პარასკევი, 10.05.2024, 02:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 3 » სენ ჟერმენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცანაა…
17:28
სენ ჟერმენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცანაა…
ჯერ ჯერობით არავინ იცის თუ საიდან მოვიდა ის მე-18 საუკუნის ევროპაში…

ის გამოჩდა უეცრად, ყოველგვარი წარსულის გარეშე – როცა ეკითხებოდნენ მის წარმომავლობაზე – ის იღიმოდა და შეკითხვას უპასუხოდ ტოვებდა..
ის მოგზაურობდა მთელს ევროპაში ძირითადად ამ სახელით – ისტორიაში ის დაფიქსირებულია ბერლინში, გააგაში, ლონდონში, პარიზში და სანკტ-პეტერბურგში. მიუხედავა იმისა, რომ მის წარმომავლობაზე არავინ არაფერი იცოდა – მან იოლად დაიკავა ცენტრალური ადგილი ევროპის ქვეყნების უმაღლეს ელიტარულ საზოგადოებაში. ლუდოვიკო XV-ს კარზეც კი .

გარეგნულად ეს იყო საშუალო სიმაღლის ლამაზი, ელეგანტური მამაკაცი, გარეგნულად ის 40-50 წელს მისცემდით. სწორი ნაკვთები, ოდნავ ხორბლისფერი კანი, და მეტად მომაჯადოვებელი ჭკვიანური გამოხედვა. მასში ინტელექტუალი იგრძნობოდა.
მთავარი გამოცანა კი სენ ჟერმენში ისაა, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის გაუთავებლად მოგზაურობდა ევროპაში – ის საერთოდ არ იცვლებოდა გარეგნულად!
სენ ჟერმენი გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და ბუნებრივად იყო არისტოკრატი, ერთნაირად თავშეკავებულად და დიდებულად ეჭირა თავი მეფესთან, აზნაურებთან და უბრალო ადამიანებთან, მას არასოდეს არ ჰქონდა ფულის პრობლემა, ეწეოდა მდიდარ და ხელგაშლილი ცხოვრებას, იყო მეტად ზომიერი ურთიერთობაში, გაგიჟებამდე უყვარდა ძვირფასი ქვები და ყოველთვის ატარებდა უძვირფასეს ბრილიანტებს. თან ყოველთვის დაჰქონდა ზარდახშა, რომელიც პირამდე სავსე იყო ძვრიფასი ქვებით და მათ ხშირად ათვალიერებინებდა სტუმრებს. მისი სიმდიდრის წყარო გაურკვეველი რჩება დღემდე.

და კიდევ სენ ჟერმენი იყო მეტად განათლებული ადამიანი,
მან სრულყოფილად იცოდა თითქმის ყველა ევროპული ენა,
და თანაც ფრანგებს იტალიელებს გერმანელებს პორტუგალიელებს ისე სრულყოფილად ელაპარაკებოდა- რომ ყველა მათგანს თავისისანი ეგონებოდა, თანაც მშვებივრად ფლობდა თითოეული ევროპული ენის კილოებსაც,
გარდა ამისა მან ბრწყინვალედ იცოდა არაბული, ჩინური, თურქული, უნგრული, და რუსული. ბრწყინვალედ უკრავდა რამდენიმე ისტრუმენტზე – არფაზე, ვიოლინოზე, გიტარაზე, პიანინოზე, მან დაწერა რამდენიმე პიესა და ოპერაც კი. ძალიან კარგად ხატავდა და მშვენივრად ერკვეოდა ხელოვნებაში.
სენ ჟერმენმა კარგად იცოდა ქიმია, მინერალოგია.
ცნობილია ასეთი ფაქტი მომხდარი 1757 წელს – ლუდივიკო XV-ს ჰქონდა დიდი ალმასი, რომელსაც ბზარი ჰქონია. სენ-ჟერმენმა წაიღო ეს ალმასი და რამდენიმე დღეში აბსოლუტურად სრული დაუბრუნა მეფეს. და ასეთი რამ მან რამდენიმეჯერ გაიმეორა სხვა დიდგვაროვნებთანაც.
მაგრამ მთავარი გამოცანა – რაც სენ_ჯერმენთანაა დაკავშირებული – ეს იყო მის მიერ ისტორიის სრულყოფილი ცოდნა.
მას შეეძლო ისტორიული ფაქტები ისეთი დაწვრილებით მოეყოლა, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ამ ფაქტების მომსწრე თავად იყო.
როცა ლუდოვიკო XIV -ზე ჰყვებოდა ასეთ რაღაცეებს, კიდევ ჰო,
მაგრამ როცა გადადიოდა უძველეს ამბებზე – და ერთხელ წამოსცდა კიდეც – იესოს ველაპარაკებოდიო – ეს შოკში აგდებდა მსმენელს.
ერთხელ იგი შეხვდა ერთ მოხუც არისტოკრატს- რომელმაც მის დანახვაზე პირი დააღო – 40 წლის წინ როცა ის მოხუცი ყმაწვილი იყო, მაშინ უნახავს სენ ჟერმენი -
ახლა კი, როცა ის ბებერი იყო – სენჟერმენი ისევ ისეთი გამოიყურებოდა.
სენ ჯერმენზე ლეგენდები დადიოდა,
ამბობდნენ რომ მან იცოდა უკვდავების ელექსირის რეცეპტი.
ზოგი ამბობდა, რომ მან შეიცნო ფილოსოფიური ქვის საიდუმლო.
იმასაც ამბობდნენ – ადამიანებს უწინასწარმეტყველებდაო მათ ბედს და მომავალს.
ინკვიზიიის დომუნემტებში არის ჩანაწერი, სადაც იმ დროის ავანტიურისტი გრაფი კალიოსტო აღიარებდა, რომ ოდესღაც ის ესტუმრა გრაფ სენ ჟერმენს და საკუთარი თვალით უნახავს უკვდავების ელექსირი.
იმასაც ამბობდნენ სენ ერმენი ტამპლიერების უმაღლესი ორდენოსანი იყოო.
გრაფთან შეხვედრას აღწერს კაზანოვაც. თითქოს გრაფმა მას გამოართვა სპილენძის მონეტა- რაღაც მანიპულაციები ჩაატარა მასზე და უკან დაუბრუნა როგორც ოქროს მონეტა.
იმასაც ამბობდნენ, გრაფი პირადად იცნობდა იულიუს კეისარსო.
როცა მის მსახურს ჰკითხეს – ეს მართალი იყო თუ არა -მნ უპასუხა -
- არ ვიცი ბატონებო – მე მისი მსახური მხოლოდ 300 წელია რაც ვარო…

სინამდვილეში კი არავინ იცის,
ვინ იყო გრაფი სენ ჟერმენი.
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1841 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე