შაბათი, 21.09.2024, 06:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ამოუხსნელი
1 2 3 »
ივატას პრეფექტურაში მატარებელი გაუჩინარდა. გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არაა მატარებელი სამგზავროა თუ სატვირთო.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია პრეფექტურა მიაიგიში სამგზავრო მატარებლის გაუჩინარების შესახებ. კომპანია JR -ის (Japan Railways) სამგზავრო მატარებელი მიაიგის პრეფექტურის ცენტრალური ქალაქი სენდაინდან ნობირუს სადგურისკენ მიემართებოდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.

ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურიდან რადიაციის დონე იზრდება. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.

„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.

მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1206 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 12.03.2011 | კომენტარი (0)

მარკ კოთრენმა იარაღით მოკლა ცხოველი 18 დეკემბერს. იგი ამბობს რომ ეშინოდა ამ არსების რადგან ვერ ამოიცნო რა იყო იგი. არის ვერსიები რომ ეს არსება არის — ჩუპაკაბრა.
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1018 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 27.12.2010 | კომენტარი (0)

რას წარმოადგენენ ისინი?
ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის" შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) - "ეშმაკის ძალის ინდექსი", ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:"ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება".
მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის - ბრემ სტოკერის ნაწარმოებში "დრაკულა" ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა - განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს - თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1012 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (2)

შუა საუკუნეებში ცუდი დღე დაადგა მათ, ვისაც ჭარბთმიანი ტანი ან წითელი კბილები ჰქონდა, რადგან იმ ეპოქაში, როდესაც ნადირობა იყო გაჩაღებული კუდიანებზე, ძნელი იყო ასეთი ავადმყოფი ადამიანების მგელი-მაქციებისაგან გამორჩევა.

დღეს ხშირად გაიგებ, როგორ აშინებენ დიდი გაავებული მგლით, თუმცა, ოდესღაც ამ საზარელ არსებაზე არ ხუმრობდნენ! ღამით, მთვარის შუქზე მხეცის ყმუილი მოესმათ. ვერავინ გაბედა შინიდან ცხვირის გამოყოფა. ნამდვილად მგლის ხმა იყო, თუ უფრო უარესი – ადამიანის, რომელიც სიბნელეში მხეცად იქცეოდა?

XV-XVI საუკუნეებში ამ კოშმარული ქმნილებების არსებობაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ამას ის ფაქტი ამტკიცებს, რომ მაშინდელმა ტრიბუნალმა ლიკანტროპიის (განმარტებას იხილავთ ბოლოში) ბრალდებით ათასობით ადამიანი გაასამართლა. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გახმაურებული საქმე ვინმე პიტერ სტამის წინააღმდეგ აღიძრა, რომელსაც 1589 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ეს გერმანელი გლეხი ქალაქ კიოლნში ცხოვრობდა, სადაც იმდროს ადამიანები და ცხოველები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებოდნენ. ხმა დაირხა, რომ ეს მგელი-მაქცია უნდა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1037 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 06.10.2010 | კომენტარი (0)

მორიგი რამდენიმე მისტიური ამბავი, რომლებმაც მათი განსაკუთრებულობის გამო მოიპოვეს პოპულარობა, ახსნა კი დღემდე ვერ მოუძებნეს


1. "ჩუპა” – ასე ეძახიან მფრინავ ობიექტებს, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ ბრაზილიის ტყეებს სტუმრობენ. მათ აღწერენ როგორ პატარა, მეტალისმაგვარი მასალის ობიექტებს. დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე – ხის წვეროების გასწვრივ და გამოსცემენ უცნაური ზუზუნის ხმას, ისევე როგორც მაცივარი ან ელექტროენერგიის ტრანსფორმერი. ადგილობრივი ხალხი ღარიბია და მამაკაცები ხშირად გამოდიან გარეთ ღამით სანადიროდ, ძირითადად ირემზე. ისინი აცოცდებიან ხეზე და ელიან მსხვერპლს. ჩუპების ხილვის ბედნიერებაც ძირითადად მათ აქვთ. მათი თქმით, როცა ჩუპას შეხედავენ, ის მკვეთრ თეთრ სინათლეს ასხივებს. რამდენიმე მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩუპა გამოეკიდა და მისი მოკვლა უნდოდა. თავის დაღწევის შემდეგ კი საშინელი ტკივილი აწუხებდათ, ზოგჯერ წლების განმავლობაში. გადმოცემით, ყველა ვერ ახერხებს თავის დაღწევას და ჩუპამ რამდენიმე ადგილობრივი იმსხვერპლა. მონადირეებმა ბევრჯერ სცადეს მათზე თავდასხმა, თუმცა ვერაფერი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1041 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.09.2010 | კომენტარი (0)

გამარჯობა. როგორც იქნა მოვიცალე და დღეს პოსტს სხვა და სხვა აუხსნელ შემთხვევებზე შემოგთავაზებთ.

1. გომბეშოები ქვანახშირში.



ოფიციალური წყაროების მიხედვით, სამხრეთ ამერიკაში დაახლოებით 90 ასეთი აუხსნელი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქვანახშირის ფენებში სრულიად დაფარული, მაგრამ ცოცხალი ამფიბიები აღმოაჩინეს. 90-დან 40 შემთხვევაში ისინი ბაყაყები ან გომბეშოები იყვნენ. მათი ადგილსამყოფელი სავსე იყო ლორწოვანი ნივთიერებით, რომელსაც რუხი ან უფრო ხშირ შემთხვევაში თეთრი შეფერილობა ჰქონდა. ამფიბიების ჰაერზე გამოყვანის შემდგომ აშკარად ვითარდებოდა სუნთქვის პრობლემები. უმეტეს შემთხვევაში გამოყვანის შემდეგ ისინი 34-დან 72 საათამდე დროში კვდებოდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე მათგანი ახალ საცხოვრებელ პირობებს შეეგუა და გადარჩა.

ლოგიკურად ქვანახშირში აღმოჩენილი ცოცხალი გომბეშოების შემთხვევა აუხსნელი მოვლენაა. მით უმეტეს მეცნიერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ქვანახშირის ეს ფენები ასობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ხოლო როგორ აღმოჩნდნენ იქ ბაყაყები ან როგორ ძლებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 895 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 24.09.2010 | კომენტარი (0)

რამოდენიმე დღის წინ Reality TV-ზე ვუყურე გადაცემას Unexplained Mysteries ერთ ძალიან უცნაურ მოჩვენებაზე , რომელიც ბევრი ამ გადაცემის მოჩვენებებისგან განსხვავებით არ იყო ბოროტი და მარტივი იყო მასთან კომუნიკაცია.


ისტორია მაშინ იწყება როცა 1985 წელში ჯონ მაკტოვსკი თავის ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მას ხშირად ესმოდა სახლში უცნაურო ხმები და ქონდა შეგრძნება რომ ის მარტო არ იყო. ერთხელაც როცა მას მოეჩვენა რომ ეს არსება მასთან ძალიან ახლოს იყო აიღო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 906 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 15.09.2010 | კომენტარი (2)

ჯერ ჯერობით არავინ იცის თუ საიდან მოვიდა ის მე-18 საუკუნის ევროპაში…

ის გამოჩდა უეცრად, ყოველგვარი წარსულის გარეშე – როცა ეკითხებოდნენ მის წარმომავლობაზე – ის იღიმოდა და შეკითხვას უპასუხოდ ტოვებდა..
ის მოგზაურობდა მთელს ევროპაში ძირითადად ამ სახელით – ისტორიაში ის დაფიქსირებულია ბერლინში, გააგაში, ლონდონში, პარიზში და სანკტ-პეტერბურგში. მიუხედავა იმისა, რომ მის წარმომავლობაზე არავინ არაფერი იცოდა – მან იოლად დაიკავა ცენტრალური ადგილი ევროპის ქვეყნების უმაღლეს ელიტარულ საზოგადოებაში. ლუდოვიკო XV-ს კარზეც კი .

გარეგნულად ეს იყო საშუალო სიმაღლის ლამაზი, ელეგანტური მამაკაცი, გარეგნულად ის 40-50 წელს მისცემდით. სწორი ნაკვთები, ოდნავ ხორბლისფერი კანი, და მეტად მომაჯადოვებელი ჭკვიანური გამოხედვა. მასში ინტელექტუალი იგრძნობოდა.
მთავარი გამოცანა კი სენ ჟერმენში ისაა, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის გაუთავებლად მოგზაურობდა ევროპაში – ის საერთოდ არ იცვლებოდა გარეგნულად!
სენ ჟერმენი გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და ბუნებრივად იყო არისტოკრატი, ერთნაირად თავშეკავ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1859 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 03.09.2010 | კომენტარი (0)

რა ხანია პოსტი არ დამიდია საიტზე…არც მეცალა.როგორც იქნა მოვიცალე ცოტა.იმედია დაგაინტერესებთ.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული,ისევე როგორც სიცოცხლეს.ყველამ ვიცით რომ სიცოცხლის ბოლო არის სიკვდილი.მინდა ცოტაოდენი მოგიყვეთ მასზე…
1.სიკვდილის "მახარობელნი”
სხვადასხვა ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ცხოველი,ან ბუნებრივი მოვლენა..ზოგადად მიაჩნიათ,რომ ეს შეიძლება ცხოველი იყოს,რომელის მდგომარეობა შეიცვლება,თუ პატრონის სიკვდილი ახლოვდება.ხშირად ცუდ ნიშნად მიაჩნიათ მუქი ფერის ცხოველები,მაგალითად ყვავები,ყორნები…რომლებიც ამა თუ იმ სახლზე დაჯდებიან

2.ცეცხლი
ფოსფორიზირებული ცეცხლი,რომელიც მომაკვდავთ ხშირად ელანდებათ,რომელიც ცაში ღრუბლებივით დაცურავს.მათი ფერი შეიძლება იყოს წითელი,ცისფერი ან თეთრი.მათი დანახვა შესაძლებელია როგორც შენობაში ასევე გარეთაც.ისინი გადაადგილდებიან ან ძალიან ახლოს მიწასთან,და განწირულთა სახლებს ეხებიან,ან ძალიან ახლოს ჩნდებიან უბედურთან…ინგლისურში ასეთი ცეცხლისთვის,რომელიც სიკვდილის ასახავს არის ბევრი ტერმინი corpse candles, jack-o’-lantern, ig ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1975 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 06.05.2010 | კომენტარი (0)

ბერმუდის სამკუთხედის გარდა სხვა მსგავსი საიდუმლოებით მოცული ადგილი არსებობს, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი… ერთ-ერთი ასეთია დრაკონის სამკუთხედი, იგივე ეშმაკის ზღვა, რომელიც უფრო საშიში და მისტიკურია ვიდრე ბერმუდის სამკუთხედი. ეს ადგილი შეიძლება მივიჩნიოთ მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალ ადგილად.

ამ რაიონში დასავლეთ იაპონია, ჩრდილოეთ ტოკიო და წყნარი ოკეანის გარკვეული ნაწილი შედის. ეს ადგილი ვულკანურად აქტიურია და ხშირად გრიგალები იცის. აქ ერთ ღამეში შეიძლება კუნძულებიც კი გაქრეს. გამოცდილი ნავიგატორების მიერ შედგენილ რუკებსა და დოკუმენტებზე ხშირად საკმაოდ ბევრ კუნძულს ვეღარ პოულობენ. ძველ იაპონურ ჩანაწერებში ამ ადგილის შესახებ სხვადასხვა ცნობა არსებობს. ჩვენი წელთაღრიცხვით 1000 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყალქვეშა სასახლეებში დრაკონები ბინადრობენ. ისინი დროდადრო ზღვის სიღრმიდან ამოდიან და უიღბლო ნაოსნები თავიანთ სამფლობელოში მიჰყავთ. სხვადასხვა კატასტროფის მიუხედავად, ამ ადგილს მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაქციეს ყურადღება. მართალია იაპონურ პრესაში დრაკონ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 974 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 06.05.2010 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-26
საიტის მენიუ
მოძებნე