პარასკევი, 10.05.2024, 00:44
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2011 » აპრილი » 12 » ტეკუმსეს წყელვა
22:56
ტეკუმსეს წყელვა
აშშ_ში თეთრკანიანების გამოჩენა აბორიგენი წითელკანიანებისათვის გენოციდის მომტანი აღმოჩნდა.საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა ინდიელთა ტომები და საბოლოოდ ისინი რეზერვაციის მცხოვრებლებად იქცნენ.ინდიელთა გენოციდზე სხვა დროს ვილაპარაკებ,ახლა გაგაცნობთ ინდიელთა შაუნის ტომის ბელადის ტეკუმსეს წყევლის ლეგენდას,რომელმაც არაერთხელ შეახსენა აშშ_ს პრეზიდენტებს თავი და სიკვდილის მოციქულის მანტია მოირგო.

1802 წელს შშ_ს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის ბრძანებით,ინდიანას შტატის სენატორ უილიამ ჰარისონს(რომელიც საპრეზიდენტო სავარძელს "უმიზნებდა") დაევალა ინდიელთა ტერიტორიების დაკავება,მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის,რომ არ მომხდარიყო ინდიელებთან სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვა.ჰარისონი კი სულ სხვა მიზანს ემსაურებოდა,მან მიზნად დაისახა "ოკუპირებული" ტეროტორიების ინდიელებისგან წმენდა და განადგურება.
ამ ტერორიტორიაზე სახლობდა შაუნის ტომის ინდიელები,რომელთა ბელადიც იყო ტეკუმსე("მფრინავი ისარი").ტეკუმსე და მისი ძმა ტენსკვატავა შეეცადნენ ინდიელთა დარაზმვას.ცდამ გაამართლა და მალე შაუნის ტომი გაერთიანდა ერთი მიზნით–საკუთარი საცხოვრებლის შენარჩუნება.
ინდიელთა რაზმი ინდიანას შტატის ცენტრალურ ნაწილში დაბანაკდა.1811 წელს ჰარისონმა პრეზიდენტისგან მორიგი დავალება მიიღო–ინდიელთა წინააღმდეგობის ჩახშობა.
1811 წლის 7 ნოემბერს მოხდა ბრძოლა ჰარისონის ჯარისკაცებსა და ტეკუმსეს რაზმს შორის.ინდიელები დამარცხდნენ,მათი ტერიტორია კი "თეთრმა სახლმა" ჩაიგდო ხელში.

გავიდა მცირე ხანი და ტეკუმსე ჰარისონს უგზავნის შემდეგი შინაარსის წერილს,რომელსაც ტეკუმსეს წყევლას უწოდებენ:

"ჰარისონი წელს ვერ გახდება მმართველი.მაგრამ მას შეუძლია გაიმარჯვოს შემდგომში,გამარჯვების შემთხვევაში... ის ვერ დაამთავრებს მმართველობას.ის მოკვდება.ჰარისონი მოკვდება მმართველობის დროს და ამის შემდეგ ყველა ბელადი 20 წლის შუალედებით, მის ბედს გაიზიარებს.და ამ სიკვდილის შემდეგ ყველა გაიხსენებს ჩვენი ერის ტრაგედიას..."

ასე ჩაირთო წამზომი და ბედის ირონიით 20 წლიანი შუალედები სიკვდილის მომტანი აღმოჩნდა.1840 წელს უილიამ ჰარისონი აშშ_ს პრეზიდენტად აირჩიეს.ის 68 წლის იყო.1841 წლის 4 მარტს,ინაგურაციის ცერემონიალზე ჰარისონი ვერც წარმოიდგენდა,რომ 1 თვის შემდეგ აღესრულებოდა.4 აპრილს უილიამ ჰარისონი პნევმონიით გარდაიცვალა.აღსრულდა ტეკუმსეს წყევლის პირველი ნაწილი.1860 წელს პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა აბრაამ ლინკოლნმა.1865 წლის 14 აპრილს ოჯახთან ერთად პრეზიდენტი ვაშინგტონის ფორდის თეატრს ეწვია,სპეკტაკლ "ჩვენი ამერიკელი კუზენის" სანახავად.მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა მსახიობი ჯონ უილს ბუტი,რომელმაც აბრაამს შუბლი გაუხვრიტა ტყვიით.ლინკოლნი 15 აპრილს 7:20 წუთზე გარდაიცვალა.1980 წელს მსახიობი რეიგანი ჩაუდგა აშშ_ს სათავეში.1981 წლის 30 მარტს პრეზიდენტს თავს დაესხა სულიერი ავადმყოფი ჯონ ჰინკლი.პრეზიდენტი მკერდში დაიჭრა.სიკვდილის აჩრდილი ახლოს იყო რეიგანთან,თუმცა მედიცინის თანამედროვე მიღწევებმა პრეზიდენტი იხსნეს სიკვდილის კლანჭებისგან.2000 წელს ჯორჯ ბუში–უმცროსის ეპოქა დადგა.მისი პრეზიდენტობა ყველანაირი პისტოლეტთა სროლითა და "სნაიპერ შუთების" გარეშე დასრულდა.თუმცა სწორედ მის ეპოქაში მოხდა 11 სექტემბის ტრაგედია,ავღანეთისა და ერაყის სისხლიანი ომი...

რაც შეეხება ტეკუმსეს.წარუმატებელი წინააღმდეგობის შემდეგ ის ინგლისელების მხარეზე გადავიდა და 1812–1814 აშშ–ინგლისის ომშიც(ამ ომში ორივე მხარეს მრავლად იყო ინდიელთა სხვადასხვა ტომები) მიიღო მონაწილეობა.მას შესთავაზეს ჩაეცვა გენერლის ინგლისური ფორმა,თუმცა ტეკუმსემ არ დათმო ინდიელთა სამოსი.ამ ბრძოლას შეეწირა 45 წლის ტეკუმსე,ბრძოლას რომელიც სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა და ინდიელთათვის არანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.

განუზომელია ინდიელთა დანაკარგები,განუზომელია ის სისასტიკე,განუზომელია...
აშშ–ს მთელს ტერიტორიაზე მიწისქვეშა სისხლიანი მდინარეები მოედინება,წითელკანიანთა წითელი სისხლის მდინარეები...

კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1776 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე