პარასკევი, 10.05.2024, 17:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » ლაზერი
15:57
ლაზერი
ლაზერი ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მუშაობის პრინციპი. ამ მოკლე სტატიაში მე შევცდები რაც შეიძლება გასაგებ ენაზე მოგიყვეთ მისი საიდუმლოს შესახებ.

მეცნიერულად ლაზერი განიმარტება, როგორც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში. მისი მუშაობის პრინციპი ემყარება ატომების და მოლეკულების ინდუცირებულ გამოსხივებას. სიტყვა "ლაზერი" შედგება იმ სიტყვების პირველი ასოებისაგან, რომლებიც შედის ინგლისურ ფრაზაში : Light Amplification by Stimulated Emission of Radiation. ქართულად ეს ასე ითარგმნება: სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების შედეგად. საბჭოთა კავშირში ტერმინ ლაზერსაც მოუძებნეს შესაფერისი სახელწოდება და ოპტიკური კვანტური გენერატორი უწოდეს. ლაზერი 1960 წელს შეიქმნა. მას წინ უსწრებდა მაზერის შექმნა (1955). სწორედ ამ ორი ტექნოლოგიური საოცრების შექმნამ დაუდო სათავე ფიზიკის ახალ მიმართულებას: კვანტურ ელექტრონიკას.

სინათლის სხვა წყაროებისაგან განსხვავებით ლაზერს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც დაკავშირებულია მისი გამოსხივების კოჰერენტულობასთან და მაღალ მიმართულობასთან. სითბური წყაროს გამოსხივება ვრცელდება ყველა მიმართულებით და ავსებს სრულ სივრცით კუთხეს. სინათლის მიმართული ნაკადის მისაღებად ამ შემთხვევაში იყენებენ დიაფრაგმების, სარკეების და ლინზების რთულ სისტემებს, რომლებშიც ძალზე დიდია ენერგიის დანაკარგი. არავითარ ოპტიკურ სისტემას არ შეუძლია მოგვცეს გასანათებელი ობიექტის ზედაპირზე გამოსხივების იმაზე მეტი სიმძლავრე, ვიდრე თვით სინათლის წყაროს სიმძლავრეა. სითბური წყაროს გამოსხივება არამონოქრომატულია და მოიცავს გამოსხივებული ტალღების სიგრძეების საკმაოდ ფართო ინტერვალს. გამოსხივების მონოქრომატულობის გაზრდის მიზნით იყენებენ მონოქრომატორებს, მაგრამ მონოქრომატიზაციის მიღწევა შეიძლება მხოლოდ დიდი ენერგიის დაკარგვის ხარჯზე.კოჰერენტული სინათლის წყაროს შექმნა მოხერხდა მხოლოდ ლაზერის გამოგონების გზით. ლაზერში გამოყენებულია აგზნებული ატომების მიერ სინათლის გამოსხივების პრინციპულად განსხვავებული მეთოდი, რომელიც ძალიან მცირე გაშლის კუთხის მქონე კოჰერენტული სინათლის ნაკადების მიღების საშუალებას იძლევა.

ლაზერებს ყოფენ ჯგუფებად:

1. გარემოში დასახლების ინვერსიის გზით
2. მუშა გარემოთი (მყარი დიელექტრიკები, აირები, სითხეები)
3. რეზონატორების კონსტრუქციით
4. მუშაობის რეჟიმით (უწყვეტი, იმპულსური)

ლაზერის შექმნამ წაშალა თვისობრივი განსხვავება ოპტიკასა და რადიოელექტრონიკას შორის. ყველა რადიოტექნიკური მეთოდი პრინციპულად შესაძლებელია ოპტიკურ დიაპაზონშიც იქნეს გადატანილი
ლაზერით მიღწელი ტემპერატურა აჭარბებს 20 მილიონ კელვინს. თანამედროვე ლაზერების სიმძლავრე კი ბევრად აღემატება მძლავრი ელექტროსადგურების სიმძლავრეს. ყოფაცხოვრებაში ლაზერები გამოიყენება მედიცინაში, გეოლოგიაში, კოსმოსურ და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, სამხედრო საქმეში და ა.შ.
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1280 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე