ორშაბათი, 13.05.2024, 05:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24
–>გამონათქვამი
გამონათქვამი არის მათემატიკური ლოგიკის ტერმინი,რომლითაც აღინიშნება მხოლოდ მისი ჭეშმარიტობის თვალსაზრისით განსახილველი წინადადება, ესეიგი , გამონათქვამი არის ისეთი წინადადება, რომლის მიმართაც შეგვიძლია ვთქვათ,ჭეშმარიტია იგი თუ მცდარი.
ასეთ შემთხვევაში, ცხადია, გამონათქვამი არ იქნება კითხვითი ან ძახილის წინადადება, ან ისეთი თხრობითი წინადადება სადაც მთხრობელის განცდებიია წარმოდგენილი. წინადადებას რომელიც ცვლადს შეცავს, საგამონათქვამო ფორმა ეწოდება.
მასში ცვლადის ჩასმითმიიღება გამონათქვამი– ან მცდარი ან ჭეშმარიტი...



–>გამონათქვამთა ტიპები
––>გამონათქვამთა უარყოფა(Not)
ყოველი A გამონათქვამისაგან შეიძლება ახალი გამონათქვამის მიღება მისი უარყოფით. მაგალითად ,ვთქვათ, A არის გამონათქვამი 'მართკუთხედის დიაგონალები ტოლია', მისი უარყოფის მიღება შეიძლ;ება მრავალი გზით:
1)A გამონათქვამის წინ დასვით სიტყვები 'არ არი სწორი, რომ'
2)A გამონათქვამში ზმნის წინ დასვით ნაწილაკი 'არ'. მოცემულ შემთხვევაში A გამონათქვამი ჭეშმარიტია, ხოლო მისი უარყოფ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1744 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

ლაზერი ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მუშაობის პრინციპი. ამ მოკლე სტატიაში მე შევცდები რაც შეიძლება გასაგებ ენაზე მოგიყვეთ მისი საიდუმლოს შესახებ.

მეცნიერულად ლაზერი განიმარტება, როგორც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში. მისი მუშაობის პრინციპი ემყარება ატომების და მოლეკულების ინდუცირებულ გამოსხივებას. სიტყვა "ლაზერი" შედგება იმ სიტყვების პირველი ასოებისაგან, რომლებიც შედის ინგლისურ ფრაზაში : Light Amplification by Stimulated Emission of Radiation. ქართულად ეს ასე ითარგმნება: სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების შედეგად. საბჭოთა კავშირში ტერმინ ლაზერსაც მოუძებნეს შესაფერისი სახელწოდება და ოპტიკური კვანტური გენერატორი უწოდეს. ლაზერი 1960 წელს შეიქმნა. მას წინ უსწრებდა მაზერის შექმნა (1955). სწორედ ამ ორი ტექნოლოგიური საოცრების შექმნამ დაუდო სათავე ფიზიკის ახალ მიმართულებას: კვანტურ ელექტრონიკას.

სინათლის სხვა წყაროებისაგან განსხვავებით ლაზერს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც დაკავშირებულია მის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1280 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

ორიგინალი ნათარგმნი ქართულად 

_______________________________________________________________________

" ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთა, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღქმა და წერილობითი ვალდებულება: ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში; მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო, და ეს ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე: რჩევა-დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძეთ ჩემი მასწავლებლისა, და მოწაფეებსაც, რომელნიც შემკუნლი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისდა კვალობაზე, და არავის ვამცნო სხვას.



ჩემი ძალ-ღონისა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 5649 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (2)

ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს, მორავიის პატარა ქალაქ ფრეიბეგრში. მამამისი ვაჭარი იყო. დედამისი ზიგმუნდის მამის მეორე ცოლი იყო და მეუღლეზე 20 წლით უმცროსი. ზიგმუნდს 2 უფროსი ნახევარძმა და 6 უმცროსი და-ძმა ჰყავდა. ზიგმუნდი 4-5 წლისა იქნებოდა, როცა ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვენაში. აქ მან გაატარა ცხოვრების უმეტესი ნაწილი.
სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. მან ჩააბარა სამედიცინო სკოლაში. ეს იმდროისთვის ვენაში ერთ-ერთი შესაძლო არჩევანი იყო ფროიდისნაირი გონებამახვილი ებრაელი ბიჭუნასთვის. ის ჩაერთო ფსიქოლოგ ერნესტ ბრუკის გამოკვლევებში. ბრუკი ამბობდა, რომ ვერაფერი მოქმედებს ისე ძლიერად ჩვენზე, როგორც ჩვენივე ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური აქტივობა. ფროიდი წლების მანძილზე ცდილობდა პიროვნულობა დაეყვანა ნევროლოგიაზე.
ფროიდმა მარტა ბერნისზე დაქორწინების შემდეგ დაიწყო პრაქტიკის გავლა ნევროფსიქიატრიაში იოსებ ბრუერთან ერთად.ფროიდი თავისი წიგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1854 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (1)

თუ თვლით რომ წყლიდან გრაციოზულად ამოხტომა მხოლოდ ვეშაპისნაირებს შეუძლიათ, თქვენ ცდებით: მართალია Seabreacher X-ი სუბმარინაა, თუმცა იგი არაფრით ჩამორჩება ხტომაში არცერთ დელფინს. მისი შემქმნელი Robert Innes-ის განცხადებით, ეს რკინის ქმნილება არა სუბმარინა არამედ "რაღაც თვითმფრინავსა და სწრაფმავალ ხომალდს შორისაა". ვერ შევედავებით, მისი ნებააორადგილიანიSeabreacher X-ი ზვიგენის პროტოტიპს წარმოადგენს: მისი ზომა (5 მ. სიგრძე), ფორმა, ზურგისა და მკერდის ფარფლები, კუდი და საზარელი კბილები მხოლოდ ამ მტაცებელს თუ მოგაგონებთ. მეცნიერებისთვის უცნობია, შეუძლია თუ არა ზვიგენს წყლიდან ამოხტომა ან სწრაფად ცურვისას გვერდიდან გვერძე გადაბრუნება. ფაქტია რომ ისინი ამ მანევრებს არ იყენებენ. გენიალურმა გამომგონებელმა კი თავისი ქმნილება ამ ორივე შესაძლებლობით დააჯილდოვა. შეიძლება ითქვას რომ ამ პროექტში ზვიგენის გარეგნობა და დელფინის შესაძლებლობებია შერწყმული. სუბმარინა აღჭურვილია 260 ც. ძ.-იანი ძრავით, რისი მეშვეობითაც იგი წყალსზევით 80 კმ/ს ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 931 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

Electromagnetic pulse, ანუ ჩვენებურად ელექტრომაგნიტური იმპულსი ფიზიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფენომენია.

ფაქტი, რომ EMP წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების შედეგად, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ატომური იარაღის გამოცდის პირველი დღეებიდან, მაგრამ მისი მაგნიტუდა და დამახასიათებელი ეფექტები მხოლოდ მოგვიანებით იქნა გარკვეული.


1945 წელს, როდესაც აშშ-მ გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი, აპარატურა, რომელსაც უნდა ჩაეწერა აფეთქებისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენა, მწყობრიდან გამოვიდა. ენრიკო ფერმის იდეაზე დაყრდნობით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ აფეთქებისას ელექტრომაგნიტური იმპულსის ძლიერი გამოსხივება უნდა ყოფილიყო, აპარატურა და გადამცემი ხაზები სპეციალური ფარებით დაიცვეს, თუმცა ზოგ მონაკვეთებში მაინც მოხდა მათი დაზიანება და ჩანაწერების ნაწილი განადგურდა.

1952-53 წლებში, როდესაც ბრიტანეთმაც გადაწყვიტა გამოეცადა ატომური იარაღი, აფეთქებისას ადგილი ჰქონდა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლას. ბრიტანელებმა ამ ეფექტს "radioflash" უწოდეს, რაც ამერიკული EMP-ის ანალოგია.


1962 წელს ჩა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1785 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (0)

1900 წლის 5 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა დენის (დენეშ) გაბორი. მოგვიანებით მისი სახელი ჰოლოგრაფიის სინონიმად იქცევა. წარმოშობით ებრაელი გახლდათ, მოგვიანებით მან ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.


პირველი მსოფლიო ომის ბოლო წლის განმავლობაში იგი არტილერისტად მსახურობდა არმიაში. ამის შემდგომ მან ჯერ ბუდაპეშტის ტექნიკური კოლეჯი დაამთავრა, შემდგომ კი სწავლობდა ბერლინში ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქ იგი დაინტერესდა კათოდურ-სხივური ოსცილოგრაფით და ზოგადად ელექტრონული ოპტიკით. ამ მომენტმა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა ამ დარგის განვითარების მომავალი. 1927-33 წლებში გაბორი მუშაობდა გერმანიაში.1934 წელს კი იგი გადასახლდა ბრიტანეთში და 1949-67 წლებში ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში. 1958 წლიდან ატარებდა პროფესორის სამეცნიერო ხარისხს. მთავარი, რაც დენის გაბორმა გააკეთა, არის ის, რომ 1948-51 წლებში მან შეიმუშავა ჰოლოგრაფიის ზოგადი თეორია და მიიღო პირველი ჰოლოგრამები. 1958 წლეს მან შექმნა პირველი ჰოლოგრაფიულ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1120 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.10.2010 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
მოძებნე