პარასკევი, 10.05.2024, 14:48
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16
მთვარე მხოლოდ იმისთვის არ არის რომ ღამე ანათოს…

ეს პოსტი პირველი იქნება ჩემ ახალ პოსტების სერიებში – "რა იქნებოდა…”.

უმრავლესობისთვის მთვარე მხოლოდ მრგვალი ბრჭყვიალა "რაღაცაა” რომელის მთავარი დანიშნულება რომანტიკული გარემოს შექმნაა, თუმცა მთვარე გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ღამის ცის დეკორაცია.

დედამიწის გაჩენიდან 30 მილიონი წლის შემდეგ დედამიწას დაახლოვებით მისი ზომის პლანეტა დაეჯახა, ეს მოვლენა შესაძლოა ყველაზე იღბლიანი მოვლენა იყოს დედამიწის ისტორიაში, რადგან ამ შეჯახების შედეგად წარმოიშვა მთვარე.

მთვარე იმდენად მნიშვნლოვანია რომ მეცნიერები ორ დედამიწას გამოყოფენ -”პირველი დედამიწა” (Earth, mark 1) მთვარის წარმოშობამდე და "მეორე დედამიწა”, მთვარის წარმოშობის შემდეგ (Earth, mark 2) , რადგან "პირველი დედამიწა” სრულიად განსხვავებული იყო ვიდრე "მეორე დედამიწა”. დედამიწა-მთვარის "დუეტი” უნიკალურია მთელ მზის სისტემაში, რადგან სხვა პლანეტებს არ აქვთ ისეთი ზომის თანამგზავრები რომლებსაც შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს მათზე, ზოგიერთს კი საერთოდ არ აქვს თანამგზავრ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1178 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 16.09.2010 | კომენტარი (0)

ბევრ თქვენგანს ექნება ნანახი კინოფილმი JAWS, რომელშიც დიდი თეთრი ზვიგენები ატერორებენ ზღვას და სანაპიროებს. სინამდვილეში ისინი არც თუ ისე აგრესიულები არიან როგორც მაგ ფილმში აჩვენა სტივენ სპილბერგმა, მაგრამ მათთან ბანაობა მაინც არ ღირს :D. მოკლედ ბევრს არ ვილაპარაკებ და გადავალ პირდაპირ მათ დახასიათებაზე

დიდი თეთრი ზვიგენი ბინადრობს ყველა ოკეანეში ჩრდილო-ყონულოვანის გარდა, და ასევე არც თუ ისე ცოტა მათგანი არის "შემძვრალი”
ხმელთაშუა ზღვაში, ბოსფორის სრუტის გავლით. ესეც რუკა მათი სანადირო ტერიტორიის:



თეთრი ზვიგენი დანარჩენი ზვიგენებისგან განსაკუთრებით გამოირჩევა ზომით, არის რამოდენიმე ინდივიდი რომლებმაც გაზრდა შეძლეს 6 მეტრამდე და 2,000 კილოგრამამდე,მათი უმეტესობა ბინადრობს კალიფორნიის სანაპირო ზოლზე სადაც ძალიან დიდი პოპულაციაა ზღვის ლომების, რომელთა მოკვლასაც 4 მეტრიანი ზვიგენი ვერ მოახერხებს, სწორედ ამ ზღვის ლომების ხარჯზე შეძლეს გაზრდა 6 მეტრამდე და ეხლა მათთვის ამათი მოკვლა პრობლემა არაა. საშუალო ზომა თეთრი ზვიგენის 4-5 მეტრია, წონა: 800-1500 კილოგრამი. გინე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 3181 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 16.09.2010 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
მოძებნე