კვირა, 28.04.2024, 00:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 03
ჯერ ჯერობით არავინ იცის თუ საიდან მოვიდა ის მე-18 საუკუნის ევროპაში…

ის გამოჩდა უეცრად, ყოველგვარი წარსულის გარეშე – როცა ეკითხებოდნენ მის წარმომავლობაზე – ის იღიმოდა და შეკითხვას უპასუხოდ ტოვებდა..
ის მოგზაურობდა მთელს ევროპაში ძირითადად ამ სახელით – ისტორიაში ის დაფიქსირებულია ბერლინში, გააგაში, ლონდონში, პარიზში და სანკტ-პეტერბურგში. მიუხედავა იმისა, რომ მის წარმომავლობაზე არავინ არაფერი იცოდა – მან იოლად დაიკავა ცენტრალური ადგილი ევროპის ქვეყნების უმაღლეს ელიტარულ საზოგადოებაში. ლუდოვიკო XV-ს კარზეც კი .

გარეგნულად ეს იყო საშუალო სიმაღლის ლამაზი, ელეგანტური მამაკაცი, გარეგნულად ის 40-50 წელს მისცემდით. სწორი ნაკვთები, ოდნავ ხორბლისფერი კანი, და მეტად მომაჯადოვებელი ჭკვიანური გამოხედვა. მასში ინტელექტუალი იგრძნობოდა.
მთავარი გამოცანა კი სენ ჟერმენში ისაა, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის გაუთავებლად მოგზაურობდა ევროპაში – ის საერთოდ არ იცვლებოდა გარეგნულად!
სენ ჟერმენი გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და ბუნებრივად იყო არისტოკრატი, ერთნაირად თავშეკავ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1840 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (0)

***რატომ იწერება ერთად ლაქლაქი? პასუხი: ზოგიერთმა პიროვნებამ ბევრი ლაქლაქი იცის.

*** გამოკვლევა "აღქმა” არის სწორი, მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს. პარალომია ეწოდება აღთქმა.

*** სიტყვათა წყვილს უწოდებთ "აღქმა”, რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს.

*** აღქმა ხდება პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის გონებით. აღთქმა _ პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის სიტყვიერად.

*** დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა. მას (ანუ მოსწავლეს) უწერია "აქ კარგად ჩანს”. უნდა ეწეროს "ტექსტში ან პოემაში კარგად ჩანს”.

*** ნიკა, გირჩევ კარგად ისწავლო ნაწარმოების ტექსტი, რათა არ გაგიჭირდეს ციტირება.



*** მოძებნე შეცდომა და გაასწორე: არასამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა. პასუხები (მასწავლებლების გაცემული) I. უნდა იყოს: სამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა.II. უნდა იყოს: არა სამთავრობო ორგანიზაციამ. . . III. შეცდომაა შესწავლა მოახდინა. შესწავლა და მოხდენა ერთი და იგივე შინაარსისაა. IV. აქ გვაქვს არსებითი სახელი, კონკრეტული ადამიანის აზრის შესწავლასთანაა საქმე. V ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1004 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (2)

იოსებ სტალინი შემთხვევას არ უშვებდა, რომ უცხოეთიდან ჩამობრძანებული პოლიტიკოსებისა თუ დელეგაციებისთვის არ გაეცნო საქართველო. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც საფრანგეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ტეროზი, 1951-1952 წლებში მოსკოვში ჩამობრძანდა დასასვენებლად და სამკურნალოდ. ავადმყოფობის პერიოდში იგი რამდენჯერმე მოინახულა ბელადმა. როგორც მოლოტოვი იხსენებს, გამოჯანმრთელების შემდეგ ბელადი კიდევ შეხვდა ფრანგ სტუმარს. მათ კარგა ხანს ისაუბრეს. ბოლოს საუბარი საქართველოზეც ჩამოვარდა.

– თქვენ ცხადია, ერთხელაც არ ხართ ნამყოფი საქართველოში, ამხანაგო ტეროზ, არ გსურთ იქ ჩასვლა? – ჰკითხა სტალინმა ფრანგ სტუმარს.

– მოვინახულო ის ქვეყანა, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ? სიმართლე გითხრათ, ჩემი დიდი ოცნებაა, – იყო პასუხი.

– თუ ასეა, ხელს რა გიშლით? – დაინტერესდა საბჭოთა ბელადი.

– ჯანმრთელობის გარდა – არაფერი, – უთხრა მან.

– ექიმებს და ჩემს თვალებსაც თუ დავუჯერებთ, ამხანაგო ტეროზ, იმდენად კი ხართ გამოჯანმრთელებული, რომ საქართველოში ჩასვლას გაუძლოთ. ჩაბრძანდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1002 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (0)

ირმის ნახტომი, არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს, დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი. 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო არის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.



ანდრომედა ( ანუ M 31 ) არის ირმის ნახტომის გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე სპირალისებური ტიპის დიდი გალაქტიკა. იგი ერთ ბილიონამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2.51 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული მზის სისტემისაგან. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში უდიდესია. ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა ანდრომედას თანავარსკვლავედის ნაწილად ჩანს, რის გამოც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1089 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 915 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (0)

უაზრო კანონები. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1129 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე