ორშაბათი, 20.05.2024, 21:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 22 » "სახიფათო" სპირიტიზმი
19:17
"სახიფათო" სპირიტიზმი
ალბათ ოდესღაც გაგჩენიათ სურვილი რიტუალი - სულის გამოძახება ჩაგეტარებინათ. მე, პირადად, ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ამოუხსნელი რამით. პატარაობიდან ვიძახებდით ხოლმე სულებს. ზოგჯერ მეგობრებთან კამათიც მომსვლია იმის გამო, რომ იგი წინააღმდეგი იყო ამ რიტუალის. ერთ დღეს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ვიძახებდით სულს, გამიჩნდა შეკითხვები, რომლებზეც ვერავინ მპასუხობდა - რა ხდება ამ დროს, ვინ მოდის, რა ძალით და ასე შემდეგ.
ერთხელ მეგობარმა მირჩია მამაოსთან მივსულიყავი და მეთქვა ეს ყველაფერი, მითხრა - პასუხს მხოლოდ ეკლესია გაგცემსო. რა თქმა უნდა, მე გამოვნახე დრო, მივედი ეკლესიაში და მამაოს დაველაპარაკე. მამაო აღშფოთდა, რადგან ეს მომაკვდიდნებელი ცოდვა ყოფილა. მე შევძრწუნდი, რადგან რამოდენიმეჯერ მეგობრისთვისაც მითხოვია დახმარება ამ რიტუალის ჩასატარებლად. გამოდიოდა, მე ვაიძულებდი ამ საშინელი ცოდვის ჩადენას. რა თქმა უნდა, მეწყინა და მეგობრებს თვალებში ვეღარ ვუყურებდი ძალიან დათრგუნული ვიყავი...

ერთხელ მეგობრები შევიკრიბეთ და ისევ რაღაც ძალამ მაიძულა, რომ კიდევ გამეკეთებინა ეს! მე, რა თქმა უნდა, სუსტი ნებისყოფა მქონდა და ვერ გავუძელი და ისევ ჩავითრიე ბავშვები... შუა რიტუალის დროს მამაოს ნათქვამი გამახსენდა. გამწარებულმა სულს, თუ არ ვიცი რას, გინება დავუწყე და აი მანდ მოხდა მთელი უბედურება. სარდაფში, სადაც ჩვენ ვიჯექით, დაიწყო კარების ჯახუნი და უცებ, რიტუალის სამივე მონაწილეს რაღაცამ ხელი გვკრა და გადაგვყარა. ძალიან შეგვეშინდა, ოთახში გოგონებიც იყვნენ და ცუდად გახდნენ. ზოგი გაიქცა, უცებ კი ყველაზე საშინელება მოხდა, კარები ჩაიკეტა და ყველაფერი რაც სარდაფში იყო ძირს გადმოიყარა, მერე ყველაფერი ვითომ გაჩერდა და კარები გაიღო, ბაშვები გავარდნენ გარეთ ხალხის დასაძახებლად.

მე და ჩემი ძმაკაცი იმდენად შეშინებული ვიყავით, რომ ფეხს ვეღარ ვადგამდით, ძირს ვიჯექით და ხელები გვქონდა ჩაკიდებული, უცებ ისევ იგივე გამეორდა - კარები ჩაიკეტა, ჩემი ძმაკაცი ცუდად გახდა და ვეღარ სუნთქავდა. უცებ გაიღო კარი, ხალხი შემოვარდა და ყველანი გაგვიყვანეს.

ცოტა ხანში მამაო მოვიდა და როდესაც მე და მამაო სარდაფში ჩავედით, შუქი ავანთეთ და რას ვხედავთ - აქა იქ სისხლისფერი რაღაც ასხია. ვიკივლე, ჩემი მეგობრის სისხლი მეგონა. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. მამაომ დამაწყნარა და მითხრა, რომ ეს უბრალოდ ჩენი ფანტაზია იყო, რადგან თვითონ ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. მამაომ მკითხა, "ამ ოთახში ყველაფერი თავის ადგილზე დევს და შენ რა მოგეჩვენაო?" გავახილე თვალები და მართლაც ყველაფერი თავის ადგილზე იყო. დღემდე გვიკვირს, რომ ჩვენი თვალით ვხედავდით, როგორ გადმოიყარა და ინგრეოდა ოთახში ყველაფერი და როდესაც შევედით, ყველაფერი თავის ადგილზე როგორ იყო. ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია ეს ყველაფერი.

გუდუნა დარბუაშვილი
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1723 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე