პარასკევი, 10.05.2024, 18:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » უცნაური
« 1 2 3 4 »
გასართობი ტესტი

1. ამჟამად დაახლოებით რამდენი ადამიანია თქვენ გვერდით?
ა) ბევრი – მშობლები, ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები და ყველასთვის მყოფნის დრო – 10
ბ) საკმაოდ, მაგრამ მათთვის დრო არ მყოფნის – 5
გ) 2–3 უახლოესი ადამიანი – 0

2. მეგობრებთან ერთად ხართ, ერთი გთავაზობთ მის ნაცნობთან წასვლას, მეორე კი თავის მეგობართან, რას იზამთ?
ა) იმასთან წავალ, ვისაც უკეთ ვიცნობ – 0
ბ) იმ მეგობარს გავყვები, რომელიც ჩემთვის უფრო ძვირფასია – 5
გ) სულ ერთია, სად წავალ, მთავარია, მეგობრებთან ვიყო – 10

3. როგორ იცვამთ?
ა) მოდურად, მაგრამ ვცდილობ, გარშემომყოფები შოკში არ ჩავაგდო – 5
ბ) მეგობრის მსგავსად – 10
გ) ისე, რომ არავის აგრესია არ გამოვიწვიო – 0

4. არომატი თქვენთვის არის…
ა) კოლოსალური მნიშვნელობის – 5
ბ) ყურადღებას არ ვანიჭებ – 0
გ) მნიშვნელოვანი რამ – სახლში სიმყუდროვის სურნელი უნდა იყოს – 10

5. ახლა სიამოვნებით შეჭამდით…
ა) გემრიელ, ყუათიან რამეს – 5
ბ) მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, კარგ კომპანიაში ვიყო – 10
გ) მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1379 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 17.04.2010 | კომენტარი (3)

ლეთარგია [ბერძ. lēthargia თეთრი] – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და მისთ.; შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს (ქართული ხალხური სახელწოდება: სანათას ძილი).

საშინელი დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც საღათას ძილი (მედიციანაში – ლეთარგიული ძილი), დაახლოებით 90 წლის წინ დაფიქსირდა. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს და დაიძინოს. ძილმა შეიძლება 1 კვირიდან 10 წლამდე გასტანოს. ძველად, იმის გამო, რომ საღათას ძილი სიკვდილი ეგონათ, ხალხს ცოცხლად მარხავდნენ. ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის დადგენა ადამიანი მოკვდა თუ ლეთარგიული ძილით სძინავს. ეს სნეულება პირველად 1916 წელს დაფიქსირდა საფრანგეთში. ათ წელიწადში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ძველად არ შეეძლოთ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მკურნალობა, ახლა კი შესაძლებებლია ავადმყოფის გამოკვება და დროთა განმავლობაში ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.



ამ ფენომენის გამოკვლევა დაიწყო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 992 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 15.04.2010 | კომენტარი (2)

ამ ფოტოზე გამოსახული 12წლის გოგონას-ომაიარას ფოტოებმა 1985 წელს მთელი მსოფლიო შეძრა.
1985 წლის 13 ნოემბერს კოლუმბიის ქალაქ არმეროში მოხდა საშინელი კატასტროფა-ამოიფრქვა ვულკანი,დადნა თოვლი და ქალაქ არმეროში საშინელი ტრაგედია მოხდა.დაიღუპა დაახლოებით 23000 ადამიანი.
მაშველებმა აღმოაჩინეს პატარა ომაიარა ყელამდე ტალახში ჩაფლული,ფეხები სახლის ნანგრევებში ჰქონდა გაჩხერილი.მაშველებმა სცადეს წყლის ამოტუმბვა და შემდეგ მისი ამოყვანა,მაგრამ სამწუხაროდ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.გოგონამ ასეთ მდგომარეობაში 3 დღე გაძლო.დიდი ხანი ბინძურ წყალში ყოფნისას რამოდენიმე ვირუსით დაინფიცირდა.ექიმების და მაშველების ჯგუფი უძლური აღმოჩნდა.მესამე დღეს მას უკვე ჰალუცინაციები დაეწყო და შემდეგ გარდაიცვალა…
ეს ფოტო სწორედ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული.
მისი მეტყველი თვალები ყველაფერს ამბობს…
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 866 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (2)

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო მედიცინა ფაქტობრივად ჩიხში შევიდა და უჩვეულო ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნა. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობენ: ბუნება მეცნიერებას გაეხუმრაო.

ბრაზილიაში მცხოვრებ აფროამერიკულ წყვილს როზმარი ფერნანდეს დე ანდრადეს და მის მეუღლე ჟაოს ხუთი შვილი ჰყავთ და აქედან სამი ბავშვი ალბინოსია. ამ შემთხვევამ ბევრი ექიმი დააინტერსა, მაგრამ იმის გარდა, რომ ეს ძალიან იშვიათი და უცნაური შემთხვევაა, მეცნიერები კონკრეტულს ვერფერს ამბობენ.

ერთნი ამტკიცებენ, რომ აუცილებლია ერთი მშობელი მაინც იყოს ალბინიზმის გენის მატარებელი და მაშინაც კი, უიშვიათეს შემთხვევაში, შესაძლოა ეყოლოთ მხოლოდ ერთი ალბინოსი შვილი. როზმარი და მისი მეუღლე კი ასეთი გენის მატარებელნი არ არიან.

მედიკოსების მეორე ნაწილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეუძლებელი თურმე არაფერია. ალბინიზმი ორგანიზმში რამდენიმე გენის მუტაციის შედეგია, რომელიც კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის უქონლობას იწვევს. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ასეთი დაავადებით 17 000 ბავშვიდან მხოლოდ ერთი იბადება.

რა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1148 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.04.2010 | კომენტარი (0)

1. როდესაც შენ, ხო ხო შენ უყურებ ანდრომედას გალაქტიკას (რომელიც დაშორებულია შენგან 2.3 მილიონი სინათლის წელიწადით) შენ უყურებ ამ გალაქტიკის 2.3 მილიონი წლის წინანდელ გამოსახულებას. (და რატო: როგორც მოგეხსენებათ სინათლის წელიწადი არის ის მანძილი რომელსაც სინათლე გადის 1 წელიწადში, როდესაც შენ თვალებით რამეს აღიქვავ შენ აღიქვამ მისგან წამოსულ სინათლეს, ხოლო ანდრომედადან წამოსულმა სინათლემ შენს თვალებამდე მოსასვლელად 2.3 მილიონი წელი გაიარა, ანუ შენი შვილიშვილი(300 ხარისხში) 2.3 მილიონი წლის შემდეგ დაინახავს თუ რა ხდებოდა ანდრომედას გალაქტიკაზე დღეს)



ანდრომედას გალაქტიკა (2.3 მილიონი წლის წინ, ანუ ცოტახნის წინ გადაღებული სურათი : ) )

2. მზის სხივებს შენთან მოსაღწევად 8 წუთი სჭირდება, ანუ შენ თუ მზეს უყურებ ხედავ როგორი იყო მზე 8 წუთის წინ. ანუ მზე თუ აფეთქდა შენ ამას მხოლოდ 8 წუთში გაიგებ.



3. თუ აიღებ დიდ ტაშტს (უზარმაზარს) და შიგნით სატურნს ჩააგდებ, სატურნი ამოტივტივდება, მისი შემადგენელი ნივთიერებები წყალზე მსუბუქია.



4. პლუტონი უფრო მძ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 896 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (0)

იბნ რუშდი (1126-1198), ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც ყოვლისშემძლეობის პარადოქსი წამოაყენა.

ომნიპოტენციის ანუ ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ომნიპოტენციური (ყოვლისშემძლე) ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას: შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა.



ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი (ყოვლისშემძლე) არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. უფრო მეტიც, მთელი რიგი ფილოსოფოსებისა მიიჩნევენ, რომ მტკიცება იმაზე, რომ ესათუის არსება ომნიპოტენტურია ან პირიქით, მცდარი დილემაა, ვინაიდან ის თავს არიდებს სხვადასხვა ხარისხის ომნიპოტენციის შესაძლებლობას.

პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 896 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (1)

ამ პოსტში არის 3 საინტერესო სტატია ფობიებთან დაკავშირებით და ვისაც ეს თემა აინტერესებს სრულიადში…

აშშ-ში მხარს უჭერენ აკვიატებულ მდგომარეობათა მკურნალობას ტვინის ელექტროსტიმულაციის გზით

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა აკვიატებულ მდგომარეობათა ტვინის ელექტროსტიმულირებით მკურნალობას. აკვიატებული მდგომარეობები ფსიქიკური დარღვევაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ უჩნდება აკვიატებული აზრები ან შიშები (აკვიატებული იდეები). ის ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს მღელვარების გამომწვევ აზრებს ასევე აკვიატებული და დამღლელი ქმედებების დახმარებით. ფირმა Medtronic-ის მიერ წარმოებული ელექტრომასტიმულირებელი მოწყობილობა Reclaim Deep Brain Stimulator შედგება ელექტრული იმპულსების გენერატორისგან, რომელიც გულმკერდზე, კანქვეშ "მონტაჟდება” და მასთან გამტარებით მიერთებული ელექტროდებისგან, რომლებიც თავსდება განწყობასა და შფოთვაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებში. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1610 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)


კენიაში,რუდოლფის ტბაში მდებარეობს კუნძული ენვაიტენეტი,რომელიც დაწყევლილ ადგილად მიიჩნევა,რადგანაც იქიდან დაბრუნებული ადამიანი ჯერ არავის უნახავს.1935 წელს კუნძულის გამოსაკვლევად ინგლისელი მეცნიერებირ ეწვივნენ და უკან არც ისინი დაბრუნებულან. დაკარგული მკვლევარების მარტინ შეფლისა და ბილ დაისონის საძებნელად ვივიანა ფუში გაემგზავრა,მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო.კუნძულს ვერტმფრენითაც შემოუფრინეს,მაგრამ მიტოვებული სიფლის გარდა.ვერაფერი ვერ იპოვეს.კენიელებმა ფუშს უამბეს,რომ ოდესღაც,ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ ადამიანები,რომლებიც თავს თევზაობით ირჩენდნენ,მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უგვზოუკვლოდ გაქრნენ.მეცნიერების აზრით,ენვაიტენეტის გარდა დედამიწაზე უამრავი ანომალიური ადგილია.

ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა თვითმხილველების მონაყოლი გამოაქვეყნა.მათი თქმით ,1960 წლის 30 ივლისს პიკტონში დღისით,ნათესავების თვალ წინ 13 წლის ბიჭი გაუჩინარდა და ის რამდენიმე დღის შემდეგ,იმავე ადგილზე გამოჩნდა.მართალია,მას იგივე ტანსაცმელი ეცვა,რაც გაუჩინარების დღეს,მაგრამ რაღაცნაირად,დაბერებულად გამოიყუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 920 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 28.03.2010 | კომენტარი (1)


გამოკითხვების თანახმად კველაზე მაგარი ჯადოქრები აფრიკაში ცხოვრობენ, ხოლო კენიელი ჯადოქრები კველა დანარჩენს სჯობიან.
გერმანელი ფსიქოლოგი რიხარდ ბლანკი წლების განმავლობაში მუშაობდა ჯადოქრებთან ერთად, კერძოდ კი სწავლობდა კენიელი ჯადოქრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც მისი აზრით ძალიან დაეხმარებოდა მეცნიერებას ასეთი ტიპის ადამიანების შესწავლაში.
ერთხელ, როდესაც ის აკვირდებოდა კენიელ მვაბანბეს, რომელიც ღრმა ტრანსზში იმყოფებოდა, გერმანელმა ფსიქოლოგმა და მისმა 6 კოლეგამ სუფთა გერმანულ ენაზე გაიგონა ფრაზა: ” დედამიწის მკვიდრნო ხელი არ ახლოთ უჯრედს, ატომს და კოსმოსს” შემდეგ კი 20 წუთის მანძილზე რაღაც სრულიად გაუგებარ ფრაზებს ბურტყუნებდა.
როდესაც მვაბანბე ნორმალურ მდგომარეობაში გადავიდა რიხარდმა გამოჰკითხა ფრაზის შესახებ, მაგრამ ჯადოქრს არაფერი ახსოვდა და თანაც გერმანული ენა საერთოდ არ ესმოდა. (ზოგადად მას არც კითხვა და არ წერა შეუძლია). ხოლო ატომისა და უჯრედის აგებულებაზე საერთოდ არაეფრი იცის. "მაშინ საიდან გაჩნდა ეს ფრაზა?” წერს ფრანგული ჟურნალი "პურკა პა”.

ალბათ ყველასთვ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 869 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 28.03.2010 | კომენტარი (1)

თვითშთგონება ისეთ ტერმინთა რიგს მიეკუთვნება, როგორიცაა თვითრეგულაცია და თვითათღზრდა.

თვითშთაგონების (აუტოსუგესტიის) სუბიექტიც და ობიექტიც ერთიდაიგივე პიროვნებაა. ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს გარკვეულ ფორმულას, აზრს, ემოციას, განწყობას, რომელიც მის ფსიქიკურ და სომატურ პროცესებს და ქცევას წარმართავს. თვითრეგულაციის ერთი ცნობილი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თვითშთაგონება არის ნებისყოფის რთული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვრული ქცევის მიმართ ორგანიზმის მზაობის მიზანმიმართულ ფორმირებას და, საჭიროების შემთხვევაში – მის რეალიზაციას. ეს განმარტება ძალზე ახლოს არის გაწყობის თეორიის განმარტებიდან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქართული ფსიქოლოგიური სკოლა თვლის რომ ნებისმიერი შთაგონება არის განწყობის, ანუ ქცევის მიმართ პიროვნების ფსიქოფიზიკური სისტემის მზაობის ფორმირება. როცა განწყობის ფორმირებას ადამიანი ცნობიერად ისახავს მიზნად და ცდილობს ამ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1164 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 28.03.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე