პარასკევი, 10.05.2024, 09:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24
მორიგი რამდენიმე მისტიური ამბავი, რომლებმაც მათი განსაკუთრებულობის გამო მოიპოვეს პოპულარობა, ახსნა კი დღემდე ვერ მოუძებნეს


1. "ჩუპა” – ასე ეძახიან მფრინავ ობიექტებს, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ ბრაზილიის ტყეებს სტუმრობენ. მათ აღწერენ როგორ პატარა, მეტალისმაგვარი მასალის ობიექტებს. დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე – ხის წვეროების გასწვრივ და გამოსცემენ უცნაური ზუზუნის ხმას, ისევე როგორც მაცივარი ან ელექტროენერგიის ტრანსფორმერი. ადგილობრივი ხალხი ღარიბია და მამაკაცები ხშირად გამოდიან გარეთ ღამით სანადიროდ, ძირითადად ირემზე. ისინი აცოცდებიან ხეზე და ელიან მსხვერპლს. ჩუპების ხილვის ბედნიერებაც ძირითადად მათ აქვთ. მათი თქმით, როცა ჩუპას შეხედავენ, ის მკვეთრ თეთრ სინათლეს ასხივებს. რამდენიმე მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩუპა გამოეკიდა და მისი მოკვლა უნდოდა. თავის დაღწევის შემდეგ კი საშინელი ტკივილი აწუხებდათ, ზოგჯერ წლების განმავლობაში. გადმოცემით, ყველა ვერ ახერხებს თავის დაღწევას და ჩუპამ რამდენიმე ადგილობრივი იმსხვერპლა. მონადირეებმა ბევრჯერ სცადეს მათზე თავდასხმა, თუმცა ვერაფერი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1029 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.09.2010 | კომენტარი (0)

ბევრს ობობა გონია ერთი პატარა პრიმიტიული მწერი რომელიც ქსელის მეშვეობით იჭერს მსხვერპლს.ამ პოსტში ნახავთ ობობას კრეატიულობას მისი ნადირობის სტილების მეშვეობით

ობობის ბევრი ჯიში არსებობს მათ შორის ერთერთი ყველაზე საინტერესოა ქამანდის მსროლელი ობობა ბოლა.



ობობა ბოლა ნადირობას ორ ეტაპად ყოფს. პირველ ეტაპზე ამზადებს ქამანდს რომელსაც ბოლოში წებოვანი ნივთიერება აქვს და ელოდება მსხვერპლს. როდესაც მსხვერპლს შენიშნავს ის უშვებს სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს რომელიც მსხვერპლს იზიდავს. ბოლას სუსტი მხედველობა აქვს მაგრამ ის შეიგრძნობს ვიბრაციებს და არ უჭირს მსხვერპლის დაჭერა. მეორე ეტაპი იწყება როდესაც მსხვერპლი საკმარისად მოახლოვებული არის. ბოლა ქამანდს ისე სწრაფად ისვრის რომ ადამიანის თვალს მისი დანახვა არ შეუძლია. როდიესაც მსხვერპლი დაჭერილია ბოლა თავისკენ იზიდავს და კბენს. კბენისას სპეციალური შხამი მსვერპლის პარალიზებას ახდენს და ბოლა მას სპეციალურ ქსელში ახვევს რომლის მეშვეობითაც მსხვერპლი დღეების მანძილზე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 952 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.09.2010 | კომენტარი (1)

გამარჯობა. როგორც იქნა მოვიცალე და დღეს პოსტს სხვა და სხვა აუხსნელ შემთხვევებზე შემოგთავაზებთ.

1. გომბეშოები ქვანახშირში.



ოფიციალური წყაროების მიხედვით, სამხრეთ ამერიკაში დაახლოებით 90 ასეთი აუხსნელი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქვანახშირის ფენებში სრულიად დაფარული, მაგრამ ცოცხალი ამფიბიები აღმოაჩინეს. 90-დან 40 შემთხვევაში ისინი ბაყაყები ან გომბეშოები იყვნენ. მათი ადგილსამყოფელი სავსე იყო ლორწოვანი ნივთიერებით, რომელსაც რუხი ან უფრო ხშირ შემთხვევაში თეთრი შეფერილობა ჰქონდა. ამფიბიების ჰაერზე გამოყვანის შემდგომ აშკარად ვითარდებოდა სუნთქვის პრობლემები. უმეტეს შემთხვევაში გამოყვანის შემდეგ ისინი 34-დან 72 საათამდე დროში კვდებოდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე მათგანი ახალ საცხოვრებელ პირობებს შეეგუა და გადარჩა.

ლოგიკურად ქვანახშირში აღმოჩენილი ცოცხალი გომბეშოების შემთხვევა აუხსნელი მოვლენაა. მით უმეტეს მეცნიერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ქვანახშირის ეს ფენები ასობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ხოლო როგორ აღმოჩნდნენ იქ ბაყაყები ან როგორ ძლებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 881 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.09.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე