სამშაბათი, 14.05.2024, 01:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 28 » safrangetis ambebi
13:11
safrangetis ambebi
ხადდა,რომ საფრანგეთი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა,რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის მთელ თავის არქივებს,სადაც დაფიქსირებულია ინფორმაცია 50 წლის მანძილზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ

ეს კი 1650 ფაილია ანუ 10000 ნაბეჭდი გვერდი.



გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ ტულუზაში მდებარე კოსმოსურ
გამოკვლევათ ეროვნული ცენტრის სერვერი ”დაიწვა”.აღადგინეს,მაგრამ
მომდევნო დღეებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საჭირო საიტზე შე-
სვლა.



მიუხედავად ამისა,მცირე ინფორმაციის მიღება მაინც მოხერხდა.თურმე
ამო_ს გამოჩენა პირველად დაფიქსირდა 1937 წელს.ერთ-ერთი ყველაზე
გასაოცარი და სარწმუნო შემთხვევა კი მომხდარა 1976 წლის 29 აგვისტოს,
საფრანგეთის ერთ სოფელში.

13 და 9 წლის და_ძმა სოფლის განაპირა ძროხებს ნწყემსავდა.ბიჭმა დაინახა
”ოთხი დაბალი,შავი არსება”.

როცა არსებებმა შენიშნეს ,გვაკვირდებიანო,აფორიაქდნენ და მაშინვე ”ჩაყ-
ვინთეს” თავებით 4,5 მ დიამეტრის სფეროში,რომელიც მინდვრის თავზე ეკიდა.
ის იყო,სფერომ მაღლა ასვლა დაიწყო,ერთ-ერთმა მათგანმა”ამოყვინთა”,მიწაზე
დაეშვა,რაღაც აიღო და უკანვე დაბრუნდა.

სფერო ნელ-ნელა,უხმაუროდ და სპირალისებურად აფრინდა,შემდეგ ნათე-
ბაც დაიწყო.ნათება მატულობდა,სანამ ობიექტი თვალთახედვის არედან არ
გაქრა.”სფეროს აფრენის შემდეგ ჰაერში გოგირდის სუნი დადგა.”ბავშვები სწ-
რაფად გაიქცნენ შინდა და მამას ტირილით უამბეს ყველაფერი.ამ უკანასკნე-
ლმა პოლიციას აცნობა.პოლიციამ დააფიქსირა იმ ადგილას გოგირდის სუნი



1961 წელს ამო გამოჩდა და დაეშვა ტრანს-ან-პროვანსის მახლობლად.

თავის ნაკვეთში მომუშავე მამაკცმა ჯერ უცნაური ხმა გაიგონა,შემდეგ კი მფრ-ინავი ობიექტი დაინახა.თვითმხილველის შეფასებით ტყვიისფერი ამო-ს დია-მეტრი 2.5 მ იყო.დაშვების შემდეგ მალევე აფრინდა და დამწვრის კვალი დატ-ოვა.
ამო_ს შემსწავლელმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილას აიღოს ნიადაგის სინ-ჯები,
მცენარეებში ბიოლოგიური ცვლილებები აღმოჩდა.ექსპერტებმა განსაზ-ღვრეს
რომ ამო რამდენიმე ასეუ კგ_ს იწონიდა.



ამოუცნობ ფენომენთა შორის დასახელებულია 1994 წლის შემთხვევა.ნიცი-
დან ლონდონისკენ მიმავალმა თვითფრინავმა პარიზს გადაუფრინა და ეკიპაჟმა
შენიშნა ყავისფერი დისკო ,რომელიც ფორმას იცვლიდა.



მრავალი სხვა ქვეყანაც, გარდა საფრანგეთისა,აგროვებს ინფორმაციას ამოუცნობი
ობიექტების თაობაზე,განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი,თუმცა ისინი ამ
მასალას ასაიდუმლოებენ.
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 974 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე