ორშაბათი, 13.05.2024, 17:23
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13
ომნიპოტენციის ანუ ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ომნიპოტენციური (ყოვლისშემძლე) ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას:
შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა.

ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი (ყოვლისშემძლე) არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. უფრო მეტიც, მთელი რიგი ფილოსოფოსებისა მიიჩნევენ, რომ მტკიცება იმაზე, რომ ესათუის არსება ომნიპოტენტურია ან პირიქით, მცდარი დილემაა, ვინაიდან ის თავს არიდებს სხვადასხვა ხარისხის ომნიპოტენციის შესაძლებლობას.

პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირება ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 930 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.11.2010 | კომენტარი (2)

გიორგი შერვაშიძე (ჩაჩბა), ზოგ შემთხვევაში გიორგი შარვაშიძე (დ. 17 ან 25 სექტემბერი, 1846 – გ. 19 თებერვალი, 1918) – უბრწყინვალესი თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე.

გიორგი შერვაშიძე ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქართული, რუსული და ევროპული აზროვნების წიაღში. იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1384 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.11.2010 | კომენტარი (2)

საქმიანობა მწერალი
დაიბადა 13 ნოემბერი, 1950
ედინბურგი, შოტლანდია
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1894
ვაილიმა, სამოა
ეროვნება შოტლანდიელი
ჟანრი ნოველისტი, პოეტი, სათავგადასავლო
პერიოდი მე-19 საუკუნე
Magnum opus განძთა კუნძული

ბიოგრაფია

რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ მას ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო მას მოუწია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქგარეთ - ბეიტანეტში გაეტარბინა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ ის გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1117 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 13.11.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე