პარასკევი, 10.05.2024, 00:06
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2011 » მარტი » 12 » იაპონიაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა
08:55
იაპონიაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა
იაპონიის ჩრდილო-დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრა კუნძულ ჰონსიუზე, ნიგატას პრეფექტურაში, თბილისის დროით 22:59 საათზე, დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.

ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე იზრდება. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.

„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.

მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი.

მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.

თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.


კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1082 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე