კვირა, 12.05.2024, 06:39
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » The Second Coming Project და იესოს კლონის იდეა
17:54
The Second Coming Project და იესოს კლონის იდეა

საიდუმლო ჯგუფი, სახელად ,,The Second Coming Project” იესოს კლონირებას აპირებდა. ამ განცხადებამ მსოფლიო აალპარაკა, თუმცა საქართველომდე ამ ხმას მგონი არც მოუღწევია. ამიტომაც ახლა გავიგოთ, თუ რა სურდათ მეცნიერებს და რას ვერ მიაღწიეს მათ.
ჯგუფი კალიფორნიაშია ჩამოყალიბებული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოიპოვებდნენ ქრისტეს დნმ-ს და შემდეგ ამის საშუალებით სექმნიდნენ ჩანასახს, რომელსაც მოათავსებდნენ ვინმე (ამის სურვილის მქონე) ქალის საშვილოსნოში. აქვე უკმეხად მიუთითეს, რომ არაა აუცილებელი ეს ქალი მანდამაინც ქალიშვილი იყოსო.
მათი გაანგარიშებით ქრისტეს კლონი სამყაროს 2001 წლის 25 დეკემბერს უნდა მოვლენოდა. ჯგუფის წევრების აზრით ეს ბავშვი შეცვლიდა სამყაროს, დაამყარებდა მშვიდობას. ამას უმატებდნენ იმასაც, რომ ჩვენს ხელთ ასეთი ტექნოლოგიებია, ასეთი რამ შეგვიძლია და რატომ არ უნდა მოვავლინოთ ქრისტე მეორედო.
მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტისთვის ყველაზე კარგ საკბილოდ ტურინის სუდარა მიიჩნიეს, სწორედ იქიდან აიღებდნენ ქრისტეს სისხლს.
ჯგუფის განცხადებით, ხალხს რომ ჰკითხო, თუ სადაა ქრისტე, გეტყვიან, რომ ის გულშია, ან რომ ის ყველგანაა, მაგრამ დროა ის ხორციელად იყოს ჩვენთან და ამას გავაკეთებთ კიდევაცო.

თუმცა საქმე ისაა, რომ ამერიკაში ადამიანის კლონირება ჯერ კიდევ აკრძალულია, ასე რომ მეცნიერებს ახალი კანონის მიღებამდე დიდი დრო აქვთ საფიქრელად და თავიანთი არარეალური განზრახვების სადღაც ბნელ კუთხეში მისაკუნჭად.
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 958 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 NoNaMe  
0
Amat Gvulistvis Codvas daviDeb da Movklav KAcs Konkretulad amAt

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე