ორშაბათი, 20.05.2024, 21:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 24 » რამოდენიმე უცნაური შემთხვევა
20:59
რამოდენიმე უცნაური შემთხვევა
1.ერთ ერთი რუსი გოგონა წერს : ჩემი მეგობარი ხშირად ამბობდა რომ
მასთან რაღაც უცნაური ხდება,ვიღაც გამუდმებით აკაკუნებს
მის კედლებზე.ჩვენ დავცინოდით,მაგრამ ერთხელ მან მე და
ჩემი დაქალი მასთან სახლში დაგვპატიჟა.ჩვენ დავთანხმდით
და უკვე ვიცოდით,რომ ხვალ მთელ სკოლას მოვუყვებით
რომ ჩვენი მეგობარი- გიჟია.ის ამბობდა რომ ეს უფრო
ხშირად მაშინ ხდება,როდესაც იგი მარტოა სახლში,მაგრამ
იმ დღეს დედამისიც მანდ იყო.მე და ჩემმა დაქალმა ეგრევე
დავიწყეთ კაიფი "მოჩვენება,მოდი აქ” და რამე.ასე ვიჯექით
დაახლოებიტ 20 წუთი.მერე მოვიდა ჩემი კლასელი,აი
მაშინ დაიწყო ყველაფერი.შევთანხმდით,რომ წრეზე
დავსხდეთ და მოჩვენებას დავუძახოთო.....

მე კარების პირდაპირ დავჯექი.ამ დროს გავიგონეთ,რომ მშობლების ოთახში ვიღაცა აკაკუნებს,ჩემი მეგობარი იძახდა,რომ ზუსტად იქიდან ესმოდა ხოლმე ხმები.მე ჩემს დაქალს შევხედე,მეგონა შიშისგან მოვკვდებოდი.მერე კაკუნი ისევ გაისმა,და ისევ.ჩემი მეგობარი დედამისის დასაძახებლად გავიდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ის სადღაც იყო წასული.ჩვენ გვეშინოდა,ვიღაც ძალიან დიდი ძალით აკაკუნებდა კედელზე.ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ოთახში წასვლა.”მივხოხდით”…კაკუნი ცოტა ხნით შეჩერდა..მაგრამ როდესაც კარს მივუახლოვდით ისევ დაიწყო..მე კარს მივადე ხელი,ვიბრაცია საშინელი იყო,და უცებ პირდაპირ ჩემს წინ რაღაცამ გაიქროლა.ჩვენ კივილით გავვარდით სხვა ოთახში.როგორც კი დედა მოვიდა,ყველაფერი დასრულდა..ჩემი მეგობარი ამბობდა,რომ მას ნანახიც კი ყავს მოჩვენება,ეს ქალია.ახლა ძალიან მეშინია მასთან წასვლა და ვუთანაგრძნობ კიდევაც2.ვინმე ჰელგა წერს : ეს ისტორია 20 წლის წინ მოხდა,
როდესაც 6 წლის ვიყავი.
მე ჩემს ოჯახთან ერთად ახალი გაასული ვიყავი ახალ ბინაში.იმის
გამო რომ ბევრი ავეჯი არ გვქონდა,მე ჩემს მშობლებთან ერთად
მეძინა საწოლში.ასევე ოთახში წიგნების მაგიდა და ტახტი იდგა,
სადაც ჩემს დას ეძინა.ასევე ზაზუნა გვყავდა რომელიც გალიაში
ამავე ოთახში ცხოვრობდა.ერთხელ ღამით
გამეღვიძა,რატომ?მე თვითონაც არ ვიცი.მთვარე
ისე კარგად ანათებდა,რომ ოთახში ყველაფერი
ჩანდა,როგორც დღისით.....

ვწევარ და მესმის როგორ იღება წიგნების კარადა,თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა,მაგრამ მერე კარები მოჯახუნდა ხმაურით.ვიფიქრე,ნეტა ვის მოუნდა ამ შუა ღამეს კითხვა-თქო.საწოლზე წამოვჯექი და ვხედავ ჩემს თვალწინ როგორ იღება და იხურებაა(თავისით) კარები.ისევ ვწვები და სეტყვასავით მომდის ცრემლები შიშისგან.მშობლების გაღვიძება ვცადე,მაგრამ რატომღაც ვერ იღვიძებდნენ.ამ დროის განმავლობაში კარები იღება და იხურება.მე ვწევარ,ვტირივარ და შიშისგან განძრევაც არ შემიძლია.ჩემი თავი რომ დამემშვიდებინა,ვამბობდი ეს ზაზუნა გამოძვრა გალიდან და არ იცის რით დაკავდეს და ერთობა-თქო.ასეთი ფიქრებით ჩამეძინა.დილას როდესაც გავიღვიძე მშობლებს მოვუყევი,მათ თქვეს რომ არაფერი არ გაუგიათ,და რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა.მაგრამ მე ხომ ეს ზუსტად ვიცოდი და ვხედავდი ჩემი თვალებით.ხო ზაზუნა კი იმავე ადგილას იყო სადაც უნდა ყოფილიყო,ამიტომ ჩემი ჰიპოთეზა არასწორი აღმოჩნდა

კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1064 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე