ორშაბათი, 20.05.2024, 22:30
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » მასალის არქივი
« 1 2 ... 13 14 15 16 17 18 »
1837 წელს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით ადამიანის მსგავსი ფიგურა შენიშნეს,რომელიც უცნაურად დახტოდა.შეშინებული თვითმხილველები მას
სხვადასხვაგვარად აღწერდნენ.ზოგიერთი ირწმუნებოდა რომ ფრთოსანი და
რქიანი ურჩხულ დაინახეს,ზოგიერთის თქმით კი იგი ძლიერი აღნაგობის მამ-
კაცი იყო,რომელსაც თავზე მუზარადი ეხურა და ლაბადა ეცვა.მას რატომღაც
ხტუნია ჯეკი(Spring Heeled Jack) შეარქვეს.

ხტუნია ჯეკი პირველად ფერმერის ქალიშვილს პოლი ადამსს, დაესხა თავს.
პოლი ლონდონის ერთ-ერთ ლუდხანაში მუშაობდა.ქალმა ყვირილი ატეხა და
მასთან ბევრმა მიირბინა საშველად,ჯეკმა კი ხტუნვით უშველა თავს.ერთი წლის
შემდეგ ხტუნია ჯეკის არსებობა სერ ჯონ ქევანმაც დაადასტურა.მან ერთერთი
თვითმხილველისგან წერილი მიიღო,რომელიც მას დახმარებას სთხოვდა.წერილი გაზეთში გამოაქვეყნეს და ამის მერე სხვებმაცგაბედეს დაწერა.იქამდე შეშინე-
ბულნი და დაბნეულნი იყვნენ,საკუთარი ამბის მოყოლას ვერ ბედავდნენ,ფიქრო-
ბდნენ,გიჟად ჩაგვთვლიანო.

ქევანის წერი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 966 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ერთი შეხედვით, ის 16 წლის, ლამაზი გოგონაა, მაგრამ მეორეს მხრივ მას აქვს ცხოვრება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მის სახეს, იგი ამ მეორე ცხოვრებაში ემსგავსება მონსტრს.. შეშლილს, რომლის დაკავება არავის არ შეუძლია. ბიანკას ტორეტის სინდრომი ჭირს, ყველაზე რთულ ფორმებში,რომელიც კი ექიმებს უნახავთ. გაუკონტროლებელი მოქმედებები, ტიკები,ყვირილი, ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გოგონას სინდრომს ახასიათებს. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 962 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ვისაც მაქციების ისტორია აინტერესებს…

მაქციებს ეძახიან ადამიანებს, რომლებსაც უნარი შესწევთ, ჯერ მგლებად გადაიქცნენ, შემდეგ ისევ ადამიანის სახე მიიღონ. თუ ამას ექიმის თვალით შევხედავთ, ფიზიოლოგიურად, ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ, როგორც იურისტებმა, ეს უნდა დავიჯეროთ, ვინაიდან იურისპუდენციის ისტორია სავსეა სასამართლო საქმეებით, მაქციებს სიკვდილს რომ უსჯიდნენ. თანაც მოწმეთა ჩვენებები, _ როგორც წესი, _ ერთსულოვანია და მათ უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანები იძლევიან, ეჭვსაც ვერ შეიტანთ, დამნაშავეებს, გარეული ცხოველების სახით ბოროტმოქმედებებს რომ სცადიოდნენ, მართლაც შეეძლოთ ხან ადამიანის, ხან ცხოველის სახის მიღება. დიახ, ერთი მხრიდან ეს "გადაქცევა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1041 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ჯორდანო ბრუნო (ბერად აღკვეცამდე – ფილიპე) – იტალიელი რელიგიური მოაზროვნე და პოეტი იყო. იგი გატაცებული იყო მაგიით და ასტრონომიით. დაიბადა 1543 წელს ქ. ნოლეში. 1563 წელს ბერად აღიკვეცა დომინიკანელთა ორდენში, მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ), მწვალებლად იქნა მიჩნეული და ამიტომ 1576 წელს იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. მოგზაურობდა ევროპაში, დროდადრო კითხულობდა ლექციებს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლექციების კითხვა აეკრძალა. 1592 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში, იგი დააპატიმრეს და ინკვიზიციას გადასცეს. 1600 წლის 17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო მწვალებლობისთვის და ბერობის აღთქმის დარღვევისათვის ინკვიზიტორებმა რომში კოცონზე დაწვეს.

როგორც მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ, მართლაც, დიდი გავლენა იქონია თავისი დროის ფილოსოფიური ტრადიციების განვითარებაზე და ამით – ახალი დროის მეცნიერების განვითარებაზეც. მხედველობაში გვაქვს ნიკოლოზ კუზანელის იდეა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა არისტოტელეს ფიზიკასა და კოსმოლოგიას; კუზანელის ეს ი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 999 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

"ფსიქოკინესიზი” ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას.

ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით. ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა, რომ ტელეკინეზისი პარაფსიგოლოგიის ერთგვარი ასპექტია. პარ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 903 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

რუს კოსმონავტებს უცხოპლანეტელები არ უნახიათ, მაგრამ მათი არსებობის სჯერათ.

ცნობილ კოსმონავტ გიორგი გრეჩკოს, რომელიც სამჯერ იყო კოსმოსში, არ უნახავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ან უცხოპლანეტელები, მაგრამ სჯერა, რომ ისინი არსებობენ.

"მე ძალიან მინდოდა დამენახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ან უცხოპლანეტელები, მაგრამ ჯერ ეს არ მომხდარა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ისინი ვიპოვო”, - თქვა საბჭოთა კავშირის ორგზის გმირმა ოთხშაბათს კლუბ "Гость ученый"-ს შეკრებაზე პეტერბურგში კოსმონავტების დღის აღნიშვნამდე ცოტა ხნით ადრე.

"არსებობს ირიბი მტკიცებულება (უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ), მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ოცხოპლანეტელები არიან”, - დასძინა მან.

გრეჩკო, რომელმაც 20 წელი იმუშავა კოსმოსურ სფეროში, იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ფანტასტიკით და მისი აზრით, სწორედ ფანტასტიკური ნაწარმოებები დაეხმარა სამყაროს აღქმის ფორმირებაში.

"ფანტასტიკური ნაწარმოებების ავტორთა წყალობით კოსმოსში წავიღე წიგნები: სტრუგაცკის "ძნელია იყო ღმერთი” და ლარიონოვის "ლეო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 935 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

მარსი



მასა _ 6,42 * 1023 კგ

დიამტერი _ 6786 კმ

სიმკვრივე _ 3,934 გრ/სმ3

ზედაპირის ტემპერატურა _ -250C-დან +250C

დღე-ღამის ხანგრძლივობა _ 24,62 სთ

საშუალო მანძილი მზიდან _ 227,9 მილ.კმ

ორბიტის ბრუნვის პერიოდი _ 687,0 დედამიწის დღე-ღამე

ეკვატორის დახრილობა ორბიტასთან _ 250121

ორბიტის ექსცენტრისიტეტი _ 0,093

აღმავალი კვანძის გრძედი _ 490381

ორბიტის დახრილობა ეკლიპთიკთან _10511

ორბიტის მოძრაობის საშუალო სისწრაფე _ 24,22 კმ/წმ

მანძილი დედამიწიდან _ 56-დან 400 მილ.კმ-მდე

აღმოჩენილი თანამგზავრების რაოდენობა _ 2



მარსის ზედაპირზე დამზერილი მოვლენებისთვის აშკარად დამახასიათებელია სეზონურობა, რაც მისი ბრუნვის ღერძის ეკლიპტიკისადმი სათანადო დახრითაა განპირობებული (როგორც დედამიწის შემთხვევაში). მარსის სეზონები უფრო ხანგრძლივია, ვიდრე დედამიწისა, რადგანაც მარსის წელიწადი ანუ მზის ირგვლივ მისი ერთი სრული გარემოქცევის პერიოდი 687 დღე-ღამეს ეტოლება. სამაგიეროდ, მარსსა და დედამიწაზე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1204 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...

ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში

...

ჰალალი ( ნებადართული)

მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოვე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 996 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

უძველესი დროიდან, მსოფლიო კაცობრიობას სამი ფაქტორი ამოძრავებს, პოლიტიკა, ბიზნესი, რელიგია. ყველა ამ სფეროში, ადამიანები აქტიურად არიან ჩართულნი. ბიბლიაში ეს სამი ფაქტორი მოიხსენიება შემდეგნაირად: პოლიტიკა-მეფეებად, ბიზნესი- ვაჭრობად, ხოლო ცრუ რელიგია- მეძავ ქალად. ეს არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას. ქალი მაშინ ხდება მეძავი, როდესაც ის არღვევს ერთგულების პრინციპს. ზუსტად ასევე დაარღვიეს ერთულება რელიგიებმა, რომლებიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან და შორს დგანან ბიბლიის ნორმებისაგან. ბიბლიის ბოლო წიგნი გამოცხადება, ნათლად გვიჩვენებს ამ მეძავის სახეს: ,,დიაცი შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებით და მარგლიტებით, ხელთ ჰქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძვის სიბილწით და უწმინდურებით სავსე. მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: ,,დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა''. (გამოცხადება 17:4--6).გამოცხადების ამავე თავში ნათლად ჩანს, რომ ეს მეძავი, ზის შავწითელ მხეცზე. ეს მხეცი განასახიერებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1277 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (2)

მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული _ ქართლის სამეფო და (ბერძნ. იბერია) დასავლურ ქართული _ ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 903 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე