ორშაბათი, 13.05.2024, 02:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 30
ეს არის იმ ადამიანის ისტორია რომელმაც გადაიტანა კლინიკური სიკვდილი

„ასტრალური სხეული. მგონი, ამას ასე ეწოდება, არა?" – გავიფიქრე – „კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოს და ბოლოს, მოჩვენება ხომ არა ვარ?" – დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე ავადმყოფობა ასეთ უცნაურ ცვლილებებს იწვევდა.

- მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, – ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზეც ჩემი მეორე „მე" იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე „მე"-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც საერთოდ ვეღარ აღვიქვამდი და არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ „მე"-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, მარტოობა ტანჯავდა და შველას ითხოვდა.

„ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ?" ამ მწარე ფიქრით შეპყრობილი საწოლს მივუახლოვდი და დავხედე იმას, ვისაც, ჩემდა ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 928 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (3)

ბუნების არცერთი ფენომენი არაა ასეთი დიადი, იდუმალებით მოცული და ამავდროულად შიშისმომგვრელი თავისი არამიწიერი სილამაზით. სამყაროს თითქოს ფარდა აქვს ახდილი თავის ნამდვილ არსზე, რათა მოკვდავთა თვალებმა კარგად აღიქვან მთელი მისი არაამქვეყნიური მშვენიერება. ხოლო მის მხილველს ისეთი განცდა ეუფლება თითქოს იგი მოწყვეტილია ყოველდღიურობას და სულით ხორცამდე შეიგრძნობს ღმერთის არსებობას.
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 884 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)

იბნ რუშდი (1126-1198), ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც ყოვლისშემძლეობის პარადოქსი წამოაყენა.

ომნიპოტენციის ანუ ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ომნიპოტენციური (ყოვლისშემძლე) ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას: შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა.



ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი (ყოვლისშემძლე) არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. უფრო მეტიც, მთელი რიგი ფილოსოფოსებისა მიიჩნევენ, რომ მტკიცება იმაზე, რომ ესათუის არსება ომნიპოტენტურია ან პირიქით, მცდარი დილემაა, ვინაიდან ის თავს არიდებს სხვადასხვა ხარისხის ომნიპოტენციის შესაძლებლობას.

პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 896 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (1)

ამ პოსტში არის 3 საინტერესო სტატია ფობიებთან დაკავშირებით და ვისაც ეს თემა აინტერესებს სრულიადში…

აშშ-ში მხარს უჭერენ აკვიატებულ მდგომარეობათა მკურნალობას ტვინის ელექტროსტიმულაციის გზით

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა აკვიატებულ მდგომარეობათა ტვინის ელექტროსტიმულირებით მკურნალობას. აკვიატებული მდგომარეობები ფსიქიკური დარღვევაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ უჩნდება აკვიატებული აზრები ან შიშები (აკვიატებული იდეები). ის ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს მღელვარების გამომწვევ აზრებს ასევე აკვიატებული და დამღლელი ქმედებების დახმარებით. ფირმა Medtronic-ის მიერ წარმოებული ელექტრომასტიმულირებელი მოწყობილობა Reclaim Deep Brain Stimulator შედგება ელექტრული იმპულსების გენერატორისგან, რომელიც გულმკერდზე, კანქვეშ "მონტაჟდება” და მასთან გამტარებით მიერთებული ელექტროდებისგან, რომლებიც თავსდება განწყობასა და შფოთვაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებში. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცნაური | ნანახია: 1610 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება სიტყვის ძალა, მენტალური და ვერბალური ენერგია. ვისაუბრებთ სიტყვის ფენომენზე, ანუ ადამიანს რამდენად შესწევს უნარი მიზანმიმართულად ან ქვეცნობიერად მოახდინოს საკუთარი სიტყვის მატერიალიზაცია. გავიგებთ, თუ რა ენერგია აქვს სიტყვას, რა შედეგი მოაქვს მაგალითად, წყევლას, გინებასა თუ ლოცვას.

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "დასაბამიდან იყო სიტყვა,
და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა". რა თქმა უნდა სხვა არის ღვთიური სიტყვა, ასე ვთქვათ ლოგოსი (Эн архэ эн о Логос) და სხვა არის ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა, თუმცა მენთალური, ანუ აზრობრივი და ვერბალური, ანუ სიტყვიერი ენერგია თავისთავად არსებობს. სიტყვას საკუთარი ენერგია და სიხშირე გააჩნია, რომელიც ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მოქმედებს.
ადამიანის აზროვნებისა და საუბრის პროცესი ეს არის ენერგიის გამომუშავება და გადაცემა. ეს ენერგია ქმნის ე. წ. აზრ-ფორმას, ანუ აფირმაციას, რო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1909 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე