პარასკევი, 10.05.2024, 19:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2011 » მარტი » 12 » ივატას პრეფექტურაში მატარებელი გაუჩინარდა
08:54
ივატას პრეფექტურაში მატარებელი გაუჩინარდა
ივატას პრეფექტურაში მატარებელი გაუჩინარდა. გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არაა მატარებელი სამგზავროა თუ სატვირთო.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია პრეფექტურა მიაიგიში სამგზავრო მატარებლის გაუჩინარების შესახებ. კომპანია JR -ის (Japan Railways) სამგზავრო მატარებელი მიაიგის პრეფექტურის ცენტრალური ქალაქი სენდაინდან ნობირუს სადგურისკენ მიემართებოდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.

ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურიდან რადიაციის დონე იზრდება. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.

„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.

მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.

თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1182 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე