ორშაბათი, 13.05.2024, 22:14
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მაისი » 05
მენცირებემა დადაგნიეს, რომ კითვხასის ადმაინაის თვალი ისეა მოწყობილი,რომ მთავარია სიტყვებში პირველი და ბოლო ასო იყოს თავის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ასოები თუნდაც არეული,სიტყვას მაინც სწორად წაიკითხავ! არ გჯერათ, გადახედეთ ამ წინადადების პირველ სიტყვებს!
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 911 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (2)

ქალის ნეიტრალური ანუ ძირითადი, სასაუბრო ბგერა ჩვეულებისამებრ მამაკაცისაზე მაღალია. ეს იმიტომ, რომ მამაკაცის სახმო სიმები უფრო გრძელია, შესაბამისად, მათ შორის უფრო დიდი სივრცეა. რაც მეტია სივრცე, მით დაბალია ბგერა. ანალოგიური ვითარებაა ჩასაბერ საკრავებშიც: ფლეიტას დიაპაზონი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტომბონისა. თუკი ადამიანს მუსიკალური სმენა აქვს და ვოკალის დამუშავება სურს, ვოკალისტი მის ყელის კუნთებს ავარჯიშებს. სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობა სხვადასხვაგარ ბგერას მოითხოვს. არსებობს სასიმღერო ტექნიკის 3 ძირითადი ფორმა: ყელის, დიაფრაგმის, შერეული. ყელისმიერი ვოკალი ძირითადად გამოიყენება პოპ და როკ მომღერლებისათვის. მათი მუსიკა მოითხოვს მკვეთრ, ბასრ და ხისტ ბგერას. ასეთი ტექნიკით მღერის დროს ყელის კუნთები ისეთნაირად იკუმშება, როგორც ჩვეულებრივი საუბრისას. დიაფრაგმის ვოკალი კლასიკური ჟანრის მუსიკაში გამოიყენება. ოპერის მომღერლისათვის დიაფრაგმით სიმღერა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გამოსცემს იმ ვიბრაციულ და ნარნარა ბგერას, რომელსაც საოპერო ჟანრი მოითხოვს. ასეთი ტექნიკით მღე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1078 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (0)

კომპიუტერული ვირუსი "წითელი პარასკევი” 13 დეკემბერს პარასკევ დღეს მოდის მოქმედებაში.
კრიკეტი ინგლისური თამაშია, პესაპოლო ფინური, იონა რუმინული.
ტროას ომი 10 წელი გაგრძელდა. ჰომეროსის "ილიადაში” ამ ომის ბოლო 54 დღეა აღწერილი.
ძველ საბერძნეთში ბაზარში მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ.
"ვეფხისტყაოსანი” იაპონურად იპიე ფუკურუმ თარგმნა.
სათამაშო რულეტის ციფრთა ჯამი 666 უდრის.
ჰანიბალმა 4 ენა იცოდა, მითრიდატე პონტოელმა 22.
უვნებელ გველს თვალის გუგა მრგვალი აქვს, შხამიანს ოვალური.
მამლების ბრძოლას გალიერა ჰქვია.
საჭურისები არ მელოტდებიან.
კვირკველია ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარია.
მორდეხაი ლევი კარლ მარქსის ნამდვილი სახელი და გვარია.
კანიბალთა აზრით, ქალის ხორცი მამაკაცის ხორცზე უფრო გემრიელია.
მარათონის დისტანცია 42 კილომეტრია და 195 მეტრი.
ქალაქი ერევანი ერეკლე მეორეს ყოველწლიურად ხარკის სახით 3.000 თუმანს უხდიდა.
ამერიკელებმა რუსებს ალიასკაში 7 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაუხადეს.
რომაელებს 1 აპრილი სისულესის დღეთ ჰქონდათ გამოცხადებული.
კოღო წა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 975 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (0)

ყველა ქვეყანაში ქვრივი მოწიწებასა და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ინდოეთში პირიქითაა – უკეთეს შემთხვევაში, ქვრივებს ამცირებენ, უფრო ხშირად კი, მეუღლის გვამთან ერთად, ცოცხლად წვავენ და ამ რიტუალს სატი ჰქვია. გადმოცემის მიხედვით, სატი შივას ცოლს, მეფე დაკშარაჯაპატის შვილს ერქვა. ერთხელ, მეფის წვეულებაზე შვილი და სიძე დაუპატიჟებლად მივიდნენ. დაკშარაჯაპატიმ შივა სტუმრების თანდასწრებით დაამცირა, მისმა ცოლმა ეს ვერ აიტანა და თავი ცეცხლში დაიწვა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ქვრივების ცოცხლად დაწვის ტრადიცია.არსებობს მეორე ვერსიაც,რომელსაც "ჯოხარი” ჰქვია. შუა საუკუნეებში, როცა მტერი ქალაქს ალყაში მოაქცევდა და მეომრებს და მპყრობლებთან გამკლავება აღარ შეეძლოთ, მტრის ნადავლი რომ არ გამხდარიყვნენ, ქალები და ბავშვები ერთ შენობაში იკრიბებოდნენ და თავს იწვავდნენ.

თავდაპირველად, სატის რიტუალს მხოლოდ თავადები მიმართავდნენ, მაგრამ მას მერე, რაც სამხრეთ ინდოეთი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 975 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 05.05.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე