ორშაბათი, 13.05.2024, 05:14
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » აპრილი » 09
ნანახია: 854 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (1)

KGB-ს საიდუმლო ლაბორატორია, რომელშიც საშინელი ცდები ტარდებოდა. და იგი დღესაც მოქმედია

ლაბორატორია "X”



1922 წელს "ლუბიანკის” მაშინდელმა შეფმა ფელიქს ძერჟინსკიმ ”ჩეკაში” საგანგებო საიდუმლო ბრძანების საფუძველზე, ლაბორატორია "X-ის” შექმნას ჩაუყარა საფუძველი და ამით მომწამვლელთა მთელი კოჰორტის შექმნის სანქცია გასცა. ეს საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და "ეფესბეს” განკარგულებაშია, ადამიანის მოწამვლის სხვადასხვა მეთოდებს ამუშავებს და "ეგზოტიკური” შხამების მიღებაზეა ორიენტირებული. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი გაუსტუმრებიათ საიქიოში "X-ში” დამზადებული წვენების, ღვინოების თუ საწამლავით გაჟღენთილ სხვადასხვა სასიკვდილო ნივთების მეშვეობით. სანაცვლოდ კი ეს მონსტრი-მეცნიერები საიდუმლო ბრძანებების საფუძველზე საკავშირო ორდენებს და პრემიებს იღებდნენ და ყველა იმ პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რაც მაშინდელი "მორჩილი” ელიტისთვის იყო დაწესებული. ამ ლაბორატორიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელმძღვანელი ჰყავდა. 1952-1969 წლებში "X-ს” პროფესორი პავლე მამონტოვი ხელმძღვანე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 1002 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (0)

1. როდესაც შენ, ხო ხო შენ უყურებ ანდრომედას გალაქტიკას (რომელიც დაშორებულია შენგან 2.3 მილიონი სინათლის წელიწადით) შენ უყურებ ამ გალაქტიკის 2.3 მილიონი წლის წინანდელ გამოსახულებას. (და რატო: როგორც მოგეხსენებათ სინათლის წელიწადი არის ის მანძილი რომელსაც სინათლე გადის 1 წელიწადში, როდესაც შენ თვალებით რამეს აღიქვავ შენ აღიქვამ მისგან წამოსულ სინათლეს, ხოლო ანდრომედადან წამოსულმა სინათლემ შენს თვალებამდე მოსასვლელად 2.3 მილიონი წელი გაიარა, ანუ შენი შვილიშვილი(300 ხარისხში) 2.3 მილიონი წლის შემდეგ დაინახავს თუ რა ხდებოდა ანდრომედას გალაქტიკაზე დღეს)



ანდრომედას გალაქტიკა (2.3 მილიონი წლის წინ, ანუ ცოტახნის წინ გადაღებული სურათი : ) )

2. მზის სხივებს შენთან მოსაღწევად 8 წუთი სჭირდება, ანუ შენ თუ მზეს უყურებ ხედავ როგორი იყო მზე 8 წუთის წინ. ანუ მზე თუ აფეთქდა შენ ამას მხოლოდ 8 წუთში გაიგებ.



3. თუ აიღებ დიდ ტაშტს (უზარმაზარს) და შიგნით სატურნს ჩააგდებ, სატურნი ამოტივტივდება, მისი შემადგენელი ნივთიერებები წყალზე მსუბუქია.



4. პლუტონი უფრო მძ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 896 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (0)


ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანი. ლექცია ეხება საკითხს: შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, თუ ის შემთხვევითია?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია. ნებისმიერი სახის უბედურება, კატასტროფა, რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე. შესაბამისად, იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ზებუნებრივ ძალებს. არავინ იცოდა, თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი. ერთადერთი, რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს იყო სხვადასხვა შესაწირები და რიტუალები ღმერთებისთვის… თანდათანობით, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა. ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 910 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (1)


დროში მოგზაურობაზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ოცნებობდნენ. მსოფლიო ფოლკლორში ამ ოცნებამ თავისი ასახვა ჰპოვა. ზღაპრული თუ მითური გმირები ხშირად მოგზაურობენ წარსულში და აწმყოს ცვლიან. მათ მომავლის განჭვრეტა, დანახვა და შეცვლაც შეუძლიათ. დროის მანქანაზე უამრავი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები შეიქმნა და იქმნება ლიტერატურასა თუ კინოში. ამ "მანქანის” შექმნაზე მეცნიერები სრული სერიოზულობით მუშაობდნენ და ჩვენს დროშიც – ერთი მხრივ, პრაგმატიზმისა და, მეორე მხრივ, ტექნიკის არნახული განვითარების ეპოქაში – იმედს ისევ არ კარგავენ, რომ დადგება დღე, როცა ადამიანი შეძლებს წარსულსა თუ მომავალში შეღწევას. ადამიანის სწრაფვა შეუცნობელის შეცნობისაკენ, სამყაროს საიდუმლოებებში წვდომისაკენ დაუოკებელია. ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებში არსებობს ინფორმაცია, რომ ტიბეტში, ეგრეთ წოდებულ სარკეების ველზე, მომავლისა და წარსულის კარიბჭე იხსნება, საიდანაც ადამიანებს წარსულსა და მომავალში მოგზაურობა შეუძლიათ, ოღონდ არა – ფიზიკურად, არამედ ცნობიერებაში. სხვა საკითხია, რას მოუტანს ეს კაცობრიობას. ქრისტიანული რელიგიის სწ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1085 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (0)

რა გზავნილები დაუტოვეს ადამიანებს კოსმოსიდან?

ცნობილი ჰოლივუდური სათავგადასავლო ფილმების ციკლ "მუმიაში” არცთუ მთლად გამოგონილი და ზღაპრული ამბები ვითარდება. ფილმში არის ეპიზოდი, სადაც გაცოცხლებული ეგვიპტური მუმია უდაბნოში საშინელ ქარიშხალს დაატრიალებს. რეჟისორი და სცენარისტი ფილმის გადაღებისას მეცნიერულ ჰიპოთეზებს ეყრდნობოდნენ თუ საკუთარ მხატვრელ ფანტაზიებს უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ძველეგვიპტური მაგიით ქარიშხლის გამოწვევის შესახებ შრომა ქართველ მეცნიერს მართლაც აქვს და ამ ნაშრომით რამდენიმე წლის წინ პენტაგონი და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტი დაინტერესდა. ლაპარაკია ქართველი გეოგრაფოსის, მეცნიერებათა დოქტორ გიზო ვაშაკიძის ნაშრომზე "პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის”. მასში თეთრი პირამიდის საშუალებით ტორნადოს ხელოვნური გამოწვევის ფაქტებზეა საუბარი, ანუ, მეცნიერის მტკიცებით, ეგვიპტელებს ტორნადოს ხელოვნურად გამოწვევა შეეძლოთ. ეს, როგორც ისტორიული და მეტეოროლოგიური კვლევით, ასევე ლაბორატორიული ცდებითა და პირამიდების ტექსტებში არსებული იეროგლიფების გაშ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1127 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
მოძებნე