პარასკევი, 10.05.2024, 15:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » დენის გაბორი - Dennis Gabor
15:42
დენის გაბორი - Dennis Gabor
1900 წლის 5 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა დენის (დენეშ) გაბორი. მოგვიანებით მისი სახელი ჰოლოგრაფიის სინონიმად იქცევა. წარმოშობით ებრაელი გახლდათ, მოგვიანებით მან ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.


პირველი მსოფლიო ომის ბოლო წლის განმავლობაში იგი არტილერისტად მსახურობდა არმიაში. ამის შემდგომ მან ჯერ ბუდაპეშტის ტექნიკური კოლეჯი დაამთავრა, შემდგომ კი სწავლობდა ბერლინში ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქ იგი დაინტერესდა კათოდურ-სხივური ოსცილოგრაფით და ზოგადად ელექტრონული ოპტიკით. ამ მომენტმა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა ამ დარგის განვითარების მომავალი. 1927-33 წლებში გაბორი მუშაობდა გერმანიაში.1934 წელს კი იგი გადასახლდა ბრიტანეთში და 1949-67 წლებში ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში. 1958 წლიდან ატარებდა პროფესორის სამეცნიერო ხარისხს. მთავარი, რაც დენის გაბორმა გააკეთა, არის ის, რომ 1948-51 წლებში მან შეიმუშავა ჰოლოგრაფიის ზოგადი თეორია და მიიღო პირველი ჰოლოგრამები. 1958 წლეს მან შექმნა პირველი ჰოლოგრაფიული მიკროსკოპი. კაცობრიობამ დაუფასა მას ბრწყინვალე შრომები და 1971 წელს დენის გაბორი დაჯილდოებულ იქნა ნობელის პრემიით ფიზიკის დარგში.


ამ ადამიანმა საფუძველი ჩაუყარა ფიზიკის ჩემთვის ყველაზე საყვარელ დარგს (ჰოლოგრაფიას).
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1120 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 loler  
0
http://sciencex.org/index.php?option=com_content&view=article&id=17:-dennis-gabor&catid=4:2010-09-01-06-10-47&Itemid=7

გმადლობთ რომ იცავთ საავტორო უფლებებს.


სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე