეპყრობილი საწოლს მივუახლოვდი და დავხედე იმას, ვისაც, ჩემდა ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 928 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (3)

"დაო” (ჩინურად – ღმერთი, სიტყვა, გზა) ძველი ჩინური ფილოსოფიის ცნებაა,

რომელიც აღნიშნავს მას, რასაც არა აქვს სახელი და ფორმა, რაც მუდმივია, ერთიანი, დროისგან დამოუკიდებელი, უხმოა, უხილავი და შეუმეცნებელი, განუსაზღვრელია და სრულყოფილი, მუდმივ სიმშვიდესა და მოძრაობაშია, ყველა ცვლილების პირველმიზეზია, არის "ყველა საგნის დედა”, მხოლოდ საკუთარ თავზე არის დამოკიდებული, არის ძალა , რომელიც მართავს და მოიცავს სამყაროს.
დაოსისტების მიერ წამოყენებული მიზანია უკვდავების ძიება საკუთარი ძალების ან მაგიური რიტუალების დახმარებით. მათთვის უკვდავება სხეულის უკვდავებასაც ნიშნავდა, რადგან მიაჩნდათ, რომ უსხეულოდ სულები არ არსებობენ. დაოს მიმდევრები თვლიდნენ, რომ უკვდავნი იყვნენ მხოლოდ ადამიანები, რომლებიც აღწევდნენ სურვილების გარეშე არსებობის მდგომარეობას. ზოგადსაკაცობრიო ეთიკური ნორმების დაცვა იყო უკვდავების პირველი პირობა. ამის მსურველს უნდა ჩაედინა 1200 კეთილი საქმე თუნდაც ერთი ცუდი საქციელის გარეშე.

უკვდავების მაძიებელთა მიმართ ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო ვეგეტარიანელობა. სხეული დაოს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 931 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 28.03.2010 | კომენტარი (0)

გუშინ სკაიპში მნათესთან ვიმსჯელე ამ თემაზე და იდეა მომაწოდა ფორუმზეც განგვეხილა. თემას ამ განყოფილებაში იმიტომ ვხსნი, რომ ღმრთისმეტყველების განყოფილებაში ფორუმელთა უმრავლესობა მაინც არ წაიკითხავს და იქნებ აქ წაიკითხონ.

ახალ აღთქმაში მრავალი ადგილია ეშმაკის შესახებ (ერთი ასეთია 1 პეტრე 5,8, რაც სათაურშიც გავიტანე). იგი არ არის რაღაც დეპერსონიფიცირებული პასიური ბოროტება, არამედ იგია პირი

1) საკუთარი ნებით (2 ტიმოთე 2,26: და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა), გონებით (2 კორინთ. 2,11: რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ)

2) ცდუნების მეთოდებით (2 კორინთ. 11,3: ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ. ასევე სხვა მრავალი ადგილიც), რომლის წინააღმდეგაც ქრისტიანს ფიცხელი ბრძოლის წარმოება უწევს (ეფეს. 6,11-17: შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1250 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

მამა პაისი მთაწმინდელი
იმის შესახებ, რომ ჩვენს დროში ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა

ცოდვის ქმნით ეშმაკს ჩვენზე უფლებას ვანიჭებთ 

დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანების ცდუნებით იყო დაკავებული, ეხლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: - აბა, წარმატებას გისურვებ. ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან. - ეს საშინელებაა. აბა, შეხედეთ: ღადარინელთა ქვეყანაში ეშმაკებმა ქრისტეს ჰკითხეს, აძლევდა თუ არა ნებას, რომ ღორებში შესულიყვნენ. ქრისტემ მისცა მათ ამის ნება, რათა ებრაელები დაესაჯა, მათ ხომ სჯული ღორის ხორცის ჭამას უკრძალავთ [1].

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი იმასაც ამბობს, ეშმაკი არ არსებობსო.

- დიახ, ერთმა მირჩია, რომ „ღირსი არსენი კაბადოკიელის" ცხოვრების ფრანგული თარგმანიდან ამომეღო ის ეპიზოდი, სადაც ეშმაკეულებზეა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1335 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)

მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა" წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა", რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.

სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 848 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

მაგიის ხელოვნება და რწმენის ძლევამოსილება

მაგია! ამ სიტყვის მხოლოდ წარმოთქმაც საკმარისია, რომ თვალწინ ის ფარდა დაგვიდგეს, რომლის მიღმაც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული სამყაროა მიმალული. მათთვისაც კი, ვისთვისაც უცხოა ლტოლვა რაიმე ოკულტურისადმი, ვისაც არ იზიდავს `ეზოთერული
ჭეშმარიტების~ ყალბ მარგალიტთა ბრწყინვალება, ვისთვისაც უცნობია თანამედროვეობაში მოდის კარნახით გაღვივებული მწველი ინტერესი იმ ნახევრად გასაგები არყოფნიდან აღზევებული ძველი რწმენებისა და კულტურების მიმართ, რომლებმაც ახლა სხვადასხვა `თეოსოფიების~,
`სპირიტიზმების~ ან `სპირიტუალიზმების~, სხვადასხვა ფსევდომეცნიერული სწავლებების, `ლოგიებისა~ და `იზმების~ სახელები შეიძინა; მათთვისაც კი, ვისთვისაც მეცნიერული აზროვნების სიცხადეა დამახასიათებელი, სიტყვა `მაგიას~ განსაკუთრებული ხიბლი ახლავს.
ეს შეიძლება გარკვეულწილად მაგიაში პირველყოფილი ადამიანების უმნიშვნელოვანესი მისწრაფებებისა და მათი სიბრძნის რაიმე კვინტესენციის ძიების იმედით აიხსნას _ ამგვარი ცოდნის ფასეულობაში დაეჭვება შეუძლებელია, როგორიც არ უნდა იყოს მის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1290 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

არსებობს ცრურწმენის ორი სახე. პირველი დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურებში ოდითგან არსებულ რელიგიურ რწმენასთან, მეორე – ჩვენი პატარ-პატარა ინდივიდუალური ცრურწმენებია. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ.

მიუხედავად იმისა, რომ კოკისპირულად წვიმს, ზოგს დავიწყებული ქოლგის გამო უკან დაბრუნება არ სურს – ვაითუ დაითარსოს. ზოგი – დიდ წრეს უვლის მანქანით, თუ სახლთან მიახლოებისას წინ შავი კატა გადაურბენს, ზოგი კი, უფროსიც რომ იძახებდეს, არავითარ შემთხვევაში ზედ არ მიიკერებს მოწყვეტილ ღილს, უბედურებას რომ არ გადაეყაროს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს რაღაც ეშმაკეულის სჯერა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰოვარდ ტილზი ცრურწმენის მიზეზად თვლის «ეპოქის არასაიმედოობას». ცრურწმენათა და ცრუ შეხედულებების ახლანდელ რენესანსს შუასაუკუნეების შემდეგ ბადალი არ ჰყავს. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ეპოქის არასაიმედოობასა და ასეთივე საეჭვო ხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1145 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)

1-10 11-20 21-30
საიტის მენიუ
მოძებნე