პარასკევი, 10.05.2024, 19:53
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2011 » მარტი » 4 » ასტრონომული მიღწევები 2010
13:03
ასტრონომული მიღწევები 2010
სტრონომული სიახლეები ყოველთვის პირველ ადგილს იკავებენ მეცნიერული თემატიკის მასმედიურ წყაროებში. ასეთი აღმოჩენები გამოირჩევიან მასშტაბურობით და რომანტიული იდუმალებით. 2010 წელს ასტრონომებმა არაერთხელ გაამართლეს მეცნიერული ინფორმაციით დაინტერესებული მკითხველის იმედები - მაგალითად, სამყაროს ყველაზე უშორესი ობიექტის აღმოჩენა(ანუ ყველაზე ხნიერის).

ეს არის გალაქტიკა UDFy-38135539, რომელიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის მერე ჩამოყალიბდა( ანუ ახლა 13,1 მილიარდი წლისაა), მან შეცვალა წინა რეკორდსმენი - გამა ანთება ასაკით 13 მილიარდი წელი(ეს ანთება მოხდა ადგილზე, სადაც გალაქტიკა ვერ აღმოაჩინეს).
სხვა რეკორდებიდან აღსანიშნავია ყველაზე მძიმე ვარსკვლავი, ყველაზე ახალგაზრდა(იმყოფება ჩამოუყალიბებელ და პროტოვარსკვლავის სტადიებს შორის), ყველაზე მასიური ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც ვერ ჯდება ასეთი ობიექტების ფორმირების შესახებ არსებულ თეორიებში, ყველაზე ახალგაზრდა ეკზოპლანეტა,ის დაახლოებით 36 მილიონი წლისაა.
ამას გარდა, გასულ წელს, როგორც ასტრონომები აცხადებენ, მათ შეძლეს შავი ხვრელის გაჩენის პროცესზე დაკვირვება - 1997 წელს გალაქტიკა M100-ში მოხდა ზეახალის ანთება, რამაც მის ადგილზე შავი ხვრელის წარმოქმნა გამოიწვია, ტელესკოპებმა ხვრელისთვის დამახასიათებელი სიგნალი შემდგომ წლებში დააფიქსირეს. 2010-ში მოხდა ეკზოპლანეტის სპექტრის პირდაპირი გაზომვა. იმის მიუხედავად, რომ პირველი პლანეტა სხვა ვარსკვლავთან ჯერ კიდევ 1992 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი მათი რაოდენობა 500-ს აჭარბებს, მეცნირები მათ ირიბი მეთოდებით იკვლევენ(ანუ არც ისე საიმედო). პლანეტების სპექტრის შესწავლა პირდაპირი დამზერით შეუძლებელი იყო, რადგან მას ახშობდა თავისივე ვარსკვლავის ელვარება. მაგრამ 2010 წელს ასტრონომებმა მოძებნეს ამ პრობლემის დაძლევის ხერხი. ეკზოპლანეტების სპექტრების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია პლანეტების და მათი ატმოსფეროების ქიმიურ შემადგენლობაზე.
2010 წელს ასტრონომებმა მოძებნეს და მაშინვე დაკარგეს სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტა Gliese 518g. სამაგიეროდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ არასაიმედო Gliese 518g-ის ”მეზობელ” პლანეტაზე შეიძლება იყოს წყალი თხევად მდგომარეობაში - მთავარი ელემენტი პლანეტის ჰიპოთეტურ მაცხოვრებელთათვის(მიკროორგანიზმები). Gliese 518g არც თუ ისე შორსაა დედამიწიდან - 20,5 სინათლის წელი.(ჰართლი2-ის ბირთვი. ფოტო NASA/JPL-Caltech/UMD).

ასტრონომები რა თქმა უნდა ახლო კოსმოსის კვლევითაც იყვნენ დაკავებულნი. NASA-ს აპარატმა სახელად Deep Impact, 4 ნოემბერს საკმაოდ ახლოს ჩაუფრინა, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ(700 კილომეტრი), კომეტა ჰართლი-2-ს(სექტემბერში მათ 60 მილიონი კილომეტრი აშორებდათ). მიახლოების დროს აპარატმა გადაიღო უამრავი ფოტო, რომლებსაც ასტრონომები ახლაც იკვლევენ. აპარატმა დაადგინა, რომ ჰართლი-2-დან ორთქლდება ნახშირმჟავა გაზი და არა გაყინული წყალი, ასევე ის, რომ მისი ზედაპირიდან კოსმოსში იფრქვევიან ციანიდები.
კიდევ ერთი ახლოს მყოფი ობიექტი, რომელიც სურპრიზებით გამოირჩეოდა არის მთვარე. 2009 წელს მასზე ნასამ ერთბაშად ორი ”ჭურვი” ჩააგდო, რომლებმაც მტვრის ღრუბლები წარმოქმნეს. ბომბარდირებიდან ორი თვის მერე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ”ჭურვების” ზედაპირზე დაცემის შედეგად ამოფრქვეულ გრუნტში არის წყალი. უფრო გულდასმით კვლევის მერე გაირკვა, რომ ზოგან წყალი უფრო მეტია ვიდრე უდაბნო საჰარაში. ამას გარდა, რეგოლითი, როგორც მთვარის ზედა ფენას უწოდებენ, ვერცხლის, მაგნიუმის, სინდიყის,კალციუმის, ნახშირბადის მონოოქსიდის და სხვა ნივთიერებათა სოლიდურ მარაგებს შეიცავს. ამ წელსვე გაკეთდა მთვარის ზედაპირის ყველაზე ზუსტი რუქა.
აღსანიშნავია კალიფორნიაში არსებულ ტბაში ბაქტერიების აღმოჩენა, რომლებიც ფოსფორის მაგივრად დარიშხანს იყენებენ დნმ-ის ”მშენებლობისთვის”. ეს არის დასტური იმისა, რომ სიცოცხლე სამყაროში შეიძლება არსებობდეს არა მარტო იმ სახით, როგორიც არის დედამიწაზე. თუმცა ძალიან მალე, ”უცხოპლანეტელების” ამბავი აღმოჩენის ავტორთა კოლეგებმა გააკრიტიკეს, აღმოაჩინეს რა სტატიაში სერიოზული დარღვევები. ასე, რომ ეს ფაქტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დამტკიცებული.
და ბოლოს, 2010 წელს დედამიწაზე მოხვდნენ ნაწილაკები სრულიად არამიწიერი ობიექტიდან - ზონდმა ”ჰაიაბუსამ” პატარა კონტეინერით ჩამოიტანა 1,5 ათასამდე მტვრის ნაწილაკი ასტეროიდ იტოკავადან. ადამიანების მიერ შექმნილი აპარატებიდან ”ჰაიაბუსა” გახდა პირველი, რომელმაც დედამიწაზე ასტეროიდის ფრაგმენტები ჩამოიტანა. საერთოდ კი, ზონდთა სიაში, რომელთაც არამიწიერი გრუნტი ჩამოიტანეს, ”ჰაიაბუსა” მეექვსე ადგილს იკავებს.

კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1163 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 კახაბერ გოგოლაშვილი  
0
ასე არ შეიძლება ძმებო. მოვითხოვ მოხსნათ astronet.ge-დან უკანონოდ გადმოკოპირებული ყველა სტატია. ლინკიც კი არ მიგიწერიათ, კანონებს რომ თავი დავანებოთ, ურთიერთპატივისცემა აღარ არსებობს?!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე