ორშაბათი, 13.05.2024, 21:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » აპრილი » 20
შემთხვევა, რომლის შესახებაც გიამბობთ, 26 წლის წინ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის სასაზღვრო ზონაში მოხდა. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთს ეშმაკმა უწყის რაზე ეომებოდა, ქვეყნის შიდა სამხედრო საქმეები ხშირად ისე უყურადღებოდ რჩებოდა რომ ზოგიერთ შემთხვევას, რომელიც ყურადღების მიქცევას ასე თუ ისე საჭიროებდა, ზერელედ "გაატარებდნენ” და თუ "გატარება” აღარ გამოვიდოდა მაშინღა მიაქცევდნენ ყურადღებას როცა უკვე ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. რა თქმა უნდა ლაპარაკია მხოლოდ ისეთ სიტუაციებზე, რომელთა მოხსენიებასაც არავინ ითხოვდა ზემდგომ ორგანოებთან პატაკებში. ამ კონკრეტულ შემთხვევას კი ნამდვილად შეიძლება ეწოდოს პასუხისმგებელ პირთაგან უყურადღებობის ყველაზე დიდი ზეიმი და ამავე დროს საქართველოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში მომხდარი ერთერთი ყველაზე დაუჯერებელი და შემზარავი ამბავი.

ის სასაზღვრო შენაერთი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. იმ მომენტისთვის ე.წ. "ზასტავაზე” ერთი ასეული იყო და ასე თუ ისე თავის ფუნქციებს ნორმალურად ასრულებდა. მორიგეობის საათები როგორც ყველგან, აქ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 989 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 20.04.2010 | კომენტარი (1)

1624 წელს ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბას პირველის ბრძანებით, წამებით მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შაჰი შეყვარებული ყოფილა ქეთევან დედოფალზე და ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ ამ გზით იძია შური. ამ და სხვა ვერსიებზე, აგრეთვე, იმაზე, თუ რა ბედი ეწია შემდგომში დედოფლის წმიდა ნაწილებს, გვესაუბრება ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე:

– ქეთევან დედოფალი დაიბადა 1575 წელს, ქართლის დიდი თავადის – აშოთან მუხრანბატონის ოჯახში. 14 წლის ასაკში იგი ცოლად შერთეს კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ვაჟს – დავითს. 1601 წლის ოქტომბერში უფლისწულმა დავითმა ალექსანდრე მეორე აიძულა, ტახტიდან გადამდგარიყო და ბერად აღკვეცილიყო, რის შემდეგაც თავად შეუდგა სამეფოს მმართველობას. მომავალ წელს დავით პირველი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევან დედოფალს დარჩა ქალ-ვაჟი: თეიმურაზი და ელენე. კახეთის სამეფო ტახტზე ალექსანდრე მეორე დაბრუნდა. თუმცა, არც მას ეწერა დიდი დღე: 1605 წლის 12 მარტს ირანში, შაჰ-აბას პირველის კარზე აღზრდილმა და გამაჰმადიანებულმა კონსტანტინე მირზამ ღალატით მოკლა მამა – მეფე ალექსანდრე და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 965 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 20.04.2010 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
მოძებნე