ორშაბათი, 13.05.2024, 11:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » აპრილი » 10
თითქმის ყოველმა მეექვსე რესპონდენტმა განაცხადა, რომ იმპლანტაციისთვის მზადაა, რადგან ავარიის ან სიცოცხლისთვის სხვა სახიფათო ვითარებაში მისი დროულად აღმოჩენა და გადარჩენა შეძლონ

ყოველი მეოთხე გერმანელი – გამოკითხული 1000 ადამიანიდან 23% – მზადაა კანქვეშ მიკროჩიპი ჩაიდგას, თუ ეს მას ”განსაზღვრულ სარგებელს” მოუტანს, ამის შესახებ IT-კომპანია ”BITKOM”-ის გერმანული ასოციაციის მიერ ჩატარებულ სოციალურ გამოკითხვაზე დაყრდნობით სააგენტო AFP იტყობინება.

თითქმის ყოველმა მეექვსე რესპოდენტმა განაცხადა, რომ იმპლანტაციისთვის მზადაა, რადგან ავარიის ან სიცოცხლისთვის სხვა სახიფათო ვიათარებაში მისი დროულად აღმოჩენა და გადარჩენა შეძლონ. გამოკითხულთა 5% კი ფიქრობს, რომ მიკროჩიპი მას ვაჭრობას გაუადვილებს.
თუმცა უმრავლესობამ – რესპოდენტთა 72%-მა – განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება კანქვეშ მიკროჩიპის ჩადგმას.

გამოკითხვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელექტრონული ტექნიკის უდიდესი საერთაშორისო გამოფენის – CeBIT-ის გახსნის წინ ჩატარდა. გამოფენის გახსნის წინა დღეს მომხმარე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 943 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (4)

ლეონარდო და ვინჩი ისტორიას,უპირველეს ყოვლისა, შემორჩა როგორც მხატვარი, მაგრამ ის მრავალმხრივი პიროვნება იყო. როდესაც ლეონარდომ მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო მოროსადს წერილი მიწერა მისთვის შესაძლებელი პროფესიების ჩამოათვალით ( მექანიკა, ჰიდრავლიკა, სამხედრო ინჟინერია, დღესასწაულებისა და ფეიერვერკების მოწყობა), ქანდაკებასა და მხატვრობას მხოლოდ ამ ჩამონათვალის ბოლოს მოიხსენიებს. მართლაც, ლეონარდოს ამ ყველა სფეროში უნიკალური აღმოჩენები აქვს.

ანატომია

იტალიელი მხატვრები საგულდაგულოდ სწავლობდნენ ანატომიას. ლეონარდო და ვინჩიც არ ყოფილა გამონაკლისი. ცნობილია, რომ ის იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათ. ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.





ინჟინერია

ლეონარდო და ვინჩის დიდი მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 872 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (0)

მიუხედავად ადამიანის თავისუფლების შესახებ არსებულ შეხედულებათა სიჭრელისა, მაინც შეიძლება გამოიყოს ის უმთავრესი ნიშნები, რაც ყველა მათგანს მეტნაკლებად ახასიათებს. ასეთი ნიშნებია: ფატალიზმი, ვოლუნტარიზმი და დეტერმინიზმი.

1.ფატალიზმი
(ლათ. fatalis – ბედისწერით წინასწარ განსაზღვრული, საბედისწერო), მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, სამყაროს ყოველგვარი ხდომილობა და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება. განასხვავებენ სამი ტიპის ფატალიზმს: მითოლოგიურს, რელიგიურს და რაციონალისტურს. პირველს გარდაუვალობის საფუძვლად მიაჩნია ბედისწერა, მეორეს – ღმერთი, მესამეს კი – მიზეზობრიობის უწყვეტი ჯაჭვი.

ფატალიზმი თავისი კლასიკური სახით ანტიკურ სამყაროში ჩამოყალიბდა. ბერძნულ-რომაული პანთეონის ყველა ღვთაება, უპირობოდ ემორჩილება ბედიწერას. ამ შემთხვევაში თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი მოქმედება მკაცრადაა შემოსაზღვრული ბრმა ბედიწერის მიერ და ადამიანს ამ საზღვრებს გარეთ გას ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1008 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (1)

i182/0912/04/2f5a7ce6821a.jpg" alt="" width="320" height="320">Bloody Mary იგივე სისხლიანი მერი, ბევრი სხვა საშიში ლეგენდების მსგავსია. ყოველ წელიწადს მილიონობით ბავშვი (ძირითადად ამერიკაში) აკეთებს სისხლიანი მერის "ცერემონიას” იმის შესამოწმებლად მართლა გამოჩნდება იგი სარკეში და მოკლავს მას თუ არა.

ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. სისხლიან მერის ეძახიან ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1011 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (1)

სხვადასხვა სტატისტიკით, დედამიწაზე, მსოფლიო მასშტაბით, 20 მილიონი ადამიანია გაუჩინარებული, უგზო–უკვლოდ დაკარგული. მათ ასავალ–დასავალს ვერც კრიმინალისტებმა მიაგნეს და ვერც – დეტექტივებმა. არც კვალი არსებობს და არც რაიმე სამხილი. ისინი უბრალოდ გაქრნენ. მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ უცნაურად გაუჩინარებული ადამიანები რამდენიმე ხნის, ზოგჯერ თვეებისა და წლების შემდეგ, ბრუნდებიან, მაგრამ ვერაფერს იხსენებენ იმის შესახებ, თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელი მწერალი, აგატა კრისტი, რამდენიმე თვე იყო დაკარგული. მისი მანქანა იპოვეს, ის კი არსად ჩანდა. რამდენიმე თვის შემდეგ ერთ სასტუმროში მიაგნეს. მწერალმა ვერ გაიხსენა, იმ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა ან სად იყო.
გაუჩინარებული ადამიანების ფენომენი პარანორმალური მოვლენების პირველ ათეულშია შეტანილი. მეცნიერები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ. დაზუსტებით კი არავინ იცის, რასთან გვაქვს საქმე. უფოლოგების ვერსიით, ადამიანებს უცხოპლანეტელები იტაცებენ. ზოგიერთს, ვინც დაბრუნდნენ, კვლევა ჩაუტარეს. ჰიპნოზის ქვეშ რამდენ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 935 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (0)

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მეცნიერებას შეუძლია ახსნას აბსოლუტურად ყველაფერი, თუნდაც სამოთხის არსებობა იუწყება Newsweek.



სტატიაში გამოქვეყნებულია 2000 წელს ჟრნალ The Lancet-ში დაწერილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9-18 პროცენტამდე, კლინიკური ან დროებით სიკვდილისწინ მოყოფი ხალხი ხედავს ბნელ გვირაბს, რის ბოლოშიც არის სინათლე, ისინი ამ მომენტში ღმერთის ყოფნას გრძნობენ, ოდესღაც ნაცნობ გარდაცვლილ ან თუნდაც ცოცხალ ხალხს ხვდებიან, გრძნობენ უსხეულობას და დაბრუნებულნი იცვლებიან საკმაოდ.

მეცნიერი ენდრიუ ნიურბერგი აცხადებს, რომ გვირაბები და სინათლე იმით აიხსნება, რომ სიკვდილის წინ ადამიანი ჯერ წყვეტს პერიფერიული ზონების ხედვას, ნათელი შუქი კი შეიძლება იყოს, თვალის მიერ შუქის ცენტრში კონცენტრაცია.ჯე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 932 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე