კვირა, 12.05.2024, 20:47
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 26
გუშინ სკაიპში მნათესთან ვიმსჯელე ამ თემაზე და იდეა მომაწოდა ფორუმზეც განგვეხილა. თემას ამ განყოფილებაში იმიტომ ვხსნი, რომ ღმრთისმეტყველების განყოფილებაში ფორუმელთა უმრავლესობა მაინც არ წაიკითხავს და იქნებ აქ წაიკითხონ.

ახალ აღთქმაში მრავალი ადგილია ეშმაკის შესახებ (ერთი ასეთია 1 პეტრე 5,8, რაც სათაურშიც გავიტანე). იგი არ არის რაღაც დეპერსონიფიცირებული პასიური ბოროტება, არამედ იგია პირი

1) საკუთარი ნებით (2 ტიმოთე 2,26: და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა), გონებით (2 კორინთ. 2,11: რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ)

2) ცდუნების მეთოდებით (2 კორინთ. 11,3: ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ. ასევე სხვა მრავალი ადგილიც), რომლის წინააღმდეგაც ქრისტიანს ფიცხელი ბრძოლის წარმოება უწევს (ეფეს. 6,11-17: შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1250 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

მამა პაისი მთაწმინდელი
იმის შესახებ, რომ ჩვენს დროში ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა

ცოდვის ქმნით ეშმაკს ჩვენზე უფლებას ვანიჭებთ 

დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანების ცდუნებით იყო დაკავებული, ეხლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: - აბა, წარმატებას გისურვებ. ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან. - ეს საშინელებაა. აბა, შეხედეთ: ღადარინელთა ქვეყანაში ეშმაკებმა ქრისტეს ჰკითხეს, აძლევდა თუ არა ნებას, რომ ღორებში შესულიყვნენ. ქრისტემ მისცა მათ ამის ნება, რათა ებრაელები დაესაჯა, მათ ხომ სჯული ღორის ხორცის ჭამას უკრძალავთ [1].

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი იმასაც ამბობს, ეშმაკი არ არსებობსო.

- დიახ, ერთმა მირჩია, რომ „ღირსი არსენი კაბადოკიელის" ცხოვრების ფრანგული თარგმანიდან ამომეღო ის ეპიზოდი, სადაც ეშმაკეულებზეა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1335 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)

მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა" წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა", რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.

სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 848 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

მაგიის ხელოვნება და რწმენის ძლევამოსილება

მაგია! ამ სიტყვის მხოლოდ წარმოთქმაც საკმარისია, რომ თვალწინ ის ფარდა დაგვიდგეს, რომლის მიღმაც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული სამყაროა მიმალული. მათთვისაც კი, ვისთვისაც უცხოა ლტოლვა რაიმე ოკულტურისადმი, ვისაც არ იზიდავს `ეზოთერული
ჭეშმარიტების~ ყალბ მარგალიტთა ბრწყინვალება, ვისთვისაც უცნობია თანამედროვეობაში მოდის კარნახით გაღვივებული მწველი ინტერესი იმ ნახევრად გასაგები არყოფნიდან აღზევებული ძველი რწმენებისა და კულტურების მიმართ, რომლებმაც ახლა სხვადასხვა `თეოსოფიების~,
`სპირიტიზმების~ ან `სპირიტუალიზმების~, სხვადასხვა ფსევდომეცნიერული სწავლებების, `ლოგიებისა~ და `იზმების~ სახელები შეიძინა; მათთვისაც კი, ვისთვისაც მეცნიერული აზროვნების სიცხადეა დამახასიათებელი, სიტყვა `მაგიას~ განსაკუთრებული ხიბლი ახლავს.
ეს შეიძლება გარკვეულწილად მაგიაში პირველყოფილი ადამიანების უმნიშვნელოვანესი მისწრაფებებისა და მათი სიბრძნის რაიმე კვინტესენციის ძიების იმედით აიხსნას _ ამგვარი ცოდნის ფასეულობაში დაეჭვება შეუძლებელია, როგორიც არ უნდა იყოს მის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1290 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

იმ დროს როდესაც ადამიანთა უმეტესობა, დროში მოგზაურობას მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების და ფილმების კონტექსტში განიხილავს, თანამედროვე მეცნიერება, კერძოდ კი ფიზიკა, დროში მოგზაურობის ერთ ფორმას შესაძლებლად თვლის. ფარდობითობის თეორიის თანახმად თუ მაგალითად კოსმონავტი სინათლის სიჩქარით გაფრინდება დედამიწიდან შორეული პლანეტისკენ და უკან დაბრუნდება, დედამიწაზე ათასობით წელი იქნება გასული, კოსმონავტისთვის კი მხოლოდ დროის მცირე პერიოდი, ანუ კოსმონავტი აღმოჩნდება მომავალში. თეორიულად, მომავალში ან დროში წინ მოგზაურობა ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ სამწუხაროდ სინათლის სიჩქარის რეპროდუქცია ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში არ შედის.

დროში მოგზაურობის მეორე და ამავე დროს გაცილებით საინტერესო ვარიანტია, წარსულში ან დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ წარსულში მოგზაურობის თეორია ასოცირებულია პარადოქსულ გარემოებებთან, რომლებიც მსგავს "ვოიაჟს” ლოგიკური შეუძლებლობის ჩარჩოებში აქცევენ. აღნიშნული პარადოქსის ორი სახეობა არსებობს, რომელთაგანაც პირველი ეხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 972 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)

რამდენიმე კოსმონავტის ნაამბობი მფრინავი ობიექტების შესახებ

მაიორი გორდონ კუპერი



1963 წლის 15 მაისს მან ილუმინატორიდან დაინახა მწვანე მოკაშკაშე ობიექტი, რომელიც ხომალდს უახლოვდებოდა. თუმცა შემდეგ მიმართულება შეიცვალა და ცოტა ხანში გაქრა. ეს ობიექტი დააფიქსირა რადარმაც. ასევე დაინახა ამო-ები 1951 წელს დასავლეთ გერმანიაში ყოფნისას. მან განაცხადა, "ორი დღის განმავლობაში მე ვხედავდი მფრინავ ხომალდებს. ისინი სხვადასხვა ზომისანი იყვნენ, განსხვავებული იყო ფრენის სიჩქარე და მიმართულება, თუმცა ყველა მათგანი დასავლეთ ევროპისკენ მიეშურებოდა.”

1985 წელს უკვე გადამდგარმა კოსმონავტმა განაცხადა: "აშშ-ს რადარები ყოველთვის აფიქსირებენ მფრინავ ხომალდებს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. თუმცა ისინი მალავენ ამ ფაქტებს, რათა მოსახლეობაში პანიკა არ ატყდეს. უცხო ცივილიზაციების დამადასტურებელი ფაქტები ნასაში მკაცრ ცენზურას გადის. ”

———————

დონალდ სლეიტონი



1951 წელს მასაც ჰქონდა ბედნიერება უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ხილვისა: "მე P-15-ს ვამოწმე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1016 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

არსებობს ცრურწმენის ორი სახე. პირველი დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურებში ოდითგან არსებულ რელიგიურ რწმენასთან, მეორე – ჩვენი პატარ-პატარა ინდივიდუალური ცრურწმენებია. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ.

მიუხედავად იმისა, რომ კოკისპირულად წვიმს, ზოგს დავიწყებული ქოლგის გამო უკან დაბრუნება არ სურს – ვაითუ დაითარსოს. ზოგი – დიდ წრეს უვლის მანქანით, თუ სახლთან მიახლოებისას წინ შავი კატა გადაურბენს, ზოგი კი, უფროსიც რომ იძახებდეს, არავითარ შემთხვევაში ზედ არ მიიკერებს მოწყვეტილ ღილს, უბედურებას რომ არ გადაეყაროს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს რაღაც ეშმაკეულის სჯერა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰოვარდ ტილზი ცრურწმენის მიზეზად თვლის «ეპოქის არასაიმედოობას». ცრურწმენათა და ცრუ შეხედულებების ახლანდელ რენესანსს შუასაუკუნეების შემდეგ ბადალი არ ჰყავს. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ეპოქის არასაიმედოობასა და ასეთივე საეჭვო ხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1145 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)

1837 წელს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით ადამიანის მსგავსი ფიგურა შენიშნეს,რომელიც უცნაურად დახტოდა.შეშინებული თვითმხილველები მას
სხვადასხვაგვარად აღწერდნენ.ზოგიერთი ირწმუნებოდა რომ ფრთოსანი და
რქიანი ურჩხულ დაინახეს,ზოგიერთის თქმით კი იგი ძლიერი აღნაგობის მამ-
კაცი იყო,რომელსაც თავზე მუზარადი ეხურა და ლაბადა ეცვა.მას რატომღაც
ხტუნია ჯეკი(Spring Heeled Jack) შეარქვეს.

ხტუნია ჯეკი პირველად ფერმერის ქალიშვილს პოლი ადამსს, დაესხა თავს.
პოლი ლონდონის ერთ-ერთ ლუდხანაში მუშაობდა.ქალმა ყვირილი ატეხა და
მასთან ბევრმა მიირბინა საშველად,ჯეკმა კი ხტუნვით უშველა თავს.ერთი წლის
შემდეგ ხტუნია ჯეკის არსებობა სერ ჯონ ქევანმაც დაადასტურა.მან ერთერთი
თვითმხილველისგან წერილი მიიღო,რომელიც მას დახმარებას სთხოვდა.წერილი გაზეთში გამოაქვეყნეს და ამის მერე სხვებმაცგაბედეს დაწერა.იქამდე შეშინე-
ბულნი და დაბნეულნი იყვნენ,საკუთარი ამბის მოყოლას ვერ ბედავდნენ,ფიქრო-
ბდნენ,გიჟად ჩაგვთვლიანო.

ქევანის წერი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 966 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ერთი შეხედვით, ის 16 წლის, ლამაზი გოგონაა, მაგრამ მეორეს მხრივ მას აქვს ცხოვრება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მის სახეს, იგი ამ მეორე ცხოვრებაში ემსგავსება მონსტრს.. შეშლილს, რომლის დაკავება არავის არ შეუძლია. ბიანკას ტორეტის სინდრომი ჭირს, ყველაზე რთულ ფორმებში,რომელიც კი ექიმებს უნახავთ. გაუკონტროლებელი მოქმედებები, ტიკები,ყვირილი, ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გოგონას სინდრომს ახასიათებს. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: უკატეგორიო | ნანახია: 960 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ვისაც მაქციების ისტორია აინტერესებს…

მაქციებს ეძახიან ადამიანებს, რომლებსაც უნარი შესწევთ, ჯერ მგლებად გადაიქცნენ, შემდეგ ისევ ადამიანის სახე მიიღონ. თუ ამას ექიმის თვალით შევხედავთ, ფიზიოლოგიურად, ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ, როგორც იურისტებმა, ეს უნდა დავიჯეროთ, ვინაიდან იურისპუდენციის ისტორია სავსეა სასამართლო საქმეებით, მაქციებს სიკვდილს რომ უსჯიდნენ. თანაც მოწმეთა ჩვენებები, _ როგორც წესი, _ ერთსულოვანია და მათ უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანები იძლევიან, ეჭვსაც ვერ შეიტანთ, დამნაშავეებს, გარეული ცხოველების სახით ბოროტმოქმედებებს რომ სცადიოდნენ, მართლაც შეეძლოთ ხან ადამიანის, ხან ცხოველის სახის მიღება. დიახ, ერთი მხრიდან ეს "გადაქცევა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1041 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

ჯორდანო ბრუნო (ბერად აღკვეცამდე – ფილიპე) – იტალიელი რელიგიური მოაზროვნე და პოეტი იყო. იგი გატაცებული იყო მაგიით და ასტრონომიით. დაიბადა 1543 წელს ქ. ნოლეში. 1563 წელს ბერად აღიკვეცა დომინიკანელთა ორდენში, მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ), მწვალებლად იქნა მიჩნეული და ამიტომ 1576 წელს იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. მოგზაურობდა ევროპაში, დროდადრო კითხულობდა ლექციებს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლექციების კითხვა აეკრძალა. 1592 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში, იგი დააპატიმრეს და ინკვიზიციას გადასცეს. 1600 წლის 17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო მწვალებლობისთვის და ბერობის აღთქმის დარღვევისათვის ინკვიზიტორებმა რომში კოცონზე დაწვეს.

როგორც მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ, მართლაც, დიდი გავლენა იქონია თავისი დროის ფილოსოფიური ტრადიციების განვითარებაზე და ამით – ახალი დროის მეცნიერების განვითარებაზეც. მხედველობაში გვაქვს ნიკოლოზ კუზანელის იდეა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა არისტოტელეს ფიზიკასა და კოსმოლოგიას; კუზანელის ეს ი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 998 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

"ფსიქოკინესიზი” ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას.

ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით. ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა, რომ ტელეკინეზისი პარაფსიგოლოგიის ერთგვარი ასპექტია. პარ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 901 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
მოძებნე