მთავარი » 2010 » მარტი » 25 » პლანეტის შესახებ
|
მარსი
მასა _ 6,42 * 1023 კგ
დიამტერი _ 6786 კმ
სიმკვრივე _ 3,934 გრ/სმ3
ზედაპირის ტემპერატურა _ -250C-დან +250C
დღე-ღამის ხანგრძლივობა _ 24,62 სთ
საშუალო მანძილი მზიდან _ 227,9 მილ.კმ
ორბიტის ბრუნვის პერიოდი _ 687,0 დედამიწის დღე-ღამე
ეკვატორის დახრილობა ორბიტასთან _ 250121
ორბიტის ექსცენტრისიტეტი _ 0,093
აღმავალი კვანძის გრძედი _ 490381
ორბიტის დახრილობა ეკლიპთიკთან _10511
ორბიტის მოძრაობის საშუალო სისწრაფე _ 24,22 კმ/წმ
მანძილი დედამიწიდან _ 56-დან 400 მილ.კმ-მდე
აღმოჩენილი თანამგზავრების რაოდენობა _ 2
მარსის ზედაპირზე დამზერილი მოვლენებისთვის აშკარად დამახასიათებელია სეზონურობა, რაც მისი ბრუნვის ღერძის ეკლიპტიკისადმი სათანადო დახრითაა განპირობებული (როგორც დედამიწის შემთხვევაში). მარსის სეზონები უფრო ხანგრძლივია, ვიდრე დედამიწისა, რადგანაც მარსის წელიწადი ანუ მზის ირგვლივ მისი ერთი სრული გარემოქცევის პერიოდი 687 დღე-ღამეს ეტოლება. სამაგიეროდ, მარსსა და დედამიწაზე დღისა და ღამის შენაცვლება თითქმის სრულიადნ ერთნაირია. მარსი საკუთარი ღერძიუს ირგვლივ ერთხელ შემობრუნებას 24 საათსა და 37 წუთს ანდომებს. იგი დაშორებულია მზეს 11/2-ჯერ მეტად , ვიდრე დედამიწა, ამიტომ 2-3-ჯერ ნაკლებ სითბოსა და სინათლეს ღებულობს. მარსის ეკვატორულ ზოლში შუადღისას სითბო +10_+250ს აღწევს, შუაღამისთვის კი ტემპერატურა - 600-მდე ეცემა.
მარსის ზედაპირზე მოჩანს თეთრი პოლარული ქუდები, რომლებიც სეზონურად იცვლიან ფართობსა და მოხაზულობას. რამდენადაც ფართობი კლებულობს იმ დროს, როცა სათანადო ნახევარსფეროში მარსის თბილი პერიოდი დგება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პოლარული ქუდები თოვლისა, რთვილისა ან რაიმე ნივთიერების ყინულოვანი კრისტალებისაგან შედგება. შეიმჩნევა აგრეთვე ბნელი "ლაქები", რომელთაც პირობითად ზღვებს უწოდებენ. საგულისხმოა, როცა პოლარული ქუდი იკუმშება, მის გარშემო ჩნდება ბნელი ზოლი, რომელიც თანდათან ფართოვდება და ეკვატორის მიმართულებით ვრცელდება. მარსის ატმოსფერო, დედამიწასთან შედარებით, ძალზე გაიშვიათებულია და წყლის ორთქლი იქ დიდი რაოდენობით არ მოიპოვება. ასევე ერთობ მცირეა ჟანგბადი. აზოტიც მხოლიდ 1%-ს თუ აღწევს. 90%-ზე მეტი ნახშირორჟანგა გაზია. მარსის გაიშვიათებული ატმოსფერო საკმაოდ გამჭვირვალეა, რის წყალობითაც ვხედავთ დეტალებს პლანეტის ზედაპირზე.
მარსს ორი მთვარე აქვს, ფობოსი და დეიმოსი. ეს მთვარეები ბნელი და მტვრიანია. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ უცნაური ფორმის მქონე მთვარეები, სინამდვილეში, ასტეროიდებია, რომლებიც მარსმა მილიონობით წლის წინ მიიტაცა. დეიმოსი, მარსის პატარა მთვარე, სიგანეში მხოლოდ 15 კმ-ია. ფობოსის სიგანე 28 კმ-ს აღწევს. მასზე მდებარეობს დიდი კრატერი «სთიქნი», რომლის სიგანე 5 კმ-ია. XX ს-ის 60-70-იან წლებში კოსმოსურმა ზონდებმა, «მარინერმა» და «ვიკინგმა», მარსის ზედაპირის ფოტოსურათები გადაიღო.. აღმოჩნდა, რომ ზედაპირი ნარინჯისფერი მტვრით, კლდოვანი კანიონებით და კრატერებითაა დაფარული. იმ მოწითალო მტვრის გამო, რომელიც მის ზედაპირს ფარავს, მარსს წითელ პლანეტასაც უწოდებენ. მარსზე ხშირია მტვრის ქარიშხალი, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კვირა გრძელდება. მარსის შესწავლაში ყველაზე დიდ წარმატებას 1996 წელს გაშვებულმა კოსმოსურმა ხომალდებმა, «მარს ფათფაინდერმა» და «მარს გლობალ სურვეიორმა» მიაღწია. «ფათფაინდერმა» მარსზე აიტანა პაწაწინა თვითმავალი «სოჯორნერი. იგი მარსის ზედაპირზე გადაადგილდებოდა, ,ქანებს შეისწავლიდა და ფოტოსურათებს იღებდა. «ფათფაინდერის» მისია დღეს დასრულებულია. «სურვეიორს» კი რამდენიმე წელი კიდევ უნდა გაეგრძელებინა მარსიდან გამოსახულებისა და ინფორმაციის გამოგზავნა. თუმცა მასთან კავშირის დამყარება, უკვე რამდენიმე კვირაა, ვეღარ ხერხდება. «სურვეიორი» ათი წელი ასრულებდა მისიას. მისი გაშვება 247 მლნ. დოლარი დაჯდა. თავდაპირველად გაშვებას მხოლოდ 2 წლით გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ მისი ხანგრძლივი დროით დატოვება გადაწყდა. ექსპერტები თვლიან, რომ კავშირის გაწყვეტის მიზეზი ტექნიკური პრობლემები შეიძლება იყოს. თუ ამერიკელი ინჟინრები ამ პრობლემის აღმოფხვრას ვერ შეძლებენ, მაშინ ამერიკა წითელი პლანეტის შესწავლისთვის ერთ-ერთ მძლავრ იარაღს დაკარგავს. "სურვეიორის" გარდა მარსზე "ნასას" და ევროპული კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური აპარატებიც იმყოფება...
სიცოცხლე მარსზე
მარსზე სიცოცხლის არსებობის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები დღემდე არ არსებობს. მარსის დაჩეხილი ზედაპირი ოდესღაც არსებული მდინარეების კალაპოტების შთაბეჭდილებას ტოვებს. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, არავინ იცის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნასას სპეციალისტებმა წყლის უფრო ახალი (დაახლოებით 2001-2005 წწ-ის) კვალის აღმოჩენა შეძლეს. ის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ერთ-ერთი კრატერიდან მოედინებოდა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ოდესღაც მარსზე იყო ოკეანეები, რომელშიც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო სიცოცხლე, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, 3,5 მილიარდი წლის წინ წყალი გაქრა. მეცნიერების ვარაუდით, მარსზე გავლენა კლიმატურმა პირობებმა იქონია. დედამიწისგან განსხვავებით, რომლის ზედაპირსაც მაგნიტური ველი იცავს, მარსზე მხოლოდ რამდენიმე იზოლირებული, დაცული ზონაა. კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტების ახალი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მარსზე სიცოცხლის არსებობა მთლად არარეალურიც არაა. მეცნიერებმა ბრიუ ჯეიკოკმა, სტეისი ვარნესმა და ტომას მაკ-კოლომმა შეისწავლეს მარსიანული ჰიდროთერმული სისტემის ბიოლოგიური პოტენციალი და დაასკვნეს, რომ არსებული გეოქიმიური ენერგიის წყაროებს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლისთვის ხელის შეწყობა შეუძლია. მეცნიერებმა 1997 წელს ნიადაგისა და ქვების შემადგენლობის შესახებ «მარს ფათფაინდერით» მიღებული მონაცემები გამოიყენეს, მარსიდან ჩამოვარდნილი მეტეორიტის ანალიზიც დაუმატეს და დაასკვნეს, რომ გამოყოფილი ენერგია, რიგ შემთხვევაში უტოლდება დედამიწაზე არსებულს, ხოლო რიგ შემთხვევაში, ნაკლებია მასზე, თუმცა საკმარისია ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის თვის. განსაკუთრებით ბევრი ქიმიური ენერგია გამოიყოფა ჰიდროთერმულ სისტემებში ცხელი ვულკანური წყლებიდან. მარსიანელების არსებობის რეალურობის შესახებ კიდევ უფრო აქტუალურად ალაპარაკდნენ, როცა 1076 წ. ამერიკულმა აპარატმა «ვიკინგმა» გამოსახულება გადმოსცა , რომელზეც გამოსახული იყო ადამიანის სახე. საბოლოოდ მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო მხოლოდ ქვა და მას არავითარი კავშირი არ შეიძლებოდა ჰქონოდა ცოცხალ არსებასთან... და კიდევ ერთი ადამიანის მსგავსი გამოსახულება, რომელიც ამჯერად მარსმავალ «სპირიტიდან» მივიღეთ. ერთ-ერთ ფოტოზე არსებული გამოსახულება ძალიან ჰგავს ქალს, რომელიც, თითქოს ავტობუსს ელოდებაო, ქვაზეა ჩამომჯდარი. არავინ იცის, საქმე მართლა მარსიანელ ქალბატონთან გვაქვს, თუ ეს მხოლოდ ქვაა, რომელიც უცნაური, უჩვეულო რაკურსითაა გადაღებული...
მარსის კოლონიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ მარსზე ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს, მისი კოლონიზაციის პრობლემა მაინც აქტუალურია. მეცნიერები მარსის დედამიწის მსგავს პლანეტად გადაქცევაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობენ. ეს პროცესი გულისხმობს ატმოსფეროს წარმოქმნას და ტემპერატურის გაზრდას. მიზნის მისაღწევად კი ასწლეულები და უამრავი რესურსია საჭირო.. ენთუზიასტებმა მეცნიერებს საკმაოდ საინტერესო პროექტი შესთავაზეს, რომელიც სარკეების გამოყენებით სითბოს შექმნას გულისხმობს განსაზღვრულ მონაკვეთზე, რაც აუცილებელი იქნება ექსპედიციის არსებობისთვის. ამჟამად არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რიჯელ ვოიდა განიხილავს ფოკუსირებული ორბიტალური სარკეების დახმარებით საცხოვრებლად ვარგისი გარემოს შექმნის შესაძლებლობას. მის პროექტში ამოქმედებულია 300 ამრეკლავი ბალონი, თითოეული 150 მეტრი სიგრძის. ერთი მეორეს მიყოლებით განლაგებული სარკეებით არეკლილი და გავრცელებული სითბოს წყალობით პლანეტის ზედაპირის 1 კმ სიგანეზე ტემპერატურის 20 გრადუსით გაზრდა მოხერხდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასტრონავტები, რომლებიც მარსის კოლონიზაციას შეეცდებიან უკვე რადიაციული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. არასწორი მონტაჟისას კი მსგავსი სარკეები პლანეტას გამა-გამოსხივებასაც გაუგზავნის...
|
კატეგორია: უცხოპლანეტელები |
ნანახია: 1246 |
დაამატა: kote-112
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|