პარასკევი, 10.05.2024, 06:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » გსურთ იგრძნოთ თავი ზვიგენის ტყავში?!
15:50
გსურთ იგრძნოთ თავი ზვიგენის ტყავში?!
თუ თვლით რომ წყლიდან გრაციოზულად ამოხტომა მხოლოდ ვეშაპისნაირებს შეუძლიათ, თქვენ ცდებით: მართალია Seabreacher X-ი სუბმარინაა, თუმცა იგი არაფრით ჩამორჩება ხტომაში არცერთ დელფინს. მისი შემქმნელი Robert Innes-ის განცხადებით, ეს რკინის ქმნილება არა სუბმარინა არამედ "რაღაც თვითმფრინავსა და სწრაფმავალ ხომალდს შორისაა". ვერ შევედავებით, მისი ნებააორადგილიანიSeabreacher X-ი ზვიგენის პროტოტიპს წარმოადგენს: მისი ზომა (5 მ. სიგრძე), ფორმა, ზურგისა და მკერდის ფარფლები, კუდი და საზარელი კბილები მხოლოდ ამ მტაცებელს თუ მოგაგონებთ. მეცნიერებისთვის უცნობია, შეუძლია თუ არა ზვიგენს წყლიდან ამოხტომა ან სწრაფად ცურვისას გვერდიდან გვერძე გადაბრუნება. ფაქტია რომ ისინი ამ მანევრებს არ იყენებენ. გენიალურმა გამომგონებელმა კი თავისი ქმნილება ამ ორივე შესაძლებლობით დააჯილდოვა. შეიძლება ითქვას რომ ამ პროექტში ზვიგენის გარეგნობა და დელფინის შესაძლებლობებია შერწყმული. სუბმარინა აღჭურვილია 260 ც. ძ.-იანი ძრავით, რისი მეშვეობითაც იგი წყალსზევით 80 კმ/ს სიჩქარეს ავითარებს, წყალქვეშ კი 32 კმ/ს. Seabreacher X-ის ფასი 80 000 აშშ დოლარამდეა.
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 931 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე