შაბათი, 21.09.2024, 10:25
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 24 » ucanuri movlenebi
21:02
ucanuri movlenebi
მინესოტას შტატის ქალაქ ლენგბის მოქალაქემ ერთ დილას ეზოში
გასვლისას თოვლში მისი გაყინული მეზობელი, 19 წლის
ჯეინ ჰილარდი იპოვა. გოგონა წინა ღამეს გადმოვიდა
მეზობელთან დახმარების სათხოვნელად, მაგრამ 25
გრადუსიანი ყინვის გამო მოძრაობა ვერ გააგრძელა და გაიყინა.
ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმები ამბობენ,
რომ მოყვანისას ჯეინი მიცვალებულივით ცივი იყო.
არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. მთელი
ღამე თოვლში ყოფნის გამო მისი ყველა კიდური
გაშეშებული იყო. ექიმებმა მისი ნათესავები გააფრთხილეს,
რომ თუ სასწაული მოხდებოდა და
გოგონას გონს მოიყვანდნენ, გონებრივი პრობლემები
ექნებოდა და გარდა ამისა, ორივე ფეხის ამპუტაცია
გახდებოდა საჭირო. მისი ოჯახის წევრები გულმხურვალედ
ლოცულობდნენ და ღმერთს ჯეინის გონს მოყვანას შესთხოვდნენ.
ყველას გასაკვირად, პროცედურების დაწყებიდან ორ საათში,
გოგონა გონს მოვიდა და რამდენიმე საათში ყველა სასიცოცხლო
ფუნქცია აღუდგა. მას თითქოს არც ეტყობოდა, რა
გადაიტანა. ფიზიკურადაც და გონებრივადაც შესანიშნავ
ფორმაში იყო, მხოლოდ რამდენიმე ადგილას დარჩა ნაიარევი.....ეს 7 მეტრი სიმაღლისა და 6 ტონა წონის მქონე ბოძი
ინდოეთის დედაქალაქ დელიში უკვე 1600 წელია დგას.
საოცარი ის არის, რომ ამ ბოძის მასალის 98% რკინაა
და და ამ ხნის განმავლობაში ვერც წვიმამ და ვერც
მზემ ვერაფერი დააკლო – ის ისევ უჟანგავია. მეცნიერებმა
სულ რამდენიმე წლის წინ ამოხსნეს ეს თავსატეხი
(სვეტის შემცველობაში სხვა ნივთიერებები ზუსტად
იმ დოზით იყო, რომ რკინა ამინდის მიმართ მედეგი გახადა)
, მაგრამ გასაკვირია, ეს საიდუმლო საიდან იცოდნენ
ინდოელმა მჭედლებმა საუკუნეების წინ.....
"მარია ცელესტას” იდუმალი გაუჩინარებიდან 50 წლის თავზე
თითქმის იგივე ბედი ეწია შხუნა "Carroll A. Deering”-ს. ის 1921
წლის 31 იანვარს ჩრდილო კაროლინის სანაპიროზე შენიშნეს.
როცა მაშველი გემები მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ შხუნა
ცარიელი იყო და მეზღვაურები სადღაც გამქრალიყვნენ. მათ გარდა ,
შხუნაზე არც საკვები იყო, არც ბაგირი ან რაიმე მსგავსი.
დამაკმაყოფილებელი ახსნა ამ მოვლენას დღემდე არ გააჩნია.
ამბობენ რომ Carroll A. Deering რუსებმა გაძარცვეს
და მეზღვაურები ტყვედ აიყვანეს. არის ვერსია, რომ
ის მეკობრეთა მსხვერპლი გახდა. ყველაზე
გავრცელებულ ვერსიად მაინც პარანორმალური
მოვლენა რჩება – შხუნა ბერმუდის
მიდამოებში მოგზაურობდა......

კატეგორია: ამოუხსნელი | ნანახია: 1312 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე