პარასკევი, 10.05.2024, 00:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » EMP - ელექტრომაგნიტური იმპულსი
15:44
EMP - ელექტრომაგნიტური იმპულსი
Electromagnetic pulse, ანუ ჩვენებურად ელექტრომაგნიტური იმპულსი ფიზიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფენომენია.

ფაქტი, რომ EMP წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების შედეგად, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ატომური იარაღის გამოცდის პირველი დღეებიდან, მაგრამ მისი მაგნიტუდა და დამახასიათებელი ეფექტები მხოლოდ მოგვიანებით იქნა გარკვეული.


1945 წელს, როდესაც აშშ-მ გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი, აპარატურა, რომელსაც უნდა ჩაეწერა აფეთქებისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენა, მწყობრიდან გამოვიდა. ენრიკო ფერმის იდეაზე დაყრდნობით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ აფეთქებისას ელექტრომაგნიტური იმპულსის ძლიერი გამოსხივება უნდა ყოფილიყო, აპარატურა და გადამცემი ხაზები სპეციალური ფარებით დაიცვეს, თუმცა ზოგ მონაკვეთებში მაინც მოხდა მათი დაზიანება და ჩანაწერების ნაწილი განადგურდა.

1952-53 წლებში, როდესაც ბრიტანეთმაც გადაწყვიტა გამოეცადა ატომური იარაღი, აფეთქებისას ადგილი ჰქონდა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლას. ბრიტანელებმა ამ ეფექტს "radioflash" უწოდეს, რაც ამერიკული EMP-ის ანალოგია.


1962 წელს ჩატარებული ბირთვული იარაღის რამდენიმე გამოცდის შემდეგ, რომლებიც დედამიწიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ამ ფენომენს და EMP-ს, როგორც პრობლემას უკვე 1982 წელს შეხედეს, როცა William J. Broad-მა სამი სტატია მიუძღვნა მას.

1962 წელს ამერიკელებმა 1,44 მეგატონის სიმძლავრის ატომური ბომბი ააფეთქეს წყნარ ოკეანეში მდებარე ჯონსტონის კუნძულის თავზე 31 კმ სიმაღლეზე აფეთქების შედეგად, იქიდან 1445 კილომეტრით დაშორებულ ჰავაის კუნძულებზე საოცარი რამ მოხდა: მწყობრიდან გამოვიდა ერთდროულად 300 შუქნიშანი, გაითიშა სიგნალიზაციის სისტემები და სატელეფონო კავშირი. ჰავაის თავზე ცა ასე გამოიყურებოდა:თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ დროს წარმოქმნილი EMP-ით მიყენებული ზარალი დიდი არ იყო და მალევე აღმოიფხვრა. 1962 წელს ხომ ჰავაი არც ისე იყო დამოკიდებული ელექტრობაზე.

ბევრი მეცნიერი იმ დროს მიიჩნევდა, რომ EMP უბრალო მოვლენა იყო და არც ისე სახიფათო, როგორც ზოგიერთს მიაჩნდა. 1962 წელს ჰავაიზე გაზომილი EMP-ის მაგნიტუდა სულ რაღაც 5600 volts/metre იყო. მაგრამ მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ, თუ იგივე სიმძლავრის ბომბს ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ავაფეთქებდით, მაშინ მაგნიტუდა ამერიკის ტერიტორიაზე 22 დან 30 kilovolts/metre-მდე მიაღწევდა და სრულად მოსპობდა ყველა ელექტროხელსაწყოს. ამ დასკვნამ ბევრი დააფიქრა და დაიწყეს აქტიური შესწავლა ამ ფენომენისა.

ამერიკელების მიერ ჩატარებული ცდების გარდა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საბჭოეთის მიერ ჩატარებულ ცდებზე. 1962 წელს ცდა კოდური სახელწოდებით Test 184, რომელიც ჩატარდა ყაზახეთის თავზე, მოიცავდა 3 ბირთვულ აფეთქებას, რომლებსაც უნდა გამოეწვიათ EMP. ეს სამი ცდა უკანასკნელი სერია იყო ცდებისა, რომლებიც ტარდებოდა პროექტ "K"-ს ფარგლებში. უნდა ითქვას, რომ იარაღის სიმძლავრე ბევრად ჩამოუვარდებოდა ამერიკელების მიერ წყნარი ოკეანის თავზე აფეთქებული ბომბის სიმძლავრეს და მხოლოდ 300 კილოტონას შეადგენდა, ანუ თუ ამერიკელებმა მოახერხეს და ააფეთქეს 1, 44 მილიონი ტონა ტროტილის ექვივალენტი მუხტი, რუსებმა მხოლოდ 300 ათასი ტონის აფეთქება შეძლეს, თუმცა მეტი არც სჭირდებოდათ EMP-ის ფენომენის შესასწავლად. საბჭოელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით (რაც სავარაუდოდ არაზუსტი უნდა იყოს, იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე), ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსის ძალა ბევრად დიდი იყო, ვიდრე ჯონსტონის კუნძულების თავზე აფეთქებული ბომბის დეტონაციისას წარმოქმნილი EMP-ისა. გეომაგნიტურმა შტორმის მსგავსმა იმპულსმა, რომელიც E3 იმპულსისის სახელითაა ცნობილი, ქალაქ კარაგანდის ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანა და ძაბვის არანორმალური ცვალებადობა მოახდინა. შედეგად გაჩენილმა ცეცხლმა მთლიანად გადაწვა ელექტროსადგური. ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

აქამდე მხოლოდ ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი EMP-ის შესახებ ვსაუბრობდით, თუმცა არსებობს EMP-ის სხვა წყაროები, რომლებიც სრულად არ საჭიროებენ ჰიროსიმას ან ნაგასაკის მოწყობას და ყოველგვარი ნგრევისა და ხალხის ხოცვის გარეშე იძლევიან საშუალებას შევისწავლოთ ეს ფენომენი. Explosively pumped flux compression generator, ასე იწოდება მოწყობილობა, რომელიც EMP-ის შესასწავლად იქმნა შექმნილი. იგი ასე გამოიყურება:

ამ ხელსაწყოს პირველი კონცეპტი ჯერ კიდევ ანდრეი სახაროვმა შექმნა საბჭოთა კავშირში 1951 წელს, ამერიკელებსაც გააჩნდათ მსგავსი გენერატორი, თუმცა იმდენი ხანი იყო ორივე გასაიდუმლოებული, რომ მოძველდა კიდეც . უნდა ითქვას რომ ამ ხელსაწყოს ჰქონდა პლუსებიც და მინუსებიც. დადებითი იყო ის, რომ იყო მსუბუქი და მისი გადადგილება ერთ ადამიანსაც კი შეეძლო. უარყოფითი კი - ერთჯერადობა.

EMP-ს პრაქტიკულ გამოყენებაზეც მალე ვისაუბრე
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1784 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე