პარასკევი, 10.05.2024, 08:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » კვაზარი, ვარსკვლავთა მბრძანებელი!
12:05
კვაზარი, ვარსკვლავთა მბრძანებელი!

კვაზარი ძირითადად ჩნდება მაშინ, როდესაც 2 გალაქტიკა ერთმანეთს დაეჯახება და წარმოიქმნება 1 დიდი გალაქტიკა, როგორც მე ვიცი ჩვენი გალაქტიკა "ირმის ნახტომი” ეჯახება სხვა გალაქტიკას მშვილდოსნის თანავარსკვლავედს და აი მაშინ დაიწყება ჩვენი "ერთიანი გალაქტიკის” დასასრულის დასაწყისი, თუ რატომ ამას ეხლავე გაიგებთ .

როგორც ზემოთ ავღნიშნე გალაქტიკების ცენტრში არის შავი ხვრელი, კვაზარის შემთხვევაში ეს არის ზემასიური შავი ხვრელი რომელიც მზეზე 100 მილიონჯერ, ან უფრო მეტჯერ მძიმეა.თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შავი ხვრელი არის სხეული რომელიც ყველაფერს ითრევს და მერე შთანთქავს. ნორმალური შავი ხვრელის რადიუსი რამდენიმე კილომეტრია მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის იმაში, რომ ჩვენ მზეზე დიდი ვარსკვლავი ჩაყლაპოს =), ხოლო ზემასიური შავი ხვრელები,დამიჯერეთ გაცილებით დიდია ჩვენს მშობლიურ მზეზე. კვაზარი იბადება მაშინ როდესაც ის დაიწყებს მატერიის ჩათრევას და ამის შემდეგ მას ვეღარაფერი გააჩერებს. კვაზარი ვარსკვლავებს, პლანეტებს და სხვა ციურ სხეულებს ითრევს იქამდე სანამ მათგან აღარაფერი დარჩება, ხოლო ეს გალაქტიკა განწირულია სამუდამოდ, იგი ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მიექანება სრული მოსპობისკენ. როგორც ცნობილია შავი ხვრელის ცენტრში არის სინგულარობის წერტილი, იქ არ მოქმედებს არანაირი ფიზიკური კანონი, არ არის დრო, მატერია და სივრცე. ყველაფერი,რაც შიგნით მოხვდება იკარგება სამუდამოდ და არავინ არ იცის სად.

კვაზარის ირგვლივ მატერია ისეთი სიჩქარით ბრუნავს, პლაზმურ მდგომარეობაში გადადის და იქ ტემპერატურა მზის ცენტრში არსებულ ტემპერატურაზე რამდენჯერმე მაღალია, ხოლო ენერგია რომელსაც კვაზარი გამოიმუშავებს 1 წამში,10 მილიარდჯერ მეტია მზის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე.

სურათებში ჩანს რომ კვაზარის ცენტრიდან 2 საპირისპირო მიმართულებით გამოდის სხივი, ეს არის კვაზარის კუდები. წარმოიდგინეთ კვაზარი ისეთი სიმძლავრით და ინტენსივობით ითრევს ირგვლივ მატერიას, რომ მთლიანად ვერ ახერხებს მის ჩაყლაპვას და წარმოიქმნება "ზასორი” =] ხოდა სად უნდა წავიდეს ეს ზედმეტი მატერია თუ არა ისევ კოსმოსში, სწორედ ამ 2 კუდის სახით. ეს კუდები შედგება ვარსკვლავების ნარჩენებისგან (მტვერი, გაზი). ეს ზედმეტი მატერია თითქმის სინათლის სიჩქარით გამოიტყორცნება და ზომას რომელსაც ისინი აღწევენ ასობით და ათასაობით სინათლის წლის მანძილზეა გაბნეული, უფრო კარგად რომ გაერკვიოთ ამ მანძილის მნიშვნელობაში გეტყვით რომ მმზისგან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი სულ 2 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენგან, ანუ სინათლის სიჩქარით (300 000 კმ/წამში) უნდა ვიაროთ 2 წელი =))))))). ამასთან ერთად კვაზარი არის ყველაზე კაშკაშა ობიექტი მთელს სამყაროში, მისი სიკაშკაშე რამდენიმე გალაქტიკას უჯოკრავს!

კვაზარი არის ყველაზე ძლიერი, საინტერესო, გამანადგურებელი და უცნაური ობიექტი მთელს სამყაროში. ნამდვილი ვარსკვავების მბრძანებელი!
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1193 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე