კვირა, 12.05.2024, 19:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31
კვანტური მექანიკა (ტალღური მექანიკა) — თეორია, რომელიც ადგენს მიკრონაწილაკებისა (ელემენტარული ნაწილაკების, ატომების, მოლეკულების, ატომთა ბირთვების) და მათი სისტემების (მაგ., კრისტალების) აღწერის ხერხებსა და მოძრაობის კანონებს, აგრეთვე ნაწილაკებისა და სისტემებისათვის დამახასიათებელ სიდიდეთა კავშირს მაკროსკოპული ცდის დროს უშუალოდ გაზომილ ფიზიკურ სიდიდეებთან.

კვანტური მექანიკა ცნებათა სისტემის და მისი ადეკვატური მათემატიკური აპარატის სინთეზია, რომელიც აუცილებელია და საკმარისი შესაბამისი ფიზიკური სისტემების და მათი მოძრაობის დამახასიათებელი ყველა დამზერადი სიდიდის აღწერისათვის. კვანტური მექანიკის კანონები ნივთიერების აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ამ კანონებით აიხსნა ატომების და ატომბირთვების აგებულება, გაირკვა ქიმიური ბმის ბუნება, გასაგები გახდა, თუ რა კანონზომიერება განსაზღვრავს ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტების განლაგებას. რადგან ნი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია | ნანახია: 1117 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

დაოიზმი რელიგიურ–ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში ძვ.წ. VI ს-ში.მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"),რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინ".

ახ.წ.II ს-ში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას,რომელმაც იგივე სახელი-დაოიზმი მიიღო.მისი ძირითადი პრინციპებია დაო-ყოველი არსის დასაბამი კანონი,"საგანთა დედა",ქვეყნიერების მარადიული ცვლა,რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს ,არც ადამიანურ ძალას.ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს,დანებდეს,არ იმოქმედოს,იყოს პასიური,აშენოს მცენარეები და ცხოველები,თაყვანი სცეს კულტს,რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა,მკითხაობა.უზენაესი ღმერთია შინ-დი,ცის ღმერთი,იმპერატორთა ("ცის შვილთა") მამა,შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი,ღვთაებ ის რანგისა).ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმა, კონფუციანობამ და ქრისტიანობამ.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1550 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.

მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში [რედაქტირება]

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1013 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი" და „სამართალი", ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში". ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად.

ამ მეთოდით, შეკითხვათა სერია დაისმის, რათა გაირკვეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქვეცნობიერი რწმენები და მათი ცოდნის ხარისხი. სოკრატესეული მეთოდი ჰიპოთეტური გამორიცხვის ნეგატიური მეთოდია, სადაც უკეთესი ჰიპოთეზები ჩნდება კონფლიქტური ჰიპოტეზების მუდმივი გამოვლენითა და გამორიცხვით. მისი მიზანია აიძულოს ადამიანი შეაფასოს საკუთარი შეხედულებები და მათი საფუძვლიანობა.
ფილოსოფიური შეხედულებები [რედაქტირება]

სოკრატეს ფილოსოფიური ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1356 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (3)

სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები" („Socratis et Socraticorum Reliquiae") აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1086 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

Strand Craft 166 — შესანიშნავი იახტა, სიგრძეში დაახლოებით 50 მეტრის, შიგნით ჩაშენებული აქვს გარაჟი რომელშიც დგას უძვირფასესი მანქანა რომელიც ანვითარებს 305 კმ/სთ-ს.. იახტაში არის 8 ადამიანის ადგილი, 5 უმაღლესი დონის კაიუტა, თითოში 52 დიუმიანი ტელევიზორით, რომელიც იმართვება iPad-ით. ასევე იახტაზე არის ჟაკუზი. იახტას გააჩნია 2 ძრავა, თითო 5 766 ცხენის ძალით, ასევე სარაკეტო ამაჩქარებელი 5 600 ცხენის ძალის სიძლიერის.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 876 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე