ორშაბათი, 13.05.2024, 12:34
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » აპრილი » 14
ამ ფოტოზე გამოსახული 12წლის გოგონას-ომაიარას ფოტოებმა 1985 წელს მთელი მსოფლიო შეძრა.
1985 წლის 13 ნოემბერს კოლუმბიის ქალაქ არმეროში მოხდა საშინელი კატასტროფა-ამოიფრქვა ვულკანი,დადნა თოვლი და ქალაქ არმეროში საშინელი ტრაგედია მოხდა.დაიღუპა დაახლოებით 23000 ადამიანი.
მაშველებმა აღმოაჩინეს პატარა ომაიარა ყელამდე ტალახში ჩაფლული,ფეხები სახლის ნანგრევებში ჰქონდა გაჩხერილი.მაშველებმა სცადეს წყლის ამოტუმბვა და შემდეგ მისი ამოყვანა,მაგრამ სამწუხაროდ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.გოგონამ ასეთ მდგომარეობაში 3 დღე გაძლო.დიდი ხანი ბინძურ წყალში ყოფნისას რამოდენიმე ვირუსით დაინფიცირდა.ექიმების და მაშველების ჯგუფი უძლური აღმოჩნდა.მესამე დღეს მას უკვე ჰალუცინაციები დაეწყო და შემდეგ გარდაიცვალა…
ეს ფოტო სწორედ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული.
მისი მეტყველი თვალები ყველაფერს ამბობს…
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 866 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (2)

სასიკვდილო დოზები …

ნიკოტინი

სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უეჭველი მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ , რომ ყოველი სიგარეტი შეიცავს 0.8 მგ ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტია.

ალკოჰოლი

სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე
1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ.არაყი – დაახლოებით 200 მლ სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ მიღებული სუფთა ალკოჰოლი. ეს 1-1,25 ლ არაყი (იმ პირობით თუ მსმელს არ ამოაღებინებს) 3 ბოთლის ზედიზედ დალევა იწვევს სიკვდილს

პოლივიტამინები

სასიკვდილო დოზა _ დღე-ღამეში 5 000 აბი.
დიახ, ვიტამინებიც კლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1017 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (4)

ინგლისურის ცოდნაა საჭირო (დანარჩენი ვიდეოები სრულიადში)

ამ ვიდეოში, ლონდონის მეტროს ერთ-ერთი სადგურის თანამშრომელი ყვება, თუ რა მოხდა მისი მორიგეობის დროს, მაშინ როცა მეტრო სადგური,
მგზავრებისაგან დაცლილი იყო.
ლივერპულის ქუჩის, სადგურის მორიგე ოპერატორი, სათვალთვალო კამერის
საშუალებით აკონტროლებდა მეტრო სადგურის შენობას, როდესაც მოულოდნელად,
ერთ-ერთ ბაქანზე კაცის სილუეტი შენიშნა.
მან თავის კოლეგას შეატყობინა ამის შესახებ, ისიც დაუყოვნებლივ გაემართა ბაქანისაკენ,
მაგრამ იქ მისულს არავინ დახვდა. მორიგემ რომელიც ბაქანის შესამოწმებლად გავიდა,
ოპერატორს უთხრა რომ იქ არავინ იყო, მან კი უპასუხა რომ სათვალთვალო კამერით,
გარკვევით ხედავდა კაცის სილუეტს.

ლივერპულის ქუჩის სადგურის მშენებლობისას, მუშების მიერ აღმოჩენილ იქნა ასობით
ადამიანის გვამი. ერთ მეტრ კუბზე, საშუალოდ, რვა ადამიანის გვამი იყო. დანარჩენი
თავად იხილეთ.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1778 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (1)


საიდუმლო ჯგუფი, სახელად ,,The Second Coming Project” იესოს კლონირებას აპირებდა. ამ განცხადებამ მსოფლიო აალპარაკა, თუმცა საქართველომდე ამ ხმას მგონი არც მოუღწევია. ამიტომაც ახლა გავიგოთ, თუ რა სურდათ მეცნიერებს და რას ვერ მიაღწიეს მათ.
ჯგუფი კალიფორნიაშია ჩამოყალიბებული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მოიპოვებდნენ ქრისტეს დნმ-ს და შემდეგ ამის საშუალებით სექმნიდნენ ჩანასახს, რომელსაც მოათავსებდნენ ვინმე (ამის სურვილის მქონე) ქალის საშვილოსნოში. აქვე უკმეხად მიუთითეს, რომ არაა აუცილებელი ეს ქალი მანდამაინც ქალიშვილი იყოსო.
მათი გაანგარიშებით ქრისტეს კლონი სამყაროს 2001 წლის 25 დეკემბერს უნდა მოვლენოდა. ჯგუფის წევრების აზრით ეს ბავშვი შეცვლიდა სამყაროს, დაამყარებდა მშვიდობას. ამას უმატებდნენ იმასაც, რომ ჩვენს ხელთ ასეთი ტექნოლოგიებია, ასეთი რამ შეგვიძლია და რატომ არ უნდა მოვავლინოთ ქრისტე მეორედო.
მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტისთვის ყველაზე კარგ საკბილოდ ტურინის სუდარა მიიჩნიეს, სწორედ იქიდან აიღებდნენ ქრისტეს სისხლს.
ჯგუფის განცხადებით, ხალხს რომ ჰკითხო, თუ სადაა ქრისტე, გეტყვიან, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 958 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 14.04.2010 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
მოძებნე