სამშაბათი, 21.05.2024, 00:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 28 » ayto gamravleba :D:D
12:24
ayto gamravleba :D:D
თვითშთგონება ისეთ ტერმინთა რიგს მიეკუთვნება, როგორიცაა თვითრეგულაცია და თვითათღზრდა.

თვითშთაგონების (აუტოსუგესტიის) სუბიექტიც და ობიექტიც ერთიდაიგივე პიროვნებაა. ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს გარკვეულ ფორმულას, აზრს, ემოციას, განწყობას, რომელიც მის ფსიქიკურ და სომატურ პროცესებს და ქცევას წარმართავს. თვითრეგულაციის ერთი ცნობილი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თვითშთაგონება არის ნებისყოფის რთული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვრული ქცევის მიმართ ორგანიზმის მზაობის მიზანმიმართულ ფორმირებას და, საჭიროების შემთხვევაში – მის რეალიზაციას. ეს განმარტება ძალზე ახლოს არის გაწყობის თეორიის განმარტებიდან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქართული ფსიქოლოგიური სკოლა თვლის რომ ნებისმიერი შთაგონება არის განწყობის, ანუ ქცევის მიმართ პიროვნების ფსიქოფიზიკური სისტემის მზაობის ფორმირება. როცა განწყობის ფორმირებას ადამიანი ცნობიერად ისახავს მიზნად და ცდილობს ამ მიზნის მიღწევას, ეს უკვე თვითშთაგონება იქნება.



თვითშთაგონება შეიძლება იყოს უნებლიე და ნებისმიერი. უნებლიე თვითშთაგონება ხშირად ხდება ემოციური აღგზნების დროს და გარე ფაქტორებით არის ხოლმე სტიმულირებული. ნებისმიერი თვითშთაგონება გულისხმობს ყურადღების კონცენტრაციას და ემოციისგან განთავისუფლებას. იგი მხოლოდ პიროვნების ცნობიერი განზრახვით არის სტიმულირებული.

ემილ კუე 1910 წლამდე აფთიაქარი იყო. მან შეამჩნია, რომ წამლის მოქმედება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ თვისებებზე არაა დამოკიდებული და იმასაც აქვს მნიშვნელობა, სჯერა თუ არა ადამიანს ამ წამლით გამოჯანმრთელების. თავის დაკვირვებების საფუძველზე კუემ შექმნა ფსიქოთერაპიული დახმარების სისტემა, რომელსაც უწოდა "ცნობიერი თვითშთაგონების გზით საკუთარი თავის ფლობის სკოლა”.

ასე რომ, შთააგონეთ საკუთარ თავს ყველაფერი კარგი და ყველაფერი კარგად იქნება
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1165 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე