სამშაბათი, 15.07.2025, 21:53
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 25 » რელიგია
21:33
რელიგია
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...

ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში

...

ჰალალი ( ნებადართული)

მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს

1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი

2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ), დაკვლის წინ ცხოველს უნდა ეფერებოდნენ ( )

3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას.

ახლა როგორ უნდა დაიკლას

4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული)

5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას

6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს

7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.)

8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება,

9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( )

10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა

11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში

12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია...

,,,,,,,,,,,,,,,


აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება...

იხარეთ;

კაიროსი!
კატეგორია: ანტი-რელიგია და რელიგია | ნანახია: 1027 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე