პარასკევი, 10.05.2024, 17:35
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » თვითმკვლელობამდე. . .
16:42
თვითმკვლელობამდე. . .
ამ ადამიანებმა უკანასკნელი წერილი დაწერეს და შემდეგ თავი მოიკლეს.მე კი სწორედ ამ წერილებ წარმოგიდგენთ.



მე ვცხოვრობ სამყაროში, რომელში არსებობისთვისაც საჭიროა შენი გული იყოს ან რკინის ან გატეხილი.
ნიკოლას-სებასტიან ჩემფორტი, ფრანგი მწერალი, გარდაიცვალა 1794 წელს.



ფრენსის და კორტნი, მე ვიქნები თქვენს საკურთხეველთან. კორტნი გთხოვ არ დანებდე, ხოლო ფრენსისისთვის კი უკეთესი იქნება უჩემოდ ყოფნა. მე თქვენ მიყვარხართ. მე თქვენ მიყვარხათ.
კურტ კობეინი, მუსიკოსი, გარდაიცვალა 1994 წელს.



ნახვამდის, ყველა!
ეს იყო ჰარტ ქრეინის ბოლო სიტყვები, რომელიც კრუიზიდან გადმოხტა. (მისი სხეული ვერ იპოვნეს) გარდაიცვალა 1932 წელს.



ჩემს მეგობრებს: ჩემი საქმე შესრულებულია. რატომ ვიცადო?
ჯორჯ ისტმენი, გამომგონებელი, გარდაიცვალა 1932 წელს.



არ ინერვიულო, დატენილი არაა.(გარდაიცვალა რუსული რულეტის თამაშისას).
ტერი ქეითი, გარდაიცვალა 1978 წელს.



ისინი ცდილობდნენ ჩემს ხელში ჩაგდებას, მაგრამ მე ჩავიგდე ისინი ხელში.(თავი მოიწამლა ქიმიური ხსნარით)
ვეიჩელ ლინდსეი, პოეტი, გარდაიცვალა 1931 წელს.



მე უნდა დავამთავრო ეს. არავითარი იმედი აღარაა დარჩენილი. არავის არანაირი შეხება არ აქვს ამ მკვლელობასთან. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.
ფრედი პრინსი, კომიკოსი, გარდაიცვალა 1977 წელს.



ჩემო მსოფლიო, მე გტოვებ რადგან მოვიწყინე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საკმარისი ვიცხოვრე. გტოვებთ თქვენ სანერვიულო მიზეზებით ამ ნაგვის ურნაში – გისურვებთ იღბალს.
ჯორჯ სანდერსი, ბრიტანელი მსახიობი, გარდაიცვალა 1972 წელს.



ჰაროლდს, შეიძლება ღმერთმა შეგინდოს და მეც შემინდოს, მაგრამ ვამჯობილებ დავასრულო ჩემი სიცოცხლე ჩვენი შვილის სიცოცხლესთან ერთად, ვიდრე ვაცხოვრო იგი სირცხვილში.
ლუპე ველეზი, მსახიობი, გარდაიცვალა 1944 წელს.



მომავალი უბრალოდ სიბერე, ავადმყოფობა და ტკივილია… მე მშვიდობა მჭირდება და ეს ერთადერთი გზაა.
ჯეიმს უეილი, რეჟისორი, გარდაიცვალა 1957 წელს.
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 923 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე