შაბათი, 21.09.2024, 08:34
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » ამოუხსნელი
« 1 2 3 »
შემთხვევა, რომლის შესახებაც გიამბობთ, 26 წლის წინ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის სასაზღვრო ზონაში მოხდა. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთს ეშმაკმა უწყის რაზე ეომებოდა, ქვეყნის შიდა სამხედრო საქმეები ხშირად ისე უყურადღებოდ რჩებოდა რომ ზოგიერთ შემთხვევას, რომელიც ყურადღების მიქცევას ასე თუ ისე საჭიროებდა, ზერელედ "გაატარებდნენ” და თუ "გატარება” აღარ გამოვიდოდა მაშინღა მიაქცევდნენ ყურადღებას როცა უკვე ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. რა თქმა უნდა ლაპარაკია მხოლოდ ისეთ სიტუაციებზე, რომელთა მოხსენიებასაც არავინ ითხოვდა ზემდგომ ორგანოებთან პატაკებში. ამ კონკრეტულ შემთხვევას კი ნამდვილად შეიძლება ეწოდოს პასუხისმგებელ პირთაგან უყურადღებობის ყველაზე დიდი ზეიმი და ამავე დროს საქართველოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში მომხდარი ერთერთი ყველაზე დაუჯერებელი და შემზარავი ამბავი.

ის სასაზღვრო შენაერთი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. იმ მომენტისთვის ე.წ. "ზასტავაზე” ერთი ასეული იყო და ასე თუ ისე თავის ფუნქციებს ნორმალურად ასრულებდა. მორიგეობის საათები როგორც ყველგან, აქ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1000 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 20.04.2010 | კომენტარი (1)

ტილაცინი (ჩანთოსანი მგელი,ტასმანიური ვეფხვი) გადაშენებული ცხოველია.ეს ცხოველი პირველად 1808 წელს აღწერა ინგლისელმა ნატურალისტმა ჰარისმა.ტილაცინის სამეცნიერო სახელწოდებაა "მგლის თავიანი ჩანთოსანი ძაღლი”.

თავდაპირველად ტილაცინი ავსტრალიის კონტინენტზე და ახალ გვინეაში იყო გავრცელებული(4 მილიონი წლის წინ).თუმცა დაახლოებით 3000 წლის წინ ავსტრალიაში გამოჩნდა ველური ძაღლი დინგო და ტილაცინები განდევნილნი აღმოჩნდნენ.

კლდეზე გამოსახული ტილაცინი(დაახლოებით 3000 წლის წინ)

შემდგომ საუკუნეებში ისინი გამოჩნდნენ კუნძულ ტასმანიაზე,და სწორედ აქედან მოდის მათი ერთ-ერთი სახელი "ტასმანიური ვეფხვი”.ტასმანიაზე მათმა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა XVIII-XIX საუკუნეში.თუმცა მათი მატება დიდხანს არ გაგრძელებულა,რადგან მეცხრამეტე საუკუნის 30_იან წლებში ტასმანიის მოსახლეობამ დაიწყო ტილაცინების მასიური განადგურება,მიზეზად კი ასახელებდნენ შინაური რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირებას რაშიც მათი აზრით ტილაცინები იყვნენ დამნაშავე(ეს მთლადაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს).

იწყება მასიური ხოცვა ტილაცინებისა, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1212 | დაამატა: EXOR | თარიღი: 17.04.2010 | კომენტარი (0)

სხვადასხვა სტატისტიკით, დედამიწაზე, მსოფლიო მასშტაბით, 20 მილიონი ადამიანია გაუჩინარებული, უგზო–უკვლოდ დაკარგული. მათ ასავალ–დასავალს ვერც კრიმინალისტებმა მიაგნეს და ვერც – დეტექტივებმა. არც კვალი არსებობს და არც რაიმე სამხილი. ისინი უბრალოდ გაქრნენ. მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ უცნაურად გაუჩინარებული ადამიანები რამდენიმე ხნის, ზოგჯერ თვეებისა და წლების შემდეგ, ბრუნდებიან, მაგრამ ვერაფერს იხსენებენ იმის შესახებ, თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელი მწერალი, აგატა კრისტი, რამდენიმე თვე იყო დაკარგული. მისი მანქანა იპოვეს, ის კი არსად ჩანდა. რამდენიმე თვის შემდეგ ერთ სასტუმროში მიაგნეს. მწერალმა ვერ გაიხსენა, იმ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა ან სად იყო.
გაუჩინარებული ადამიანების ფენომენი პარანორმალური მოვლენების პირველ ათეულშია შეტანილი. მეცნიერები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ. დაზუსტებით კი არავინ იცის, რასთან გვაქვს საქმე. უფოლოგების ვერსიით, ადამიანებს უცხოპლანეტელები იტაცებენ. ზოგიერთს, ვინც დაბრუნდნენ, კვლევა ჩაუტარეს. ჰიპნოზის ქვეშ რამდენ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 944 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 10.04.2010 | კომენტარი (0)


დროში მოგზაურობაზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ოცნებობდნენ. მსოფლიო ფოლკლორში ამ ოცნებამ თავისი ასახვა ჰპოვა. ზღაპრული თუ მითური გმირები ხშირად მოგზაურობენ წარსულში და აწმყოს ცვლიან. მათ მომავლის განჭვრეტა, დანახვა და შეცვლაც შეუძლიათ. დროის მანქანაზე უამრავი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები შეიქმნა და იქმნება ლიტერატურასა თუ კინოში. ამ "მანქანის” შექმნაზე მეცნიერები სრული სერიოზულობით მუშაობდნენ და ჩვენს დროშიც – ერთი მხრივ, პრაგმატიზმისა და, მეორე მხრივ, ტექნიკის არნახული განვითარების ეპოქაში – იმედს ისევ არ კარგავენ, რომ დადგება დღე, როცა ადამიანი შეძლებს წარსულსა თუ მომავალში შეღწევას. ადამიანის სწრაფვა შეუცნობელის შეცნობისაკენ, სამყაროს საიდუმლოებებში წვდომისაკენ დაუოკებელია. ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებში არსებობს ინფორმაცია, რომ ტიბეტში, ეგრეთ წოდებულ სარკეების ველზე, მომავლისა და წარსულის კარიბჭე იხსნება, საიდანაც ადამიანებს წარსულსა და მომავალში მოგზაურობა შეუძლიათ, ოღონდ არა – ფიზიკურად, არამედ ცნობიერებაში. სხვა საკითხია, რას მოუტანს ეს კაცობრიობას. ქრისტიანული რელიგიის სწ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1098 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 09.04.2010 | კომენტარი (0)

ბუნების არცერთი ფენომენი არაა ასეთი დიადი, იდუმალებით მოცული და ამავდროულად შიშისმომგვრელი თავისი არამიწიერი სილამაზით. სამყაროს თითქოს ფარდა აქვს ახდილი თავის ნამდვილ არსზე, რათა მოკვდავთა თვალებმა კარგად აღიქვან მთელი მისი არაამქვეყნიური მშვენიერება. ხოლო მის მხილველს ისეთი განცდა ეუფლება თითქოს იგი მოწყვეტილია ყოველდღიურობას და სულით ხორცამდე შეიგრძნობს ღმერთის არსებობას.
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 896 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება სიტყვის ძალა, მენტალური და ვერბალური ენერგია. ვისაუბრებთ სიტყვის ფენომენზე, ანუ ადამიანს რამდენად შესწევს უნარი მიზანმიმართულად ან ქვეცნობიერად მოახდინოს საკუთარი სიტყვის მატერიალიზაცია. გავიგებთ, თუ რა ენერგია აქვს სიტყვას, რა შედეგი მოაქვს მაგალითად, წყევლას, გინებასა თუ ლოცვას.

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "დასაბამიდან იყო სიტყვა,
და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა". რა თქმა უნდა სხვა არის ღვთიური სიტყვა, ასე ვთქვათ ლოგოსი (Эн архэ эн о Логос) და სხვა არის ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა, თუმცა მენთალური, ანუ აზრობრივი და ვერბალური, ანუ სიტყვიერი ენერგია თავისთავად არსებობს. სიტყვას საკუთარი ენერგია და სიხშირე გააჩნია, რომელიც ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მოქმედებს.
ადამიანის აზროვნებისა და საუბრის პროცესი ეს არის ენერგიის გამომუშავება და გადაცემა. ეს ენერგია ქმნის ე. წ. აზრ-ფორმას, ანუ აფირმაციას, რო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1942 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 30.03.2010 | კომენტარი (0)

ამბობენ, რომ სიზმარი აქტიური ქვეცნობიერის შედეგია, რომელიც უამრავ ფანტაზიას იწვევს და ღამე, როცა ცნობიერი იძინებს, ის მაშინ იწყებს მუშაობას და გვაიძულებს ვუყუროთ მის მიერ გამოგონილ კადრებს.

ზოგი სიზმარს მინიშნებებად თვლის, რადგან ქვეცნობიერში საკუთარ თავზე დამალული ინფო ინახება, რომელსაც სიზმრის სახით გვახსენებს თვითონვე. სიზმრის მოვლენა დღემდე ვერავინ ახსნა, ამიტომაც მეცნიერებს შედარებით ნათელი ნახატი რომ ჰქონოდათ, გადააბრალეს ამოუცნობ ქვეცნობიერს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დასაშვებია ახსნა სიზმარი – ქვეცნობიერის ნაყოფი, თუმცა მეორე მხრივ ყოველთვის გაჩნდება კითხვა, არის კი ის ნამდვილად ჩვენზე დამოკიდებული და ჩვენივე ქვეცნობიერიდან ნაწარმოები? თუ არსებობს ქვეცნობიერზე მეტად აუხსნელი რამ, რაასაც ემორჩილება ჩვენი სიზმრები?

ქვეცნობიერი დამალული "მე”-ა. დავუშვათ, რომ სიზმარი დამალული "მე”-ს ნაყოფია, ამ ლოგიკით და ჩემი სიზმრით თუ ვიმსჯელებთ, მე მკვლელი ვარ.

სიზმარი N -1

თვეობით მესიზმრება, თუ როგორ ვკლავ ადამიანს სასტიკი წამებით და როგორ გავრბივარ დანაშაულის ადგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 972 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 28.03.2010 | კომენტარი (0)

ჰიპნოზი არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული.

ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს. ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი ხილი სულაც არ არის. ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერის, ძველ ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ (არსებობს გადმოცემა, რომ ინდოელ ფაკირებს შთაგონებით შეეძლოთ ახალი დათესილი მარცვალი მიწაში გაეღვივებინათ და რამოდენიმე წუთში ის მიწიდან ამოწვერილიყო).

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების "გრაფი მონტე კრისტოს” პერსონაჟი აბატი ფარია რეალურად არსებული პიროვნება იყო. წარმოშობით პორტუგალიელი აბატი XIX საუკუნის დასაწყისში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა ინდოეთში, კონკრეტულად კი გოაში, სადაც მან შეისწავლა ჰიპნოზ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1163 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 28.03.2010 | კომენტარი (0)

იმ დროს როდესაც ადამიანთა უმეტესობა, დროში მოგზაურობას მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების და ფილმების კონტექსტში განიხილავს, თანამედროვე მეცნიერება, კერძოდ კი ფიზიკა, დროში მოგზაურობის ერთ ფორმას შესაძლებლად თვლის. ფარდობითობის თეორიის თანახმად თუ მაგალითად კოსმონავტი სინათლის სიჩქარით გაფრინდება დედამიწიდან შორეული პლანეტისკენ და უკან დაბრუნდება, დედამიწაზე ათასობით წელი იქნება გასული, კოსმონავტისთვის კი მხოლოდ დროის მცირე პერიოდი, ანუ კოსმონავტი აღმოჩნდება მომავალში. თეორიულად, მომავალში ან დროში წინ მოგზაურობა ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ სამწუხაროდ სინათლის სიჩქარის რეპროდუქცია ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში არ შედის.

დროში მოგზაურობის მეორე და ამავე დროს გაცილებით საინტერესო ვარიანტია, წარსულში ან დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ წარსულში მოგზაურობის თეორია ასოცირებულია პარადოქსულ გარემოებებთან, რომლებიც მსგავს "ვოიაჟს” ლოგიკური შეუძლებლობის ჩარჩოებში აქცევენ. აღნიშნული პარადოქსის ორი სახეობა არსებობს, რომელთაგანაც პირველი ეხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 982 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)

1837 წელს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით ადამიანის მსგავსი ფიგურა შენიშნეს,რომელიც უცნაურად დახტოდა.შეშინებული თვითმხილველები მას
სხვადასხვაგვარად აღწერდნენ.ზოგიერთი ირწმუნებოდა რომ ფრთოსანი და
რქიანი ურჩხულ დაინახეს,ზოგიერთის თქმით კი იგი ძლიერი აღნაგობის მამ-
კაცი იყო,რომელსაც თავზე მუზარადი ეხურა და ლაბადა ეცვა.მას რატომღაც
ხტუნია ჯეკი(Spring Heeled Jack) შეარქვეს.

ხტუნია ჯეკი პირველად ფერმერის ქალიშვილს პოლი ადამსს, დაესხა თავს.
პოლი ლონდონის ერთ-ერთ ლუდხანაში მუშაობდა.ქალმა ყვირილი ატეხა და
მასთან ბევრმა მიირბინა საშველად,ჯეკმა კი ხტუნვით უშველა თავს.ერთი წლის
შემდეგ ხტუნია ჯეკის არსებობა სერ ჯონ ქევანმაც დაადასტურა.მან ერთერთი
თვითმხილველისგან წერილი მიიღო,რომელიც მას დახმარებას სთხოვდა.წერილი გაზეთში გამოაქვეყნეს და ამის მერე სხვებმაცგაბედეს დაწერა.იქამდე შეშინე-
ბულნი და დაბნეულნი იყვნენ,საკუთარი ამბის მოყოლას ვერ ბედავდნენ,ფიქრო-
ბდნენ,გიჟად ჩაგვთვლიანო.

ქევანის წერი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 978 | დაამატა: kote-112 | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-26
საიტის მენიუ
მოძებნე