უძველესი დროიდან, მსოფლიო კაცობრიობას სამი ფაქტორი ამოძრავებს, პოლიტიკა, ბიზნესი, რელიგია. ყველა ამ სფეროში, ადამიანები აქტიურად არიან ჩართულნი. ბიბლიაში ეს სამი ფაქტორი მოიხსენიება შემდეგნაირად: პოლიტიკა-მეფეებად, ბიზნესი- ვაჭრობად, ხოლო ცრუ რელიგია- მეძავ ქალად. ეს არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას. ქალი მაშინ ხდება მეძავი, როდესაც ის არღვევს ერთგულების პრინციპს. ზუსტად ასევე დაარღვიეს ერთულება რელიგიებმა, რომლებიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან და შორს დგანან ბიბლიის ნორმებისაგან. ბიბლიის ბოლო წიგნი გამოცხადება, ნათლად გვიჩვენებს ამ მეძავის სახეს: ,,დიაცი შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებით და მარგლიტებით, ხელთ ჰქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძვის სიბილწით და უწმინდურებით სავსე. მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: ,,დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა''. (გამოცხადება 17:4--6).გამოცხადების ამავე თავში ნათლად ჩანს, რომ ეს მეძავი, ზის შავწითელ მხეცზე. ეს მხეცი განასახიერებს სახელმწიფოს. უფრო ვრცლად, მხეცს, სხვა სტატიაში განვიხილავთ. დიახ, საუკუნეების მანძილზე ცრუ რელიგიები, თვზე აჯდნენ სახელმწიფოს და ხშირ შემთხვევაში თავად იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის წარმმართველები. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ქრისტიანული სამყაროს რელიგიები, არ დარჩნენ ღმერთის ერთგულნი. სწორედ ეს რელიგიები არიან დამნაშავენი, მრავალი სისხლისმღვრელი ომებისა, რომლებსაც ღმერთისა და ქრისტეს სახელით აწარმოებდნენ.მხეცზე მჯდომი მეძავი, შემოსილი იყო ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მაშინაც და დღესაც, ცრუ რელიგიები გამოირჩევიან მატერიალური სიმდიდრით. ცრუ რელიგიებში, ანუ მეძავში, არანაირი სულიერი სიმდიდრე არაა. ამას მოწმობს თასი (სასმისი), რომელიც სავსეა სიბილწით და უწმინდურებით. ეს სიბილწე და უწმინდურება არის მოძღვრება, რომლითაც ეს რელიგიები მოძღვრავს ხალხს. სწორედ ამიტომაც ხალხი იმყოფება მთვრალ, ანუ გაბრუებულ, გზააბნეულ, უკონტროლო, გაუწონასწორებულ მდგომარეობაში. ცრუ რელიგიების ბოლო მიდის იქეთკენ, რომ ისინი განადურდებიან. ბიბლიაში ეს ფაქტი ასეა მოხსენიებული: ,, ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბეენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ'' (გამოცხადება 17: 16). ცრუ რელიგიების განადგურება დღეს უკვე დაწყებულია. ეს გამოიხატება იმაში, რომ გასულ საუკუნეებთან შედარებით, მსოფლიო რელიგიებმა დაკარგეს ზეგავლენა სახელმწიფო სტრუქტურებზე. მსოფლიო მმართველობას ხელში იღებს, შავწითელი მხეცი, შვიდი თავით და ათი რქით.