ორშაბათი, 20.05.2024, 21:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » უცხოპლანეტელები
20:25
უცხოპლანეტელები
ოოდა რა მინდოდა მეთქვა. ა ხო…პატარა ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა მას შემდეგ რაც უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ. არავის არ ყავდა ისინი ნანახი, თაიანთ თავებს მალავდნენ და ჩვეულებრივი ადამიანების სკინებში ეწყობოდნენ, თუმცა ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ყველაზე.ზოგს მათი არსებობისა არ სჯეროდა თუმცა მაინც ასრულებდნენ მათ დავალებებს ალბათ ქვეცნობიერად სჯეროდათ :დ ზოგი თვლიდა რომ უცხოპლანეტელების სატსავი დესტრუქციული ძალა იყო და უნდოდა დაემონებინა მთელი ქალაქი.

- გონს მოდით ადამიანებო, ნახეთ რას გვიშვებიან, მათ მიიღეს მონაწილეობა ჩვენი კოდექსის დაწერაში, შეხედეთ სახელმწიფო გერბს, მათი ნიშანია მასზე გამოსახული, შეხედეთ საუკეთესო ბრენდებს, ხედავთ მატ ნიშნებს? ორმხრივად გაკეცეთ ჩვენი ფულის ერთეული და დახედეთ ნიშნებსა და ლოგოებს. ისინი ჩვენს შორის არიან და ჩვენ გვიმონებენ, მალე მათ ჩვენზე ყველანაირი ინფორმაცია ექნებათ. ყვიროდა სანგე რომელსაც რატომღაც მარტო მეზობლები ეძახდნენ საის. ბოლო ხმაზე, თითქოს ამაში ფულს იღებსო…თითქოს.

- დედა რატომ არ შეიძლება ფეხი დავადგა ყვითელ ხაზებს ტროტუარზე?

- იმიტომ რომ ასე წერია კოდექსში შვილო

- დედა რატომ არ შემიძლია სხვა მოქალაქე მოვკლა?

- და შენ გინდა რომ მოკლა?

- არა

- აბა რა გინდა, კოდექსიც მაგას გვირჩევს

- დედა, ის კაცი, ფსიქოტროპულ შოკოლადს რომ ითხოვს, რატომ არ აძლევენ?

- კოდექსი კრძალავს, მკაცრად უპასუხა დედამ.

საღამო დგებოდა

- რატომ იღიმი?

- რა?

- რატომ იღიმი?…

- ვერ ხედავ? მზე ჩადის, ამ დროს უნდა გავიღიმოთ.

- კიდევ რა დროს უნდა გავიღიმოთ?

- როცა ვხვდებით მეზობელს, ნაცნობს, მეგობარს

- რო არ გავიღიმო?

- უზრდელობა

- რა არის უზრდელობა? როცა რამის გაკეთება არ გინდა და არ აკეთებ?

- ხო – გაკვირვებულმა უპასუხა და წავიდა.

ღამით გაეღვიძა. მოლურჯო-მოთეთრო გამჭირვალე სხეული ჩამოვიდა კედლიდან, გაფუჭებული რადიოს ხმებს გამოსცემდა.

- ვინ ხარ? – ჰკითხა შეშინებულმა.

- მე აიჯა ვარ, კაეს და 2კიჯას მეგობარი.

-ვინ კაე? ვინ 2…

- ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ უცხოპლანეტელები არსბეობენ მაგრამ ამ პლანეტაზე აღარ არიან, არც კოდექსი დაუწერიათ…

- აბა კოდექსი არ არსებობს? – გაუკვირდა.

- კი )) გაეცინა აიჯას, უბრალოდ ჩვენ არ დაგვიწერია.

მომენტალურად გაქრა როგორც ძველი ტელევიზორის ეკრანზე მყოფი გამოსახულება გათიშვისას.

დედამ იფიქრა სიზმარი იყოო. ხელახლა დააძინა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.

ღამის 1 ის ნახევარი იყო.

- როგორ ხარ საი?

- კარგად, კარგად არის საქმეები, ყველაფერი წინ მიდის, ნელნელა ყველა იჯერებს რომ უცხოპლანეტელები არსებობენ

- მე გკითხე შენ როგორ ხარ თქო.

- აა მე კარგად – საწყლად უპასუხა საიმ.

- კარგია, ხელფასი უნდა გაგიზარდო

- მართლა? – გაუხარდა.

- ხო, მაგრამ შემდეგი კვირიდან ყველა დაარწმუნე რომ უცხოპლანეტელებს სიკვდილის იარაღი აქვთ და მათ წინააღმდეგ ვინც წავა იმათთვის გამოიყენებენ.

- არის უფროსო…

- კარგი წადი

წავიდა. მარა ყლე არავის მოსჭამოს :დ
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 969 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე