ორშაბათი, 20.05.2024, 16:06
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2011 » აპრილი » 12
დედამიწას ბევრი ისეთი ადამიანი ამძიმებს,რომელიც ყველაფერზე წავა ყურადღების მიქცევისა და თავისი სუბიექტის პოპულარიზაციის მიზნით.ადამიანების ეს კატეგორია უხსოვარი დროიდან დააბიჯებს ჩვენს პლანეტაზე და ზოგჯერ ისეთ სისულელეს შემოგვთავაზებს,რომ ადეკვატურ რეაქციად მხოლოდ "დაცინვასა" და ცინიზმს თუ წარმოვიდგენთ.
სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მივაკუთვნებ სატონების ოჯახს,რომლებმაც 1955 წლის 21–22 აგვისტოს გაუხსნეს თავინათ "ნიჭს" გზა...სატონების ოჯახი კენტუკის შტატის(აშშ) სოფელ კელის მკვიდრნი იყვნენ და ფერმერობით ირჩენდნენ თავს.ყველაფერი ჩვეულებრივად იყო მათ ცხოვრებაში,მაგრამ დადგა ნახსენები თარიღი და მრავალი ადამიანის ყურადღება ამ პატარა სოფლისაკენ იქნა მიმართული.
გადავხედოთ მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
21 აგვისტოს სატონებთან სტუმრად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.საღამოს 7 საათისათვის ბილ ტეილორი გარეთ გავიდა,მცირედი სვლის შემდეგ მან ცაზე მფრინავი ობიექტი შენიშნა,რომელიც ანათებდა და სახლს თანდათან უა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1729 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარი (0)

აშშ_ში თეთრკანიანების გამოჩენა აბორიგენი წითელკანიანებისათვის გენოციდის მომტანი აღმოჩნდა.საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა ინდიელთა ტომები და საბოლოოდ ისინი რეზერვაციის მცხოვრებლებად იქცნენ.ინდიელთა გენოციდზე სხვა დროს ვილაპარაკებ,ახლა გაგაცნობთ ინდიელთა შაუნის ტომის ბელადის ტეკუმსეს წყევლის ლეგენდას,რომელმაც არაერთხელ შეახსენა აშშ_ს პრეზიდენტებს თავი და სიკვდილის მოციქულის მანტია მოირგო.

1802 წელს შშ_ს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის ბრძანებით,ინდიანას შტატის სენატორ უილიამ ჰარისონს(რომელიც საპრეზიდენტო სავარძელს "უმიზნებდა") დაევალა ინდიელთა ტერიტორიების დაკავება,მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის,რომ არ მომხდარიყო ინდიელებთან სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვა.ჰარისონი კი სულ სხვა მიზანს ემსაურებოდა,მან მიზნად დაისახა "ოკუპირებული" ტეროტორიების ინდიელებისგან წმენდა და განადგურება.
ამ ტერორიტორიაზე სახლობდა შაუნის ტომის ინდიელები,რომელთა ბელადიც იყო ტეკუმსე("მფრინავი ისარი").ტეკუმსე და მისი ძ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1778 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარი (0)

აპოკალიფსის თემით მასების ზომბირება გამალებით ხდება და არაერთი ვერსია არსებობს განკითხვის დღისა.ზომბირების მსხვერპლად მრავალი ადამიანი მოგვევლინა,დაიარება ტვინგამორეცხილთა არმია და შიშით შესცქერის კალენდარს,ზოგს იქნებ წამზომიც ჩართული აქვს და 2012მდე დღეების უკუთვლას ახდენს.საცოდავია ადამიანი,რომელიც პანიკაში მომენტალურად ვარდება და იმას ვერ ხვდება(თუ გვიან ხვდება),რომ "შეთქმულების თეორიის" ქვაბში იხარშება.

მეორე მსოფლიო ომმა კარი ჰიროსიმა–ნაგასაკის ატომური დაბომბვით გაიხურა.მესამე მსოფლიო ომი ატომური ომი იქნება,ხოლო მეოთხე ომის დროს პირველყოფილ ადამიანთა დაპირისპირების მომსწრენი ვიქნებით... საოცარი სანახაობა იქნება–ქვის ცულები,ხის ისრები...ყიჟინა და ზავი... ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება...

ატომური იარაღს,წყალბადის ბომბიც მოჰყვა.დაიწყო მასობრივი შეიარაღება.მართალია ატომურ ფიზიკას უფრო ჰუმანური მიმართულებაც მისცეს და ატომური ელექტროსადგურების მასობრივი ექსპლოატაციაც მოხდა.შემდეგ იყო ჩერნობილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1144 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე