შაბათი, 11.05.2024, 17:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27 » 10 პრინციპი, ზოდიაქოს ნიშნებისგან.
09:25
10 პრინციპი, ზოდიაქოს ნიშნებისგან.
ამბობენ ზოდიაქოს ნიშნებს, საკუთარი ხასიათი და უფრო მეტიც — პრინციპები გამოარჩევთო, ზოგს სჯერა, ზოგს კი არ სჯერა. ცხადია, არაფერი მეცნიერული ამაში არ არის, მაგრამ გასართობად წარმოგიდგენთ, ზოდიაქოს ნიშნების — 10 პრინციპს!

ვერძი:

1. სჯობს არ მეკამათოთ.
2. ჯერ გავაკეთებ და მერე დავფიქრდები.
3. იქ სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე გაზს ვუმატებ.
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა.
5. ისე გააკეთე, როგორც მე ვაკეთებ, უკეთესად მაინც არ გამოგივა.
6. ყველაზე ძნელია, თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო.
7. ჯიუტობა, არ არის ცუდი.
8. ადვილია სიტუაციის კონტროლი, ძნელი — ემოციების კონტროლი.
9. ერთი ვერძი კარგია, ორი ვერძი — უკვე ბევრია.
10. პირველი არ ვუტევ, მაგრამ აბა ერთი ვინმე თავსდამესხას.

კურო:

1. საყიდლებზე ფული არ მენანება, გასართობად — მენანება.
2. სხვისი არაფერი მინდა, მაგრამ ჩემსასაც ნურავინ შეეხება
3. რა ვერ გაიყავით?
4. არ შეაწუხო ის, ვინც კარგად მოეწყო
5. ლამაზი დივანი სჯობს ლამაზ მზის ჩასვლას
6. საჭმელი — სერიოზული რამეა
7. გველსა ხვრელით ამოიყვანს, კურო ტკბილად მოუბარიო
8. როცა მეორე მიდიხარ — ძალებს ზოგავ
9. ვერ ვიტან ერთჯერად სანთებლებს!
10. დეგუსტატორი — აი ჩემი მოწოდება!

ტყუპები:

1. დღეს ისეთი არ ვარ, როგორიც გუშინ ვიყავი
2. ვინც სიტუაციას ფლობს — ის ინფორმაციასაც ფლობს
3. ერთი ტვინი კარგია, ორი ტვინი სჯობს, განსაკუთრებით თუ ორივე ტვინი ერთი ადამიანისაა
4. ფიგარო იქ, ფიგარო აქ
5. იდეა, როგორც სხვა რამეები, არ შეიძლება არ განხორციელდეს
6. ერთი ტელევიზორი და ტელეფონი სახლში — კარგია, მაგრამ სამ-სამი უკეთესი
7. ვინც ვერ მოასწრო, იმან დააგვიანა
8. ცხოვრებაში ისე ვმოძრაობ, როგორც ზღვის მოტოციკლი: არ ვუღრმავდები, სამაგიეროდ სწრაფად მივდივარ
9. საუბარზე, "საუბრის გულისთვის" არ ვპასუხობ.
10. რაოდენობა მირჩევნია, იმიტომ რომ ხარისხისთვის დრო არ მრჩება.

კიბო:

1. ჩემი სახლი — ჩემი ციხესიმაგრეა.
2. ჯობია მე ვეხმარებოდე, ვიდრე მე მეხმარებოდნენ
3. კარგი ქცევა, წარმატების საწინდარია.
4. მზე მხოლოდ ლომებისთვის ანათებს
5. კარგი თანამდებობა — კარგ ხელფასს სჯობს.
6. ფულის გამომუშავება მიყვარს, უფრო მეტად კი — ხარჯვა
7. როიალი სჯობია პიანინოს, თუნდაც დაკვრა არავინ იცოდეს
8. მართალია მეგობრული ვარ, მაგრამ სინამდვილეში დიქტატორი ვარ
9. თუ გაკეთებაა, მაშინ დიდი საქმე უნდა გააკეთო
10. რად გინდათ მზე, თუკი მე ვარ თქვენთან?

ქალწული:

1. მოთმინება და შრომა, ყველაფერს მიაღწევს
2. თავმდაბლობა მარტო გოგოს კი არა — ქალწულსაც უხდება
3. ყველა თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ სხვას ემსახურება
4. წესრიგი უნდა იყოს ყველგან, აზრებშიც და სამზარეულოშიც
5. დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
6. არასწორად დაკიდებული თარო, ნერვებს მიშლის
7. დიდ მასშტაბებში — არ ვიკარგები
8. ალუბლების გორიდან კურკების გამოღება რთულია
9. ყველა ქალწულში — მომხიბვლელი ადამიანი ცხოვრობს
10. წითელი სოკო, აუცილებლად თვალშისაცემი უნდა იყოს, თეთრი სოკო — ისედაც კარგია.

სასწორი:

1. პარტნიორის გარეშე — უხელოდ ვარ
2. ყველაზე საშინელებაა — კამათი
3. დაეთანხმე და გაიმარჯვე
4. პრინციპულები, მხოლოდ სულელები არიან
5. ჩავითრევ რასაც მინდა, ვისაც მინდა
6. სილამაზე გადაარჩენს სამყაროს
7. ყველაფერი კარგი ხასიათით უნდა აკეთო
8. ყველაზე ძნელი — არჩევნის გაკეთებაა
9. არ უნდა ყველაფერს "და" ზოგან საჭიროა წერტილის დასმა.
10. არ ვიცი ვისკენ ვარ

მორიელი:

1. ცუდია, როცა არავინაა დასაგესლი
2. ყველა მოვლენა დივანივითაა, უნდა იყოს დამალული ზამბარები
3. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო
4. ყველაფრისგან შეიძლება გათავისუფლება, გარდა საკუთარი ვნებისგან
5. სიყვარულის სიმღერებს — ბრძოლის ველზეც ვმღერი
6. ყველა ვერ გაუძლებს ჩემს მზერას
7. ჩემი ვნებები და გრძნობები გარეთ იშვიათად გამოდის, ისევე როგორც ზვიგენი იშვიათად ამოდის ზედაპირზე
8. სამაყრო დაიღუპება რაინდების გარეშე
9. ჯერ ოტელოები არ გადაშენებულან
10. ვგავარ კაკტუსს, ჩემი ზღაპრული ყვავილი, მხოლოდ რჩეულებისთვის გაიშლება.

მშვილდოსანი:

1. კარგი ადამიანები — ბევრი უნდა იყვნენ
2. ვისი ვალიც მაქვს — ყველას ვპატიობ
3. ყველაზე კარგი დასვენება — მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა
4. მთავარი პრობლემაში — მისი მასშტაბია
5. ჩემი იდეალი — მეფეები არიან
6. ჩემზე გაბრაზება შეუძლებელია
7. სინდისის ქეჯნა? ეგ რას ნიშნავს?
8. პასუხისმგებლობა ყველას არ უხდება
9. ნაადრევად ნერვიულობა არ ღირს, საქმის მიხედვით გავერკვევით
10. არა-აუცილებელი ადამიანი, უბრალოდ აუცილებელია იყოს აუცილებელი

თხის რქა:

1. მე არც სპრინტერი ვარ, არც ადგილზე მდგომი, მე მარათონზე დავრბივარ
2. მე ერთადერთი ვარ ბრძოლის ველზე
3. კანონები არ დაარღვიო, ერთს გაუვა და შენ დაგიჭერენ
4. ჩემთვის ძალიან ცოტა რამ მინდა, ჩემი სიმდიდრე, ჩემი წარმატებებია
5. ცხოვრება მატარებელს გავს, რომელიც ყველა სადგურზე ზუსტად საჭირო დროს მიდის
6. სასიამოვნოა როცა შორეულ ქვეყნებზე, სახლიდან ოცნებობ
7. ნამდვილი თხის რქა, ამტანობით გამოირჩევა
8. ღირს მთელი ცხოვრება მწვერვალისკენ მიდიოდე, რომ ერთხელ მაინც გადმოიხედო იქიდან დაბლა
9. მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები ყოველწელს
10. მივდივარ და მოვდივარ, რო ვიპოვი — ხელს არ გავუშვებ

მერწყული:

1. რა მოსაწყენია სხვების მსგავსად ყოფნა
2. თუ მე მოგიგონე, მაშინ ისეთი იყავი, როგორიც მინდა
3. წინასწარ განსჯა? სულელების მოგონილია
4. მომავალი უბრალოდ აუცილებელია კარგი იყოს
5. ძნელია ანგელოზობა… მაგრამ საჭიროა!
6. კარგი განზრახვები სჯობს, კარგ საქმეებს
7. საჭიროა ტრადიციების დავიწყება, იმისთვის რომ ახალი გახდე
8. სექსი? ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არის
9. ჯერ მეგობრები და მერე ოჯახი… თუ დრო დამრჩება
10. ჩემზე ხალისიანი და ჩემზე კეთილი არავინაა

თევზები:

1. თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დახმარება
2. ალკოჰოლზე უარის თქმა იგივეა, რაც თევზი უწყლოდ
3. წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს
4. ხვალისთვის ნუ გადადებ იმას, რაც შეიძლება გადადო ზეგისთვის
5. ბევრს ვერაფერს დაგპირდებით…
6. სიჩქარეში მუშაობა იგივეა, რაც დაუღეჭავი საკვების გადაყლაპვა
7. ყველასი მესმის, საკუთარი თავის გარდა
8. წვრილი ხე ქარიშხალზე გადაწვება და მუხა კიდევ წაიქცევა
9. ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ იცის — რითი
10. წნეხის ქვეშ არ მომაყოლოთ თორემ ისევე გავსრიალდები, როგორც თევზი ხელიდან
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 972 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nat  
0
ki magram lomiii????

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე