ორშაბათი, 20.05.2024, 21:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » სატანა, ვინაა ის?
19:22
სატანა, ვინაა ის?


სატანად წოდებულმა, ბოროტმა ანგელოზმა, სხვა ანგელოზებიც ჩაითრია ავანტიურაში. გაბოროტებული ანგელოზების რაოდენობა საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა, როგორც ღმერთის უზენაისობა, ასევე ადამიანის უმწიკვლოება. ერთიც და მეორეც ტყუილი აღმოჩნდა. კაობრიობის არსებობის მანძილზე, ადამიანებმა ვერ შესძლეს ბედნიერების მომტანი, მთვრობის შექმნა, და ღმერთისადმი ერთგული ადამიანები, მიუხედავად ნებისმიერი გასაჭირისა, ბოლომდე ერთგულები რჩებოდნენ. მაგალითისათვის საკმარისია იობის თავგანწირული ერთგულება. (იობი 42:1, 2, 12). ნოეს დროს, ანგელოზებმა, მიატოვეს თავიანთი ადგილი ზეცაში, ხორცი შეისხეს, რათა სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ ადამიან ქალებთან. ამის შედეგად იბადებოდნენ ჰიბრიდული ადამიანები, ბუმბერაზები. წარღვნის მიზეზიც სწორედ ეს იყო. სატანის ბოროტ მიზანს წარმოადგენს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს. დღეს ამ ბოროტი არსების აგრესია, უფრო მავნე და ძლიერია. ადამიანების მოსატყუებლად, სატანა და დემონებად წოდებული ბოროტი ანგელოზები, იყენებენ ისეთ ფორმას, როგორიცაა ,,სპირიტიზმი''. რა არის სპირიტიზმი? ეს არის ადამიან-მედიუმის მეშვეობით კავშირი, ბოროტ სულებთან. სპირიტიზმის სახეობებია, - მკითხაობა, ჯადოქრობა, მარჩიელობა, გრძნეულება, მედუმისაგან რჩევების მიღება, მკვდრების გამოკითხვა და სხვა. ღმერთი გმობს ყოველივე ამას. ბიბლია გვაფრთხილებს: ,,ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებთ თავს'' (ლევიანნი 19:31; 20:6, 27). სანამ ბიბლიის წერა დასრულდებოდა, ღმერთი აგზავნიდა ერთგულ, კეთილ ანგელოზებს, რათა დაკავშირებოდნენ ზოგიერთ ადამიანებს ცნობის გადასაცემად. ბიბლიის წერის დასრულების შემდეგ, ამის აუცილებლობა არ არის. ბიბლიაში, ადამიანებმა მიიღეს ყველა ის ინსტრუქცია, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ. ამიტომ ყოველი კავშირი ბოროტ სულებთან დამღუპველია.  დღეს სატანა წუთისოფლის ღმერთადაა მოხსენიებული და მისი საქმეები ყველგან იგრძნობა. ისეთ სფეროშიც კი, როგორიცაა მუსიკა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხშირად სიმღერებში ისმის მოწოდებები მკვლელობისკენ ან თვითმკვლელობისკენ, ან სხვა უზნეო მოწოდებები. სატანას და მის ბოროტ სულიერ ძალებს, შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო. ეს წინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ იკითხო ბიბლია და დარჩე, წაკითხულის და ღმერთის ნორმების ერთგული დამცველი 

კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1175 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე