პარასკევი, 10.05.2024, 09:23
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » ჰიპოკრატეს ფიცი
15:56
ჰიპოკრატეს ფიცი

ორიგინალი ნათარგმნი ქართულად 

_______________________________________________________________________

" ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთა, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღქმა და წერილობითი ვალდებულება: ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში; მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო, და ეს ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე: რჩევა-დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძეთ ჩემი მასწავლებლისა, და მოწაფეებსაც, რომელნიც შემკუნლი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისდა კვალობაზე, და არავის ვამცნო სხვას.



ჩემი ძალ-ღონისა და მიხვედრილობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დავუდგინო ავადმყოფს, და ავერიდო ყოველგვარი ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა; ასევე არ მივცე არცერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმწიკვლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ხელოვნება. რომელ სახლშიც შეციდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი, და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზომვა, უმართებულობა და ავი სურვილი, მითუმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და მუშაობის წვდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ.

დღეს მკურნალობის ჟამს –ან თუ სხვა დროს ყური მოვკრა ან ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, როცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი.

და მე, განუხრელად შემსრულებელი ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემს ხელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე: ხოლო, უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე”.





სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი
მიღებულია მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მიერ, ლონდონში, ინგლისში, 1949 წლის ოქტომბერი. Gგანახლებულია:

22-ე მსოფლიო სამედიცინო ასმბლეის მიერ, სიდნეი, ავსტრალია, 1968 წლის აგვისტო;

35-ე მსოფლიო სამედიცინო ასამბლეის მიერ, ვენეცია, იტალია, 1983 წლის ოქტომბერი.

ექიმის ზოგადი მოვალეობები:

• ექიმი ყოველთვის უნდა ამკვიდრებდეს პროფესიული საქმიანობის უმაღლეს სტანდარტებს;

• ფინანსურმა ინტერესებმა არ უნდა მოახდინონ გავლენა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პაციენტის ინტერესების შესაბამისი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაზე;

• ექიმი, მიუხედავად საქმიანობის სახისა, სამედიცინო დახმარებას უნდა ატარებდეს თავდადებით, სრული ტექნიკური და მორალური დამოუკიდებლობით, თანაგრძნობითა და ადამიანის ღირსების პატივისცემით;

• ექიმი პატიოსანი უნდა იყოს პაციენტებთან და კოლეგებტან ურთიერთობაში, უნდა ებრძოლოს სხვა ექიმების პროფესიულ და პიროვნულ ნაკლს, უნდა ამხელდეს სიცრუესა და თაღლითობას.

არაეთიკურად უნდა იქნეს მიჩნეული:

• თვითრეკლამა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს დაშვებულია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობით და ეროვნული სამედიცინო ასოციაციის ეთიკური კოდექსით;

• ნებისმიერი სახის საზღაურის გადახდა ან მიღება მხოლოდ სხვისი რეკომენდაციით ან მიმართვით პაციენტის მიღებისათვის და პაციენტის სხვა სპეციალისტთან გაგზავნისათვის;

• ექიმმა პატივი უნდა სცეს პაციენტის, კოლეგების, სხვა სამედიცინო პერსონალის უფლებებს, აგრეთვე, არ უნდა გაამჟღავნოს კონფედენციალური ინფორმაცია პაციენტის შესახებ. Iმ შემთხვევებში, თუ ექიმი იყენებს სამედიცინო დახმარების ისეთ ფორმებს, რომელთაც შეიძლება გააუარესონ პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა, ექიმმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;

• ექიმმა უნდა გამოიჩინოს უდიდესი სიფრთხილე აღმეჩენების, ახალი ტექნოლოგიების ან სამკურნალო მეთოდების არაპროფესიული არხებით გავრცელებისას.

• ექიმმა უნდა დაადასტუროს მხოლოდ ის, რაც თავად შეამოწმა.

ექიმის მოვალეობები ავადმყოფის წინაშე:

• ექიმს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ იგი მოვალეა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე;

• ექიმი მოვალეა უერთგულოს პაციენტს და მთელი თავისი ცოდნა მოახმაროს მას. თუ ექიმს არა აქვს გამოკვლევის ან მკურნალობის საშუალება, მან საამისოდ უნდა მოუხმოს სხვა ექიმს, რომელსაც ეს შესაძლებლობა გააჩნია:

• ექიმმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს ყოველივე თავისი პაციენტის შესახებ, ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგაც კი.

• გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ექიმის ჰუმანიტარული მოვალეობაა იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი დახმარების გაწევის სურვილი ან შესაძლებლობა სხვებსაც გააჩნიათ.

ექიმების მოვალეობები ერთმანეთის წინაშე:

• ექიმი ისე უნდა მოექცეს თავის კოლეგებს, როგორც იგი ისურვებდა, რომ მას მოქცეოდნენ;

• ექიმმა არ უნდა გადაიბიროს თავისი კოლეგების პაციენტები;

• ექიმმა უნდა დაიცვას მსოლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული "ჟენევის დეკლარაციის” პრინციპები.

კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 5649 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 3.0/3
სულ კომენტარები: 2
2 ნინი  
0
autkiebels agatkieben . qseli akvt hekmnili da ginda tu ar ginda gamisamarteben . mat aseti saqcielistvis rodesac carsdegebian uplis cinashe ik moekitxebat . magram chven ki raaaaa? ase mgonia ukve kvela fulzea gakiduli

1 ნინი  
0
დღვანდელი ექიმებიც ხომ სწორედ ასე იქცევიან

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე